
ოქტომბრის ბოლოს წყალბურთში, საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 2021-2022 წლების სეზონში დაიწყებს ასპარეზობას. ქართულ კლუბს, რომელმაც 2020-2021 წლების სეზონზე, საკმაოდ კარგი გამოცდილება დააგროვა, ამჯერად 14 მატჩის გამართვა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში, კვლავ რჩება კოვიდ პანდემიის პრობლემა, ტურნირის ორგანიზატორები, ყოველ შემთხვევაში საწყისს ეტაპზე, ე.წ. „ბაბლის" სისტემაზე არ საუბრობენ და ორ ჯგუფში გადანაწილებულ 16 გუნდსაც, სახლი-გასვლის სისტემით მოუწევს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრძოლა.
„ჩვენს ჯგუფში, ხუთივე კლუბი არის უმაღლესი დონის. მიუხედავად იმისა, რომ გრანდები არიან, ვთვლი, რომ გვაქვს შანსი გავუწიოთ შესაბამისი კონკურენცია. ჩვენი გუნდიც გაიზარდა, უფრო მოტივირებულები იქნებიან ამ სეზონში, რადგან 14 თამაში გვაქვს, გასვლა-სახლის სისტემით. ვფიქრობ, რომ გამოცდილებასთან ერთად, კარგ შედეგებსაც ვაჩვენებთ", - ამბობს გიორგი ხვედელიანი, „დინამო თბილისის" პრეზიდენტი.
ტურნირის აღნიშნულ ეტაპზე, რომლის წილისყრაც რომში გაიმართა, „დინამო თბილისი" იმ 12 გუნდს შორის მოხვდა, რომლებმაც ასპარეზობის უფლება ავტომატურად მიიღეს. დანარჩენი 4 გუნდი კი ორ ჯგუფში გადანაწილებულ 12 კლუბს საკვალიფიკაციო რაუნდის (ეს ეტაპი 22-26 სექტემბერს გაიმართება) გადალახვის შემდეგ შეუერთდება.
„დასრულდა წილისყრა, ვთვლი, რომ მოვხდით ძალიან რთულ ჯგუფში, გაცილებით რთულში ვიდრე არის B ჯგუფი. ამ ჯგუფს, ორი გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაემატება", - ამბობს, მიხეილ ბაღათურია, დინამო თბილისის დამფუძნებელი.

ჩვენს ჯგუფში მოხვედრილი ერთ-ერთი სერბული კლუბი, „ნოვი ბელგრადია", რომელიც როგორც ტურნირის ფინალური ეტაპის მასპინძელი, ავტომატურად ჩაჯდა ამ ეტაპზე. დანარჩენი მოწინააღმდეგეები კი, „დინამო თბილისს" წილიყრამ დაუწყვილა.
A ჯგუფი
ფერენცვაროში (უნგრეთი)
ბარსელონა (სპანეთი)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
დინამო თბილისი (საქართველო)
ნოვი ბელგრადი (სერბეთი)
რადნიჩკი კრაგუიევაჩი (სერბეთი)
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის D კვალიფიკაციის გამარჯვებული
A კვალიფიკაციის გამარჯვებული
აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონზე, თბილისელებს რამდენიმე გუნდთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ და იმედია, დეიან სტანოეევიჩის გაწვრთინლები მას კარგად გამოიყენებენ. პირველ შეხვედრას კი, ქართული კლუბი, 26 ოქტომბერს, ბერძნების წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.
ჯგუფური ეტაპის მატჩები, 26-27 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 2022 წლის 14-15 ივნისს დასრულდება. ამასთან მაისში, წყალბურთელებს, FINA-ს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი ეძლევათ სანაკრებო დონეზე. გათამაშების მეორე ეტაპი, სადაც ორივე ჯგუფიდან გასული 8 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას ბელგრადში 2022 წლის 30 ივნისიდან, 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ჯგუფური შესარჩევი ეტაპის სათამაშო დღეები:
დღე 1: ოქტომბერი 26/27, 2021
დღე 2: ნოემბერი 9/10, 2021
დღე 3: ნოემბერი 30 და დეკემბერი 1, 2021
დღე 4: დეკემბერი 14/15, 2021
დღე 5: დეკემბერი 20/21, 2021
დღე 6: იანვარი 11/12, 2022
დღე 7: იანვარი 25/26, 2022
დღე 8: თებერვალი 8/9, 2022
დღე 9: თებერვალი 22/23, 2022
დღე 10: მარტი 18/19, 2022
დღე 11: მარტი 29/30, 2022
დღე 12: აპრილი 8/9, 2022
დღე 13: ივნისი 7/8, 2022
დღე 14: ივნისი 14/15, 2022
აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონისთვის დინამოელებმა შეკრება ბათუმში გაიარეს და 3 სეტემბერს, თბილისში დაბრუნდნენ, სადაც ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის წვრთნას გააგრძელებენ. კლუბში არის ცვლილებებიც, სამწუხაროდ, დინამოელთა რიგები ერთ-ერთმა გამოცდილმა წყალბურთელმა ბორის ვაპენსკიმ დატოვა.
ფიტო: "დინამო თბილისი"





ჩვენ








