განსხვავებული შემართებით და მენტალიტეტით, სანიოლის გუნდი ესპანეთიდან ქულის წამოღეაბს გეგმავს
განსხვავებული შემართებით და მენტალიტეტით, სანიოლის გუნდი ესპანეთიდან ქულის წამოღეაბს გეგმავს
04.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, ბადახოსში, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, ჩვენები გუშინ, ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. როგორც ვიცით, ოთარ კიტეიშვილის გარეშე, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით. საბედნიეროდ, ვარჯიშმა მშვიდობიანად ჩაიარა და სანიოლის განკარგულებაში მყოფი  ყველა ფეხბურთელი თავს კარგად ბრძნობს.


„ესპანეთის წინააღმდეგ, განსხვავებილი მენტალიტეტის გუნდი გამოვა, ვიდრე ეს კოსოვოსთან მატჩში იყო. მოთამაშეები, ყოველთვის მზად არიან ლამაზად ითამაშონ ესპანეთის წინააღმდეგ. ვიცით, რომ ესპანეთი ჩვენზე ძლიერია, მაგრამ პირველი თამაში იყო თანაბარი და ჩვენ ფრეს ვიმსახურებდით. შევეცდებით იმ „იარაღით" ვებრძოლოთ რაც გაგვაჩნია. კოსოვოსთან მატჩში, ბევრი შეცდომა დავუშვით და არა მხოლოდ დაცვით თამაშში. მერე ჩვენ ვილაპარეაკეთ, რა იყო გამოსასწორებელი და ვიმედოვნებ, ამას ყველა ზონაში მოვახერხებთ. ყურადღებას, ჩვენი მოთამაშეების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე გავაკეთებ და მჯერა, რომ გუნდი ახლა, უფრო განსხვავებილი განწყობითაა, ვიდრე ეს კოსოვსთან მატჩში იყო", - ამბობს ვილი სალნიოლი.


საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, „მარკაში" გამოქყევნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ ესპანეთთან ხვალინდელი თამაში, იქნება განსხვავებული თამაში, სრულიად განსხვავებულ გუნდთან, ვიდრე ეს თბილისში, ამ გუნდების პირველი სპარინგისას იყო. ფრანგმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ნაკრებში ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ის მოთამაშეები, რომლებიც მინდორზე გავლენ, შეეცდებიან თავი გამოიჩინონ.




ბუნებრივია, ე.წ. მატჩისდღე 1-ის განრიგის მიხედვით, მსოფლოს 2022 წლის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრის მონაწილეებს, დღეს, მასპინძელ სტადიონზე პრეს-კონფერენცია უნდა და 15-წუთიანი ღია ვარჯიშიც გაემართათ, თუმცა, ესპანელებმა, ესაო და საქართველოდან ჟუტნალისტები არ მოდიანო, პრესკონერენცია მხოლოდ ესპანური მედიისთვის, და ისიც მადრიდში, 14:30 წუთზე გამართეს. გუნდმა კი, საერთოდ დილის 12:30-ზე ივარჯიშა და მხოლოდ ამის შემდეგ, გაემგზავრა ბადახოსში.


ისე, ბადახოსში ანდა სულაც მადრიდში, ქართველი ჟურნალისტები, რომც ჩავსულიყავით, დიდად არ მგონია, ესპანელებს სტუმარი გუნდის წარმომადგენელი მედიისთვის დიდად „რევერანსები" გაეკეთებინათ, ყოფილა სხვა ევროპილ ქვეყნებშიც ასეთი შემთხვევბი (სანაკრებო თუ, საკლუბო დონეზე). ჩვენ კარგად, გვახსოვს, თბილისში, „დინამო არენაზე",  ესპანელთა თავკაცის, ლუის ენრიკეს შეურაცმყოფელი გამოხტომა თარჯიმანის მიმართ, რომელიც ქართულ მედიას ესპანელის ნათქვამს სიტყვა სიტყვით უთარგმნიდა - „ამ მოკლედ თქვი, ან არ თარგმნო! ძალიან ბევრს ლაპარაკობო".


ასეა თუ ისე, ლუის ენრიკეს ახლა არ მგონია, დიდად ლაპარაკის განწყობა ჰქონოდა, მითუმეტეს თუ ამ შეხვედრას მოწინააღმდეგე, არა აქვს მნიშვნელობა ქვეყანას, მედია დასწრებოდა. შვედეთში განცდილი მარცხის შემდეგ, ესპანელები დიდ საგონებელში არიან. თუმცა, ესპანიური მედიის კითხვაზე, „ბედნიერ სახესთან" დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება ლუის ენრიკეს მაინც მოუხდა.




„პლეი-ოფში თუ მოვხვდებით, იქ ორი თამაში უნდა მოვიგოთ და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ. ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული გავალთ თუ არა ჯგუფში პირველ ადგილზე, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ვითამაშებთ თუ, არა მსოფლიოს ჩემპიონატზე", - ამბობს ლუის ენრიკე.


როდესაც გუნდში და თქვენ წარმოიდგინეთ, ესპანეთის ნაკრებიც კი, შესაძლოა იყოს სირთულეები წინაშე და ასე, რომ არის შვედებთან მატჩში გამოჩდნა, მწვრთნელს, რომელსაც გუნდის რეაბილიტაციისთვის მხოლოდ 2 დღე ჰქონდა, საქართველოსთან მატჩში მე-12 მოთამაშის იმედი აქვს.


„დაცვაში სათამაშო სქემა მარტივია, მაგრამ შეტევაში ის თამაშიდან გამომდინარე იცვლება. მიყვარს შემტევი ფეხბურთი და რისკზე წასვლა, ეს ფეხბურთელებმაც იციან. გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისინი თამაშზე გავლენას ახდენენ, ფრთებს გვასხამენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სირთულეები არსებობს", - თქვა ლუის ენრიკემ.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენებიდან ბადახოსში გამართულ პრეს-კონფერეციას, სანიოლისთან ერთად კვლავ გურამ კაშია ესწრებოდა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, არ უარყო, რომ კოსოვოსთან მატჩის შემდეგ აღდგენა რთული იყო, მაგრამ კაშია იმედიანადაა.




„გვაიმედებს ის, რომ ესპანეთთან, რამდენიმე თვის წინ კარგი მატჩი ვითამაშეთ. ამიტომ შევეცდებით, მაქსიმალურად თავი არ დავზოგოთ. ვიცით, რომ საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით, რომ ქულა ავიღოთ", - ამბობს გურამ კაშია.


ხვალ, 5 სექტემბერს, ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპოტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.