
ორი ამხანაგური შეკრება გამართა ბათუმში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, რომელიც ევრო 2022-ის მოსამზადებელ ეტაპს გადის, ამჯერად სპარინგად, ბელარუსის ნაკრები აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ასათიანმა ძირითადი შემადგენლობის შეკრება, ფეხბურთელთა კლუბების თხოვნის გამო, ვერ მოახერხა, ბელარუსთან სპარინგს დიდი მნიშვენელობა ჰქონდა, ოთხეულების, ტაქტკური მონახაზის და თუნდაც, მთელი რიგი ფეხბურთელების საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობით პრაქტიკის დაგროვების თვალსაზირით.
ბათუმის ახალ სპორტის სახელში, 3 სექტემბერს, ბელარუსებთან პირველ მატჩში, ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. 01'19'' გიორგი ღავთაძემ, სტანდარტულის გათამაშებისას გაიტანა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. ბელარუსებმა, პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, გოლი დმიტრი ლოსმა, 14'20'' გაიტანა. მრავალი მომენტის მიუხედავად, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, მატჩი კი, ფრედ, 1-1 დასრულდა.
განსხვავებული შემადგენლობა დააყენა ასათიანმა, 4 სექტემბრის მატჩი. პირველი მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ორივე გუნდი ქმნიდა სახიფათო მომენტებს, თუმცა, მატჩის ერთადერთი გოლი, 31'00'' არჩილ სებისკვერაძემ გაიტანა. ჩვენებმა, 1-0 გაიმარჯვეს.
ასევე იხილეთ: ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორი ამხანაგრი მატჩისთვის მზადებას შეუდგა
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








