ქართველმა 19-წლამდება ესტონეთში პირველი სპარინგი მოიგეს
ქართველმა 19-წლამდება ესტონეთში პირველი სპარინგი მოიგეს
05.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, ესტონეთში დღეს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0-2 მოიგო.


შეხვერა ჩვენი ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ქართველმა 19-წლამდებმა, ანგარიში, 38-ე წუთზე, ოთარ მამაგეიშვილის გოლით გახსნეს. ლუკა გაგნიძის გადაცემის შემდეგ, ოთარმა, ბურთი ოდნავ დაამუშავა და შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაიტანა.  მეორე ტაიმში კი, მეორე ტაიმში, შეცვლაზე შემოსულმა ჯადული იობაშვილმა, 53-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა. ზურაბ რუხაზის გადაცემის შემდეგ, ჯადულიმ მშვიდად გადააგზავნა თავით ბურთი მეტოქის კარში.  ამის, შემდეგ, ვასილ მაისურაძის შეგირდებს, თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.


საქართველოს ნაკრებმა, დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ლუკა ხარატიშვილი, დავით გოგოტიშვილი (76' გიორგი ამბროსიძე), თორნიკე დონდუა (50' ლუკა წულუკიძე), ლუკა სალუქვაძე (76' ლადო ოდიშვილი), გიორგი პირტახია, ოთარ მამაგეიშვილი (76' ნიკა სიხარულაშვილი), ზურაბ რუხაძე (70' მუხრან ბაგრატიონი), ლუკა გაგნიძე (62' ლუკა კეკელიძე), გიორგი კვერნაძე (46' ჯადული იობაშვილი), გიზო მამაგეიშვილი (62' ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი), გიორგი გვიშიანი (76' დავით გოცირიძე).


მატჩის სრული რეპორტაჟი


საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 7 სექტემბერს ესტონელ თანატოლებს კიდევ ერთხელ დაუპირიპსირდებიან და ამის შემდეგ სამშობლოსი დაბრუნდებიან.


შეგახსენებთ, რომვასილ მაისურაძის გუნდმა, პირველი ორი ამხანაგური შეხვედრა აზარებაიჯანის ნაკრებთან აგვისტოს დასაწყისში გამართა, ერთში გაიმარჯვა 2-3 და ერთიც 2-1 წააგო.


ესტონეტში გამგზავრებამდე კი, ჩვენი 19-წლამდე ნაკრები დიღომში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" ერთი კვირის მანძილზე გადიოდა შეკრებას. ვასილ მასურაზის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია:


მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (ბათუმის „დინამო), ლევან თანდიაშვილი („თელავი"), პაპუნა ბერუაშვილი („დინამო თბილისი")

მცველები: დავით გოგოტიშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ამბროსიძე („საბურთალო"), , თორნიკე დუნდუა („დინამო თბილისი"), ლადო ოდიშვილი („ლოკომოტივი"), ლუკა სალუქვაძე („დინამო თბილისი"), ზურაბ რუხაძე („საბურთალო"), მუხრან ბაგრატიონი („დინამო თბილისი")

ნახევარმცველები: ლუკა გაგნიძე („ურალი" რუსეთი), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო"), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი („დინამო თბილისი"), გიზო მამაგეიშვილი („საბურთალო"), ლუკა კეკელიძე („ლოკომოტივი"), ნიკა სიხარულაშვილი („დინამო თბილისი"), ლუკა წულუკიძე („საბურთალო')

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („საბურთალო"), გიორგი გვიშიანი („გაგრა") , ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი"), დავით გოცირიძე („საბურთალო").