გოგონებმა მოუსვეს, ალექსანდრეც არ ჩამორჩა!
გოგონებმა მოუსვეს, ალექსანდრეც არ ჩამორჩა!
05.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ნიჩბოსანი ქალი მარიამ ქერდიკაშვილი 23-წლამდეთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. ქართველმა ნიჩბოსანმა დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე იუნიორებსა და 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე 46.73 წმ უჩვენა და მხოლოდ, +0.14-ით ჩამორჩა ამ დისტაციაზე მსოფლიოს ჩემპიონს, კანადელ სოფი ჯენსენს. მესამე ადგილზე გასულ პონონელთან კი უპირატესობა, თითქმის +0.30 ჰქონდა.


მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც 3-6 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, მარიამს 500 მეტრიან დისტანციაზეც ჰქონდა გამარჯვების შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენიანი მხოლოდ მე-5 იყო.


მარიამის პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატზე, ალექსანდრე წივწივაძემაც იასპარეზა. 1000 მეტრიან დისტანციაზე, ქართველმა, მე-8 ადგილი (4:11.96   / +11.94 ) დაიკავა. საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ცნობით, კონკრეტულ სტარტამდე ქართველს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა, ექიმების დამსახურებით, მან, ასპარეზობა მაინც მოახერხა.


4 სექტემბრიდან ჩაერთვნენ ასპარეზობაში მურმან მალანია და ლიდია სულაბერიძე.


5 სექტემბეტს, მარიამის მსგავსად, კიდევ ერთმა ქართველმა გოგონამ, ლიდია სულაბერიძემ იასარეზა ფინალურ გაცურვაში და 200 მეტრიან დისტანციაზე, მან მე-9 ადგილი (50.92 /+3.44 ) დაიკავა. ფინალში ასპარეზობამდე, ლიდიამ გუშინ 1/2 ფინალის გაცურვაში მეორე ადილი დაიკავა.


დღესვე, მურმან მალანიამ, 500 მეტრიან დისტანციაზე, სამწუხაროდ ვერ მოახერხა კვალიფიკაციის გავლდა და შესაბამისად ასპარეზობას გამოეთიშა. რაც შეეხბეა 23-წლამდეთა შორის ამავე დისტანციაზე მოასპარეზე ალექანდრე წივწივაძეს,  მან დისტანცია 2:11.15 /+1.85  დაფარა და 1/2 ფინალში გავიდა. დღის ბოლოს, წივწივაძემ, ნახევარფინალში მეორე შედეგი (2:09.89 /+0.52) აჩვენა და შესაბამისად, ფინალურ გაცურვაში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.




პორტუგალიაში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველო საერთო ჯამში, 4 სპორტსმენით არის წარდგენილი: მურმან მალაინა, მარიამ ქერდიკაშვილი, ლიდია სულაბერიძე და ალექსანდრე წივწივაძე.

 


გათამაშების კალენდარი და შედეგები