
ესპანეთის ნაკრებმა, საქმე პირველ ტაიმში გაააკეთა და მეორეში, უბრალოდ, კარგად წაგვავარჯიშა, რადგან რამდენჯერმე კარამდე მიგვშივა და დარტმის საშუალებაც მოგვცა. ერთხელ, ეს, ზუკა დავითაშვილმა გააკეთა და კიდევ ერთხელ, გიორგი მიქაუტაძემ (შეცვლაზე შემოსულმა). კიდევ, ორი გოლი, ესპანეთს, VAR-მა გაუუქმა, თამაშგარე იყო - ერთი პირველ ტაიმში, მეორე თამაშის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. კიდევ, კვლავ ლორიამ, ისევე როგორც კოსოვოსთან მატჩში, რამდენჯერმე გადაგვარჩინა. თუმცა, ოთხ მომენტში, აქედან ორი ჩვენებისგან ასხლეტილი, წავიდა კარში, ასე რომ გოლებს, ლორიასაც ნაღდი ვერ დავაბრალებთ. შესაბამისად, დაკვნა ერთია, გუნდი ჩაწვა დაცვაში. ფლანგებში კიდევ, ისეთი „ორპირი" იყო, იმედია, ვინმემ ფილტვების ანთება არ აიკიდა.
საქართველოს ნაკრებმა 4-0 წააგო. შეგნებულად, არ დავკონკრეტდები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მეხუთე შესარჩევ მატჩზე, იმ ფეხბურთელების გვარებით, რომლებმაც ვერ ითამაშეს, უმეტესობამ, ზედზედ მეორე თამაში. თუმცა, მათ სანიოლი (ან ის ხალხი ვინც მას ეხმარება) თვალდახუჭული ენდო და ალბათ, კიდევ ენდობა. ჩემი აზრით ეს უბრალოდ პატარა ჯიუტი ბავშვის ცაბჟირებამდე ახირებაა.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი და სასიამოვნოდ გამაკვირვა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელიც თავდაპირველად, უეფა-ს ვებ-გვერდზე შოკისმომგვრელად, შეტევის პოზიციაზე იყო მითითებული. თუმცა, მოგვიანებით, თამაშის დროს, ევროპული ფეხბურთის მთავარ გვერდზე გაპარული ეს გრაფიკული შეცდომა, თავის ადგილზე დაბრუნდა და „ლოჩომ" ბევრი შავის სამუშაო შესარულა დაცვით თამაშში.
არ გამკვირვებია, რომ იმ დროში, რისი თამაშის საშუალებაც მიეცა, კარგი იყო გიორგი მიქაუტაძე და კიდევ, ოთარ კაკაბაძე, რომელსაც რატომღაც სანიოლის სამწვრთნელო შტაბი, სხვებზე ნაკლებად ენდობა. სხვა? სხვა ის იყო, რომ ვერც სანიოლისეული „სხვა მენტალიტეტი", რომელზეც ქართველმა მწვრთნელმა მატჩამდე პრესკონფერენციაზე გააკეთა აქცენტი და ვერც ესპანეთთან, თბილისში გამართული კარგი პირველი თამაშით შექმნილი ფონი, დღეს ვერ დავინახეთ და ამაში, „კვარას" არყოფნას ვერ დავადანაშაულებთ.
ბუნებრივია, სპეციალურად, არ ვაპირებ იმ მატჩის დეტალების ჩაძიებას, სადაც მასპინძელ ესპანეთს, ბურთის ფლობის 77-82% ჰქონდა, რას აკეთებდა ამ დროს, საქართველოს ეროვნული ნაკრები. ექსპერიმენტი ექსპერიმენტად, მორიგი „ჩაგდებული" შესარჩევი ციკლი, იმის ოცნებად, რომ ეს, მხოლოდ შემდეი ციკლისთვის მოსამზადებელი ეტაპია... ეს გაკვეთილები, მთელი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გავლილი გვაქვს და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სანაკრებო „საშემოდგომოები" ყველაზე მეტად გვტკივა. თან ერთი, რომ იყოს, რა უჭირს...
არ ვიცი, ალბათ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, „მარკასთვის" გაკეთებულ კომენტარში, რადგან იქ ქართვული მედია ახლა არაა, თუკი, რა თქმა უნდა, ამ ცნობილმა გამოცემამ საჭიროდ ჩათვალა, საერთოდ, ჩვენი მწვრთნელის აზრი გაიგოს, ან თუ საერთოდ აინტერესებთ, რა შემადგენლობით დაიწყო ნაკრებმა თამაში, სანიოლი ილაპარაკებს და ახსნის, რა და რატომ. თუმცა, ასე მგონია, რომ ამის გაკეთებას, ახლა, ასე ცხელ გულზე აზრი არა აქვს. თუმცა, ქართველი გულშემატკივარი ღირსია, სათანადოდ ახსნან მომხდარი (გამოძახებული ფეხბურთელებიდან, დაყენებული შემადგენლობით დამთავრებილი, ორივე მატჩში), თორემ ჭორია და ვერსია, იცოცხლე იმდენია.
მოკელდ, ორი კატასროფული მატჩის შემდეგ, დიდად არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ მიწვეს, ახლა შვებას 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ, ამხანაგურში, ფრე მაინც თუ მოგვცემს. თუმცა, ამ შემადგენლობით, რაც ახლა საქართველოს ფრანგი მწვრთნელის განკარგულებაშია, მეეჭვება დიდად რამე შეიცვალოს.
ფოტო:marca.com





ჩვენ








