ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონია
ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონია
06.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეს არის ტურნირის ოფიციალური ფოტო, რომელიც დისტანციის ერთ-ერთი მონაკვეთის ფოტო-ფინიშის საილუსტრაციოდ, ყველა გაცურვის შემდეგ აიტვირთა. ყველაზე მოკრძალებული, სადად თეთრი ფერის, მცირე ზომის კანოეში, საქართველოს წარმომადგენელი, ალქესანდრე წივწივაძე ასპარეზობს. ფოტოზე კარგად ჩანს, თუ რა უპირატესობით უსწრებს ქართველი სწპორტსმენი მოწინააღმდეგეს, რუსეთის წარმომადგენელს მაქსიმ კარატაევს. 500 მეტრიან დისტანციაზე, რომელშიც ქართველი საწყის ეტაპზე არ ლიდერობდა, წივწივაძეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მე-8 ბილიკზე, მოახერხა, თითქმის ნახევარი გაცურვა ლიდერიც ყოფილიყო და ფინიშის ხაზიც პირველს გადაეკვეთა.


ალექსანდრემ,   ახალგაზრდებს შორის 2021 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ალექსანდერ წივწივაძემ, 1:55.30 დრო უჩვენა და მთელი +0.27-ით აჯობა რუს მდევარს. გუშინ ამავე დისტანციაზე, 1/2 ფინალში, ქართველი სპორსტმენის დრო 2:09.89 იყო, თუმცა, ფინალურ გაცურვაში, ახალგაზრდა სპორტსმენმა მთელი ენერგია ჩადო და მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო ახალგარზდებს შორის.


ორტუგალიაში დასრულებულ იუნიორებსა და 23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა, რომელიც 4 სპორტსმენით იყო წარდგენლი სარეთო ჩათვლაში  2 მედლით (1 ოქრო, 1 ვერცხლი) მე-12 ადგილი დაიკავა. ახალგაზრდებში (იუნიორებში), სადაც  18-წლამდე სპორტსმენები ასპარეზობდნენ, მე-7 ადგილი (1 ოქრო) ხოლო, 23-წლამდეთა შორის, მე-15 (1 ვერცხლი) ადგილი გვერგო.