
დღეს, საქართველოს ორმა ასაკობრივმა ნაკრებმა თამაშის გადარჩენა შესძლო. თუმცა, ვასილ მაისურაძის 19-წლამდე ნაკრებისგან განსხვავებით, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა 21-წლამდე ნაკრებმა შეხვედრა ვერ მოიგო.
ვერ გეტყვით როგორ წარიმართა რუმინეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრის პირველი ტაიმი, თუმცა, ვიცით, რომ ანგარიში მასპიძნლებმა, მე-16 წუთზე გახსნეს. შეხვედრის ეს მონაკვეთიც, 1-0 მასპინძლეთა გამარჯვებით დასრულდა.
რაც შეეხევა მეორე ნახევარს, ის თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა, რიგ მომენტებში ჩვენები ჯობდნენ. ერთ-ერთ ასეთ მომენტში კი, „საბურთალოს" ფეხბურთელმა, გიორგი გულიაშვილმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რუმინელეთა კარში, საკმაოდ ეფექტური გოლი გაიტა. შეხვედრა ფერდ, 1-1 დასრულდა.
ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ სწორედ საქართველოს და რუმინეთი, 2023 წელს, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. შესაბამისად, ეს ორი გუნდი, ავტომატურად, ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. თუმცა, მანამდე, რუმინეთზე ვერ გეტყვით, მაგრამ რამაზ სვანაძის გუნდს, რაც შეიძლება მეტი ამხანაგური სპარინგი სჭირდება, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად.
გეტყვით იმასაც, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი რუმინეთში გაიხსნება. ფინალური მატჩი კი, საქართველოში ჩატარდება. ჯგუფურ თამაშებს უმასპინძლებს ბათუმი, ფოთი და თბილისიც. აღსანიშნავია, რომ ვიდრე, 21-წლამდე ფეხბურთელები, ამ ფორუმისთვის ემზადებიან, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი სამუშაო ვიზიტებით, ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნებს სტუმრობს. უეფა-ს წარმომადგენლები, საქართველოს 3 სტადიონის მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფებიან და სამუშაო შეხვედრებს მართავენ, ადგილობრივ მასპინძლებთან.





ჩვენ








