
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარმა გვერდმა, დღეს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, დროებით შეჩერებული საფეხბურთო ჩემპიონატების შესახებ საზოგადოებას ამცნო. ამასთან ხაზმასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ჩემპიონატები მაყურებლის გარეშე და მკაცრი რეგულაციების შესაბამისად გაგრძელდება.
„უწყებათაშორისმა სააკოორდინაციო საბჭომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, დასაშვებია მაყურებლის გარეშე სპორტული ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეები დაიშვებიან სრულად ვაქცინირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ ან ღონისძებამდე 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი 23-ე ტურიდან 12 სექტემბერს განახლდება. 23-ე ტურის ერთი შეხვედრა სამტრედია - ლოკომოტივი, ჩემპიონატის შეჩერებამდე 13 აგვისტოს გაიმართა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 კი, 10 სექტემბერს 23 ტურით განახლდება. 14 სექტემბერს დაგეგმილია ლიგა 3-ის ლიგა 4-ისა და რეგიონული ლიგის მატჩები", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში როგოც ვაჟთა ასევე, ქალთა ჩემპიონატის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო. ვაჟთა შორის ჩემპიონატები ორ დღეში, 10 სექტემბრიდან განახლდება. რაც შეეხება ქალთა ლიგას, სადაც რეგულარული ჩემპიონატის 1 ტურია დარჩენილი, რის შემდეგაც 4 საუკეთეოს მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ქვედა, ფლეი-აუთის მონაწილე და ქალთა ლიგა 2-ში დასაქვეითებელ გუნდებს გამოავლენს, ქალთა სანაკრებო შესვენების შემდეგ გაგრძელდება. სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისიდან განახლდება ქალთა ლიგა 2-ის თამაშებიც.





ჩვენ








