
დღეს, 9 სექტემბერს, ლუქსემბურგში სტარტი აიღო და 12 სექტემბრამდე გასტანს, ძიუდოში, ევროპის ახალგაზრული ჩემპიონატი, რომელშიც 43 ქვქეყნის 352 სპორტსმენს შორის საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენები, ამ ტურნირზე 12 ძიუდოისთით არიან წარმოდგენილები, რომელთა შორისაც სამი გოგონაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირის დაწყებამდე, -100კგ წონით კატეგორიაში, ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ერთ-ერთ ფავორიტად ილია სულამანიძე ითვლება. თუმცა, პირველი მედალი საქართველოს ნაკრებს, გირგი სარდალაშვილმა მოუტანა.
დღეს, ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს სამი წარმომადგენელი, ვაჟთა შორის ორ და ქლათა შორის ერთ წონით კატეგორიაში ცდილობდა ევროპოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
-60 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალიაშვილმა, ფინალამდე, ოთხი ბრძოლა ჩაატარა. თავდაპირველად ბადეში, ბერძენი გეორგიუს კესიდისი დაამარცხა, შემდეგ, იტალიელ ჯუზეპე დე ტულიოს მოუგო, 1/4 ფინალში ბელგიის წარმომადგენელი დენი ალტემიროვი დაამარცხა და მას, 1/2 ფინალში, ისრაელის წარმომადგენელი მათან კოკოლაევიც მიაყოლა. თუმცა, ფინალში, ვერაფერი მოუხერხა ფრანგ ვალადირ პიკარდთან იპონით დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასწჯერა.
ბრინჯაოს მედლის მოგება შეეძლო -66კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქიშვილს. თენგო, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იტალიელი ძიუდოისტი დაამარცხა. შემდეგ, მას უნგრეთისა და ბელგიის წარმომადგენლებიც მიაყოლა და 1/2 ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ, კანტემირ კოძოვთან დამარცხდა. სამწუხაროდ, თენგონ, ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაც დათმო, ამჯერად უკრაინელ ევჰენ ჰონჩარკოსთან და მედლის გარეშე დარჩა.
-57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ქალთა შორის, ეთერ ასკალიშვილმა, რომელიც პირველივე ეტაპზე, ფინელ ფილა სალონენთან დამარცხა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ხვალ, 10 სექტემბერს, ქართველი ძიუდოისტები, კვლავ 2 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. -81 კგ-ში ვაჟთა შორის და ქალთა შორის, -70 კგ წონით კატეგორიებში. წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი, სადაც დიდი სურვილი გვაქვს ქართველები ვიხილოთ, 18:00 საათზე.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ თენგო ზირაქაშვილი
-81 კგ გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ ნიკოლოზ ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი
-100 კგ ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
-57 კგ ეთერ ასკალიშვილი
-70 კგ ნინო გულბანი
+78 კგ სალომე მაყიშვილი
შეჯიბრის განრიგი:
11 სექტემბერი: ვაჟები -90კგ, -100კგ, +100კგ, გოგონები -78კგ, +78კგ.
11 სექტემბრი - წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი 18:00.
12 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრება.
12 სექტემბრი - წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი 17:00
ფიტო: eju.net





ჩვენ








