
ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველებს კიდევ ერთი მედალი შეეძლოთ მოეგოთ. თუმცა, -81 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი შერაზადიშვილი, რუსეთის წარმომადგენელი დანიილ დრანოვსთკისან დაამარცხა და ვერცხლის მედლის გარეშე დარჩა.
საკმაოდ დაძაბული გამოდგა ქართველის გზა მედლამდე. პირველ წრეში, ჩვენიანმა კვიპროსელი სპორსტმენი დაამარცხა. შემდეგ, ბელგიელი და ფინელი ძიუდოისტებიც მიაყოლა. 1/2 ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა ქართველისთვის, თუმცა, შერაზადიშვილმა „გოლდენ სქორში" (დამატებთ დროში) იპონით გაიმარჯვა და მთავარი მედლისთვის ბრძოლას მიუახლოვდა. აქ, გიორგი რუსეთის წარმომადგენელს იბრაჰიმგაჯი სულეიმანოვს შეხვდა. პირველი ქულა რუსმა აიღო, თუმცა, ქართველმა მოახერხა, რომ მოწინააღმდეგეს, ორი შიდო აეღო. თუმცა, ბოლო წამზე, საკუთარ ილეთზე წამოეგო და საბოლოოდ, შეხვედრა წააგო.
დღეს, კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი, ნინო გულბანი ასპარეზობდა -70კგ წონით კატეგორიაში. თუმცა, ჩემი გოგონა ასპარეზობის პირველ ეტაპზევე დამარცხდა, გერმანელ სარა მეჰლაუსთან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები, ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით არიან წარდგენილენი. ტურნირის პირველ დღეს, ტატამზე 3 ქართველი გამოვიდა. ჩვენი გუნდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი, ხვალ, 11 სექტემბერს იასპარეზებს.
-90 კგ ნიკოლოზ ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი
-100 კგ ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
+78 კგ სალომე მაყიშვილი
ისევე, როგორც პირველ ორ დღეს, 11 სექტემბერსაც, წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.
12 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრება.
12 სექტემბრი - წინასწარი შეხვედრები 13:00, ფინალური ბლოკი 17:00
ფიტო: eju.net





ჩვენ








