
ქართველ მთამსვლელთა სამეული, არჩილ ბადრიშვილის, ბაქარ გელაშვილისა და გიორგი ტეფნაძის შემადგენლობით, ქართული ალპინიზმის ისტორიაში კიდევ ერთ ჩანაწერს აკეთებს და ქვეყნის სპორტული საზოგადოებისგან, ალბათ, მცირედ ყურადღებასაც იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია, კორონა ვირსისი პანდემიის მთელი რიგი რეგულაციების და სპორტული ღონისძიებების გულშემატკივრის გარეშე ჩატარების ფონზე, ალბათ, დროა, წლის ბოლოს, შეჯამებისას, ამ სახეობასაც ცოტა მეტი ყურადღება დაეთმოს, მითუმეტეს, რომ ბოლო 3-4 წელია ამ ბიჭების მიღწევებზე ევროპისა და ამერიკის ცნობილი გამოცემები ლაპარაკობენ. თუმცა, საქართველოში, მათზე მხოლოდ გაკვრით ვიცით.
10 სექტებერს, თბილისის დროით დაახლოებით 13:30 საათზე, არჩილ ბადრიშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე ჰინდუქუში, პაკისტანსა და ავღანეთში მდებარე დამოუკიდებელი მთათა სისტემის, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო მთის, სარაგჰრარის მწვერვალზე პირველები ავიდნენ. სარაგჰრარა, აღნიშნულ მთის სისტემაში სიმაღლით მე-4 მთაა და ზღვის დონიდან, 7349 მეტრზე მდებარეობს. თუმცა, ამ შვიდიათასიანს, ტექნიკურად რთული ჩდრილო-დასავლეთით წვერზე, ყინულისა და კლდოვანის მარშრუტები აქვს.

ქართველები, ამ მარშრუტებიდან, 1977 წელს, ესპანელი მთამსვლელის ჯორდი ფორსის ხაზით გეგმავდნენ ასვლას. უცხოური გამოცემებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნულ მარშრუტზე არ არის მარტივი მონაკვეთები. შესაბამისად, ჩვენს სამეულსაც მთელი მარშრუტის მანძილზე გაათმაგებული ყურადღღებით უწევდათ ასვლაც და დაშვებაც.
მთიდან მიღებულ ინფორმაციაში, ჩვენთვის ცნობილია, მარშრუტი საკმაოდ რთული იყო. მთამსვლელები ღამეს 7000 მეტრზე გაათევენ და ხვალ დილით, საბაზო ბანაკში დაშვებას გააგრძელებენ. ჩვენი გვერდი, წარმატებულ დაშვებას უსურვებს მთამსვლელებს და უკვე, საბაზო ბანაკიდან შეეცდება, უფრო მეტი ამბის გაგებას.

ქართველი მთამსვლელები პაკისტანში 16 აგვისტოს ჩავიდნენ და მწვერვალზე ასავლელად მოსამზადებელ და სააკლიმატიზაიცო პერიოდს, თითქმის თვე მოანდომეს. რაც შეეხება მწვერვალს, მასზე პირველად 1959 წელს, იტალიელთა გუნდი ავიდა ნიროგის მყინვარის მხრიდან.





ჩვენ








