პირველად და თან „მარტო“ რვაათასიანზე
პირველად და თან „მარტო“ რვაათასიანზე
10.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


„დავიწყე", ასე იწყებს ჰიმალაიში გამგზავრებამდე, სოციალურ ქსელში, სტატუსის წერას, კიდევ ერთი ახალგაზრდა მთამსვლელი ზურა კვესტაძე, რომელიც საკმაოდ რთულ და საინტერესო ექსპედიციაში გაემგზავრა ნეპალში. ქართველი ალპინისტი, მწვერვალი მანასლუს (8163 მ) დალაშქვრას შეეცდება.


 „დავიწყე!

რა - ჯერ არ ვიცი..

ალბათ, სწორედ არცოდნაში და  გაურკვევლობაშია აღმოჩენის სურვილი, რომელიც ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადაგვატარებს.

დაიწყო დიდი, ჰიმალაური თავგადასავალი.  პლანეტის სიმაღლის მე-8 მწვერვალ მანასლუზე.

გამოწვევა დიდია!

სურვილს და მოტივაციას კი ის ფაქტი მიათმაგებს, რომ ამ ბუმბერაზ მზაზე ასვლას მარტო შევეცდები.




ჯერ არასოდეს წავსულვარ ექსპედიციაში გუნდის გარეშე.

ჯერ არასოდეს მიცდია რვა ათასიან მწვერვალზე ასვლა. - თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ოდესღაც ხდება პირველად.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს უფროს მეგობარს გია თორთლაძეს. რომელმაც საკუთარ თავში მაპოვნინა ამ ყველაფრის გაკეთების რწმენა და მოტივაცია.

რა იქნება და როგორ იქნება ერთად ვნახავთ შემდეგი ერთი თვე", - წერს მთამსვლელი.


ჩვენი გვერდი, წარმატებას და ჯანმრთელობას უსურვებს ზურას. ჩვენის მხრივ შევეცდებით, ამ თავგადასავლის შესახებ სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაცია.




ექსპედიციის ფოტოები