4 მედალი ერთ დღეში და გუნდური მე-3 ადგილი
4 მედალი ერთ დღეში და გუნდური მე-3 ადგილი
11.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დღეს, 11 სექტემბერს, ტატამზე ყველაზე მეტი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა. შესაბამისად, მეტი იყო მედლების მოგების შანსიც. დილიდან, სამ საასპარეზო ტატამზე, ხშირად ერთმანეთის პარალელურად, ვაჟათა 3 და ქალთა 1 წონით კატეგორიაში, შვიდმა ქართველმა სპორტსმენებმა იასპარეზე.


+78 კგ წონითი კატეგორია (ქალები)


სამწუხაროდ, ქალთა ძიუდოში, ჯერ, საპრიზო ადგილაბამდე, გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. თუმცა, საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი გოგონების ასპარეზობა, სწორედ ამის საწინდარია. შესაბამისად, სავალდებულოც უნდა იყოს, რომ შედეგის მიუხედავად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზონ. ლუქსემბურგის ევროპის ჩემპიონატის, ინდივიდუალური ჩათვლის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ქართველი ქალებიდან,  +78კგ წონით კატეგორიაში,  სალომე მიქიაშვილმა იასპარეზე და პირველივე ეტაპზე დამარცხდა იტალიელ ასია ტავანოსთან.



-90კგ წონითი კატეგორია


სატურნირო ბადე, საკმაოდ უხეიროდ დაემთხვა -90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ხარაზიშვილსა და თორნიკე ფოლადაშვილს, რომელთა გზებიც, 1/2 ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებისას გადაიკვეთა. თუმცა, მანამდე, ფოლადაშვილმა ერთით მეტი შეხვედრა ჩაატარა, გამომდინარე იქიდან, რომ ასპარეზობის პირველი ეტაპიდან ჩაერთო.




თორნიკე ფოლადაშვილმა, თავდაპირველად, ესტონელი პატრიკ როსტფელდტი დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე, ფრანგ ჰამბოუს მოუგო, მესამე მეტოქე კი, სწორედ, ნიკა ხარაზიშვილი იყო, რომელიც ასრეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და პირევლ შეხვედრაში სერბ ბენჟამინ მატაშეიეს შეხვდა. ნიკამ, ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა 27 წამში იპონით მოიგო. აი, 1/2  ფინალში გადასავლელ დაპირისპირებაში კი, ქართველთა დუელი ნიკას იპონით დასრულდა. შესაბამისად, ხარაზიშვილმა ოქროს მედლისთვის, ფოლადაშვილმა კი, რეპეშაჟიში გადაინაცვლა.


ასპარეზობის უკვე ამ ეტაპზე, ფოლადაშვილმა, რომელსაც ერთი შიდო ჰქონდა, მოახერხა და თურქი მეტოქე იპონით დაამარცხა. შესაბამისად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც რუს ილხვან ედილსულთანოვს დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული ორთაბრძოლის ძირითად დროში, ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა ქულის აღება. დამატებით დროში კი, ქართველმა ვაზარით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.



ვაზარით მოიგო 1/2 ფინალური დაპირისპირება ნიკა ხარაზიშვილმა და ფინალური ბლოკის წინ, ქართული გუნდის სათვალავში, ერთი გარანტირებული მედალი დააბევა. თუმცა, მედლის ყალიბი, ფინალს უნდა გამოერკვია, სადაც მისი მეტოქე, ნიდერლანდების წარმომაგდენელი ტიგო რენესი იყო.  49 წამით ადრე მეორე ვაზარი აიღო და ევროპის ჩემპიონი გახდა.


-100 კგ წონითი კატეგორია


სხვადასხვა ბადეში დაიწყე ასპარეზობა -100კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ, რომელსაც ევრიპის ჩემპიონობას უწინასწარმეტყევლებდნენ და მიხეილ ჯაფარიძე. შესაბამისად, ქართველებს, მხოლოდ ფინალში უწევდათ დაპირისპირება. თუმცა, ორივე მათგანმა მხოლოდ, ბრიჯნაოსთვის იჭიდავა. ამასთან, ორივემ 1/2  ფინალი წააგო. თუმცა, სულამანიძემ, ბრინჯაოს მედლისთვის, ბრძოლა დროზე ადრე იპონით დაასრულა. ქართველმა, სლოვაკი, ვიქტორ ადამი დაამარცხა.


მიხეილ ჯაფარიძე, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. ქართველმა, თავდაპირველად, ეფექტური იპონით საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ საფარბაევი დაამარცხა. ამის შემდეგ, ჯაფარიძემ, ზუსტად 20 წამში, ნიდერლანდელ ლარს ვისერს სძლია და 1/2 ფინალში გავიდა. აქ კი, დაძაბულ ბრძილაში, უნგრელ ძიუდოისტთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლოდ გადაინაცვლა.  აქ ჯაფარიძე, პოლონელ სეხნიას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ბრინჯაოს მედალი ვაზარით დათმო.


ყბაახვეულს მოუწია ასპარეზობა ილია სულამანიძეს, რომელიც შესაძლოა, ყველასთვის მოულოდნელად 1/2 ფინალში დამარცხდა და მხოლოდ, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა. მანამდე, ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. თავდაპიველად, იტალიელი დაამარცხა, შემდეგ პოლონელი და ჯგუფიც მოიგო. ½ ფინალში, მას მეტოქედ,  რუსი მატვეი კანიკოვსკი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ჩარევის გამო, რომელიც სულამანიძეს დასჭირდა, შევხერდა რამდენჯერმე შეჩერდა. შემდეგ კი, დამატებით დროში გადავიდა, სადაც, წამიერი უყურადღებობის გამო, რუსმა ვაზარის აღება და შესაბამისად, ფინალში გასვლა მოახერხა.






+100 კგ წონითი კატეგორია


ერთი ბრძოლის მოგება დააკლდათ, ამ წინით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტებს, ქართულ ფინალამდე. შესაბამისად, ფინალურ ბლოკამდე, ჩვენმა დელეგაციამ, კიდევ ერთი გარანტირებული მედალი ჩაითვალა. ფინალში, საბა ინანეიშვილი გავიდა. ბრინჯაოს მედლისთვის კი, ირაკლი დემეტრაშვილიმა იბრძოლა და მიუხედავად იმისა, პრომ პირველი მან აიღო ვზარი, პოლონელი ვოიცეჰ კორდიალიკისთსთან 1 წუთსა და 44 სამში იპონით დამარცხდა.


1/2 ფინალამდე, დემეტრაშვილმა ორი შეხვედრა გამართა და ორივე მოიგო. პირველი ფრანგთან, შეხვედრის დასრულებამდე,  6 წამით ადრე, იპონით. შემდეგ, ბელგიელ სპორტსმენს სძლია. შეხვედრის ძირითადი დროს სრულდებოდა, როცა მეორე გაფრთხილება მიიღო. თუმცა შეხვედრის ბედი, ე.წ. „გოლდენ სქორში" გადაწყდა. ქართველმა, დამატებითი დროის მე-4 წუთზე, მეტოქე იპონით დაამარცხა და 1/2  ფინალში გავიდა. იქ კი, სამწუხაროდ თავად წააგო იპონით და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო.


ცოტა მძიმედ, თუმცა მოგებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმა, რონელმაც პირევლი შეხვედრა მეორე წრეში, ქართული ფესვების მქონე გერმანელი დანიელ უძილაურის წინააღმდეგ ჩაატარა. სხვათა შორის, დანიელის ძმა, გიორგი უძილაური, -100 კგ-ში ასპარეზობს. ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, საბას 42 წამი დასჭირდა, პოლონელი სპორტსმენის დასამარცხებლად და 1/2  ფინალში გადასასვლელად, სადაც უკვე, უკრაინელს მოუგო იპონით 55 წამში და ფინალში გავიდა. სამწუხაროდ, საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება შეხვედრის მიწურულს, გამოცდილ უნგრელ რიჩარდ შიპოცთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.





***  

საერთო ჯამში, ინდივიდუალურ ჩათვლაში, ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) მოიგეს ამასთან, ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა. აღსანიშნავია, რომ ჩვენების ანგარიშზე, დღეს 4 მედალია.  ამ შედეგებით ქართველებმა რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შემდეგ (რომელთა ჩათვლაშიც წილი ქალებმაც შეიტანეს) 30 ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა.


ხვალ, ლუქსემბურგის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობის დღეა. ქართველების პირველი მეტოქე, პორტუგალიის ნაკრები იქნება.


 

ფოტოები: Boris Teofanovic