
ეროვნული ლიგა, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, 23-ე ტურის მატჩებით განახლდა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურის ერთი შეხვედრა, 13 აგვისტოს გაიმართა და სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, გია ცეცაძის „სამტრედიამ", თბილისის „ლოკომოტივს" 1-0 სძლია. ამის შემდეგ, კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, ჩემპიონატზე შესვენება გამოცხადდა.
დღეს, 12 სექტემბერს კი, ამ ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა გაიმართა. მატჩები ფოთში, გორში, თელავსა და თბილისში ჩატარდა.
მშრალი ფრე, 0-0 დაფიქსირდა ფოთის „ფაზისის" სტადიონზე, ქობულეთი „შუქურასა" და წყალტუბოს „სამგურალის" მატჩში. სწორედ, ამ შეხვედრით გაიხსნა გადადებული ტური. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში, შეხვერდის არც პირველ და არც მეორე ტაიმში არ გახსნილა, ორივე გუნდს ჰქონდა კარგი მომენტები. თამაშში, მსაჯებმა, მხოლოდ, 4 ფეხბურთელი გააფრთხილეს, თუმცა, ის, საკმაოდ ხისტი და უხეში იყო. ამ ტურის შემდეგ, „შუქურა" 21 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი, ეროვნული ლიგის დატოვების სერიოზული პრეტენდენტია.
22 ქულა დააგროვა ამ ტურში გამარჯვების შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ", რომელმაც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტაიონზე, „დილა" 1-2 დაამარცხა. ამასთან კახა ჩხეტიანის გუნდმა, რომელმაც სპონსორიც იშოვა, ფეხბურთელების 3-თვიანი დავალიანებაც გაისტურმა და კარშიც, „დინამო თბილისიდან" დაბრუნებული როინ კვასხვაძე ჩააყენა. გორის „დილამ" კი, რომელსაც თადარიგში მხოლოდ 5 ფეხურთელი ჰყავდა, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გორელებმა პირველი გოლი 22-ე წუთზე გაუშვეს. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, თავით, მიმართულება ბაქარ მირცხულავამ შეუცვალა, 0-1. მეორე ტაიმში კი, 52-ე წუთზე, ირაკლი ძარიამ, „ტორპედო" უკვე ორი ბურთით დააწინაურა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, მასპინძლებმა, ირაკლი ბუღრიძის 11-მეტრიანით, ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ქუთაისელები, კვლავ საშიშ ზონაში არიან და „თელავს", რომელმაც დღეს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა, 3 ქულით ჩამორჩებიან.

„თელავმა" კი, პირველა მოახერხა „დინამო თბილისის" დამარცხება, 1-0. ერთადერთი გოლი, ამ შეხვედრაში, 49-ე წუთზე, სტანდარტულიდან, ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა. დინამოელთა კარის დებიუტანტმა დარაჯმა, ანდრეს პრიეტომ, ხელი ვერ გაამაგრა და ბურთი, თბილისელთა კარში შევიდა. სხვათა შორის, თელაველებს, პირველი ტაიმის მიწურულსაც ჰქონდათ გოლის გატანის მომენტი, ბურთი ხარიხას მოხვდა და ეს იყო და ეს. დანარჩენი, ბურთსა და თამაშს, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის ჩემპიონი აკონტროლებდა, თელაველები ხშირად უხეშობდნენ, მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა მათ, 6 ყვითელი ბარათი უჩვენა, ერთ მომენტში კი დაჯარიმებულთაგან ერთ-ერთი, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთი ყვითელის შეთხვევაში, ავტომატურად მისი გაგდება მოუწევდა, დაინდო და ეს ფორმულირება, საკუთარი გადაწყვეტილების, აუხსნა კიდეც. გასაგებია, რომ თელავის „რაგბი არენაზე", სადაც ერთი დღით ადრე, სარაგბო მატჩი ჩატარდა და შესაბამისად, მინდორი უვარგისი იყო, დინამოელებს, რომლებმაც ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, რამენაირად ამართლებდეს. დღეს, ყველაზე გამორჩეული კი, თბილისელთა რიგებში, დავით სხირტლაძე იყო, თუმცა, გოლის გატანა, „დინამო თბილისში" დაბრუნების შემდეგ, მანაც ვერ მოახერხა. რაც შეეხება „დინამო თბილისს", საჩემპიონი რბოლაში, გუნდმა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
სამი არა, მაგრამ ორი ქულა დაკარგა ბათუმის „დინამომაც" თბილისში, „საბურთალოსთან" და ძალიან წინაც ვერ „გაიქცა". მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელმა ჯოვინო ფლამარიონიმ, თბილისელთა შეცდომით ისარგებლა და გოლი, შეხვედრის მე-2 წუთზევე გაიტანა, აჭარლებს, „განდაგანის" ცეკვის ხალისი, ჯერ ოთო გოშაძემ დაკარგინა, რომელიც ტრადიციულად კარგად თამაშობდა და შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისში, იური ტაბატაძის გოლმაც დააცხრო ბათუმელების ჟინი. შეხვედრა, ფრედ, 1-1 დასრულდა და შესაბამისად, აჭარელებმა, „დინამო თბილისთან" ურთიერთდაპირისპირებაში, მხოლოდ, ერთი ქულით წაიწიეს წინ.
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტური, თუკი კვლავ კორონა ვირუსი არ ჩაერია, 15 სექტემბერს, „საბურთალოსა" და „თელავის" მატჩით განახლდება.
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








