„დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება
„დინამო თბილისი“ ზამთრის შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება
19.01.2018
ავტორი:

„დინამო თბილისის" ახალწვეულებიდან, 19 იანვარს, გორის „დილასთან" ამხანაგურ მატჩში, რომელიც დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, თბილისელეთა რიგებში, მხოლოდ ოთო გოშაძემ ითამაშა და ისიც, მეორე ტაიმში. კახა კაჭარავამ, წლის პირველ შეხვედრაში, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თამაშის საშუალება, რომლებსაც 2018 წლის მანძილზე, ძირითადი გუნდის განაცხადაში მოუწევთ ყოფნა და შესაბამისად თამაშიც.

თუმცა, „დინამო თბილისის" რიგებში, გორის „დილას" წინააღმდეგ მატჩში, კლუბში, სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში, „დინამოში" სინჯებს 4 ფეხბურთელი გადის. უკრაინის მოქალაქე, 25 წლის ფორვარდი, ევგენი ბოხაშვილი, რომელიც „დნიპროს" აღზრდილია. ასევე,  ბელარუსის მოქალაქე, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა ბასარია, რომელიც „დინამო მინსკისა" და ესპანური „კორნელიას" ღირსებას იცავდა. 23 წლის ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე, რომელიც ბოლნისის „სიონში" გამოდიოდა და 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გურამ ლუკავა, ფოთის „კოლხეთში" და პოლონურ „ლეგიონოვიაში" თამაშობდა.

დინამოელებმა გოლი პირველი ტაიმის შუაში გაუშვეს, რაც საბოლოოდ, ამ მატჩში ერთად-ერთი გამოდგა. საერთოდ აღსანიშნავია, უღიმღამო პირველი ტაიმი, რომლის დროსაც, ყოფილი დინამოელის, გორის „დილას" მეკარის, გიორგი ბეგაშვილის კარს, საფრთხე არ შეჰქმნია. ბეგაშვილს, მხოლოდ, მეორე ტაიმის ბოლო 20 წუთი მოუწია გარჯა. ამას გარდა, დინამოელთა ერთ დარტყმული ძელმა, ერთც კი ხარიხამ მოიგერია.  წლის პირველ სპარინგში, რომელშიც, გორის „დილას" 2018 წლის სეზონის ბირთვი თამაშბდა, „დინამო თბილისის" ძირითადი შემაგდენლობა, ვინც სანაკრებო შეკრებებზე არ იმყოფება, თამაშს, მაყურებელთა შორის ადევნებდა თვალს, „დინამომ" პირველ ტაიმში გაშვებული გოლის წყალობით წააგო 0-1.

სხვათა შორის, გორის „დილას" რიგებში, მიკოლა კოვტალიუკმაც ითამაშა. ყოფილი დინამოელი, რომელმაც თბილისურ კლუბში 2017 წლის სეზონზე 8 მატჩი ჩაატარა და გუნდთან კონტრაქტი აკავშირებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბიდან წავიდა და მომავალ სეზონს, გორის  „დილაში" ითამაშებს.

მომდევნო მატჩებს „დინამო თბილისის" უკვე, თურქულ შეკრებაზე გამართავს. შეკრებაზე თბილისელები 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ:

26 იანვარი „დინამო" - „ზორია" ლუგანსკი;

29 იანვარი „დინამო" - „სანდეცია" ნოვი სონჩი;

2 თებერვალი  „დინამო" - „ვორსკალი" პოლტავა;

6 თებერვალს „დინამო" - „არსენალი" ტულა.

თურქეთის შეკრებაზე „დინამო თბილისი" ორშაბათს, 22 იანვარს გაემგზავრება და სიდეში 7 თებერვლამდე დაჰყოფს.  თურქეთის შეკრებაზევე, სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ, ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები გუნდის ვარჯიშებს შეუერთდებიან. თბილისში, სინჯერბზე მყოფი ფეხბურთელებიდან, კი თუ რომელი გაჰყვება გუნდს ზამთრის შეკრებაზე ამ დღეებში გაირკვევა.

იხილეთ ფოტო-ალბომი