Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის
Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის
13.09.2021
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

რამდენიმე დღეში, 16 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება Jr. NBA-ს პირველი კლინიკა მსაჯებისთვის. სესიას გაუძღვება სკოტ ფოსტერი, რომელსაც NBA-ში მსაჯობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. სკოტ ფოსტერი NBA- ს 25 სეზონის განმავლობაში 1,477 რეგულარულ თამაშს მსაჯობდა. იგი მსაჯობდა პლეიოფის 187, მათ შორის ფინალის 19 მატჩზე.


დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ OWQLO აპლიკაციაზე, რათა შეუერთდნენ 1 - საათიან კლინიკას Zoom- ში. სესია ორიენტირებული იქნება თამაშის მენეჯმენტზე და დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა სესიის ბოლო 30 წუთის განმავლობაში სკოტთან კითხვა -პასუხის რეჟიმში ჩაერთონ.


შეგახსენებთ, რომ OWQLO აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოდ.


რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 


Apple - https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663


Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB




ამას გარდა, NBA 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე Jr. NBA-ს გლობალური ჩემპიონატის დღეს მასპინძლობს. ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ვირტუალური კლინიკა იმართება ევროპელი და შუა აღმოსავლელი ახალგაზრდებისათვის. ლაივ-სესიას გაუძღვება NBA-ს სამგზის ჩემპიონი - ბრიუს ბოუენი, ასევე მონაწილეობას მიიღებენ გონლდენ სტეიტ უორიორსის მოთამაშე - ჯეიმს ვაისმენი, WNBA-ს ლეგენდა რუთი ბოლტონი, იუტა ჯაზის კლინიკური სპორტული ფსიქოლოგი - რონალდ კიმონსი და Jr. NBA-ს გლობალური ჩემპიონატის ყოფილი მონაწილე რეგიონიდან. 


გულშემატკივრებს დარეგისტრირება შეუძლიათ OWQLO აპლიკაციის საშუალებით, მონაწილეებს სესიაზე დასასწრებად დაეგზავნებათ Zoom-ის ლინკი. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.


რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას: 


Apple - https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663

Android - https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB