დიდი სლემის მე-4 წრეში გასასვლელი შანსი, რომელიც ბასილაშვილმა ვერ გამოიყენა
დიდი სლემის მე-4 წრეში გასასვლელი შანსი, რომელიც ბასილაშვილმა ვერ გამოიყენა
19.01.2018
ავტორი:

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. თუმცა, ქართველი ჩოგბურთელი, 1/16 ფინალში, ბრიტანელ კაილ ედმუნდთან ხუთ სეტში, 6-7, 6-3, 6-4, 0-6, 5-7 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

2018 წლის მეორე ტურნირში, მსოფლიო რეიტინგში 61-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა სპორტსმენმა, პირველი პარტია ტაი-ბრეიკზე წააგო. ბასილაშვილი, მეორე სეტში 3-1 მარცხდებოდა. თუმცა, პარტიის  შემოტრიალება მოახერხა და მატჩის ეს მონაკვეთი, მისი გამარჯვებით, 6-3 დასრულდა. ბასილაშვილის სასარგებლოდ დასრულდა მომდევნო, მესამე სეტიც 6-4. აი, მე-4 სეტი კი ქართელს სრულიად ჩაუვარდა და 0-6 დამარცხდა.

გადამწყვეტ, მე-5 სეტში, როგორც სჩანს, ნიკოლოზ ბასილაშვილზე ჩავარდნილი სეტის ფსიქოლოგიურმა ფაქტორმაც იმოქმედა. ქართველმა, ბოლომდე იბრძოლა, თუმცა, გადამწყვეტ პარტიაში, მაინც, უკეთესი ბრიტანელი აღმოჩნდა და ერთხელ გაკეთებული ბრეიკით, 7-:5 გაიმარჯვა.

საერთო ჯამში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ბოლო შეხვედრა 3:38 საათი გაგრძელდა. როგორც ნიკოლოზ ბასილაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდი იტყობინება, შეხვედრის განმავლობაში ჩვენებურის ანგარიშზე 12 ეისი დაგროვდა.თუმცა საგულისხმოა ორმაგი შეცდომები. ამ კომპონენტში ნიკოლოზმა მეტოქეს ქულა 17-ჯერ აჩუქა. ბასილაშვილმა წლის პირველ დიდ სლემზე 55 სარეიტინგო ქულა და 150 000 დოლარი გამოიმუშავა.