„დინამო თბილისი“ - ბიზნეს პროექტი, როგორი იქნება, ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალი ხედვა
„დინამო თბილისი“ - ბიზნეს პროექტი, როგორი იქნება, ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალი ხედვა
13.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ალექსანდრე რეხვიაშვილისთვის „დინამო თბილისი" არ არის უცხო გუნდი. ფეხბურთელი, რომელიც საქართველოდან 1996 წელს წავიდა, წლების მანძილზე სწორედ, „დინამო თბილისის" ღირსებას იცავდა, შესაბამისად ფეხბურთელს ახსოვს ის ემოციაც, რაც ამ გუნდში მოსვლისას პირველად განიცადა და ახლაც თვლის, რომ იყო დინამოელი, საკმაოდ ბევრს ნიშნავს. სხვათა შორის, გუნდში მოსვლისთანავე და რეხვიაშვილი, დინამოელთა ახალი სპორტული დირექტორია, ყოფილმა ფეხბურთელმა, მოქმედ ფეხბურთელებს, ახალი შინაგანაწესიც გააცნო და მისი შესრულებაც სთხოვა. ოფიციალურ წარდგენამდე, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს „დინამო თბილისის" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, ახალი სპორტული დირექტორი გუნდის ვარჯიშებსაც დაესწრო, ყველა ფეხბურთელი პირადად გაიცნო და მათზე, გარკვეული შთაბეჭდილებაც შეექმნა.


„ჩემთვის სიმბოლურია, რომ დინამო თბილისში პირველად ზუსტად 30 წლის წინ ვითამაშე, ახალა კი აქ ვარ როგორც სპორტული დირექტორი და მაქვს შესაძლებლობა კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ამ პროექტის და მისი იდეის მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი იმ სტაბილური გარემოდან, რომელშიც ვიყავი. წლების მანძილზე ვიმუშავე ბელარუსში, არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა ეს გამოცდილება დღეს დინამოს სასიკეთოდ გამოვიყენო.




ახლა კონკრეტულ საკითხებს არ შევეხები, ამას დრო გვანახებს, მაგრამ მთავარ აქცენტს აკადემიაზე გავაკეთებთ, რომ ფეხბურთელები მთავარი გუნდისთვის მოვამზადოთ. ის პოტენციალი, რაც მე ამ ერთ კვირაში დავინახე, სასიხარულოა. აკადემიიდან ფეხბურთელებმა პირველ გუნდამდე ყველა საფეხური უნდა გაიარონ და შემდეგ ისინი გახნდნენ გუნდისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო", - საშა ამბობს რეხვიაშვილი და განაგრძობს, რომ თავადაც წლების მანძილზე, იყო ლეგიონერი და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა. უხარია, რომ ამ მხრივ გუნდში, ყველა საკითხი „დალაგებულია". რეხვიაშვილი, „დინამო თბილისში" კლუბის სპორტულ მიმართულბას უხელმძრვანელებს. ქართული მედიის ნაწილთან შეხვედრისას, მან აღნიშნა, რომ კონკრეტულ თემებზე არ ისაუბრებს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, „დინამო" , სუფთა საფეხბურთო კლუბიდან, ბიზნეს პროექტად გადაიქცევა.


აქცენტს, ჩვენს აღზრდილებზე გავაკეთებთ. ერთი რაშიც გაგვიმართლა, მიმუშავია კახა ცხადაძესთან და ვიცი, როგორი მომთხოვნია ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ და ასევე ვიცი როგორი ურთიერთობა აქვს მათთან. საქართველოში დიდი პოტენციალია ტალანტების. საქართველო ახლაც ტალანტების სამჭედლოა. ისინი უნდა გაძლიერდნენ მენატლურად, ფიზიკურად, რომ სტერსული სიტუაციებისთვის მზად იყვნენ. თუ ჩვენ ჩავუდექით ამ საქმეს, ესეიგი ჩვენ ბევრი რამ გადავდეთ პირადი. აქ დალაგებული პროექტიდან მოვედი. ეს მიზანი, ეს პროექტი ძალიან დიდი გამოწვევაა. ამიტომ მე მზად ვარ'', - ამბობს რეხვიაშვილი.




ალექსანდრე რეხვიაშვილმა, საფეხბურთო კარიერა 90-იანი წლების დასაწყისში, „დინამო თბილიში" დაიწყო. მოგვიანებით, ფეხბურთელი უკრაინის, რუსეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის საფეხბურთო ლიგებში თამაშობდა. რეხვიაშვილს, საქართველოს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში (1999-2006), 21 მატჩი აქვს ჩატარებული. უკვე მოგვიანებით, რეხვიაშვილი აზერბაიჯაში, კახა ცხადაძესთან ერთადაც მუშაობდა. ბოლოს კი, ბელარუსში, სოლიგარსკის „შახტიორში" იყო. გუნდში, რომელიც მისი მუშაობის პერიოდში ბელარუსის ჩემპიონიც გახდა.


„ალექსანდრე რეხვიაშილს, ზურგს უმაგრებს ბელარუსში და აზერბაიჯანში გატარებული პერიოდი. „დინამო თბილისს" ბორდი მართავს, გადავწყვიტეთ ამის კეთება, რადგან ძალიან ბევრი საუბარი იყო, რომ გუნდი არასწორად იმართებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აქ მოღვაწეობის 10-წლიან პერიოდში „დინამოში" ასეთო ორი პროფესიონალი, როგორიც კახა ცხადაძე და ალექსანდრე რეხვიაშვილია, არ ყოფილა", - ამბობს რომან ფიფიამ, რომელმაც კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, დღეს მედიას წარუდგინა.




დღევანდელ, შეხვედრაზევე ცნობილი გახდა, რომ კახა ცხადაძე, „დინამო თბილისს" კიდევ ორი წლის მანძილზე, 2023 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. წლევანდელ სეზონში, ცხადაძე, ტიტულის შენარჩუნებას გეგმას და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა გუშინ, თელავში თამაში წააგო და მნიშნელოვანი ქულები დააკლდა. სხვათა შორის, ცხადაძემ, მხარდაჭერა გამოთქვა საფეხბურთო კლუბი „თელავის" ხელმძრვანელობის მიმართ და იმედი, რომ ამ კლუბს, საფეხბურთო სტადიონის შმენებლობაშიც მიეხმარებიან და თელავში, მომდევნო მატჩებში, ორივე გუნდის ფეხბურთელებს „ბურთზე, ჩანგლებით დევნა" აღარ მოუწევთ.


„ნეფთჩისთან მარცხის შემდეგ ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი იყო დინამოში მიმდინარე პროცესების და დაგეგმილი ცვლილებების შედეგები, რის შემდეგაც მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებდი. დღეს, ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმებას მივაღწიეთ არა მხოლოდ კონტრაქტზე, არამედ, მთავარ საკითხზე, როგორ უნდა განვითარდეს დინამო და რა უნდა იყოს ჩვენი მომავალი გეგმები უახლოესი 2-3 წლის მანძილზე", - ამბობს,  კახა ცხადაძე.




შეგახსენებთ, „დინამო თბილისი", განახლებულ ეროვნულ ჩემპიონატში, გასვლაზე  წაგებული, 23-ე ტურის შემდეგ, 44 ქულით მეორე ადგილზეა და ამ მომენტისთვის, სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბათუმის „დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება.