იქ, სადაც ჩვენ არ ვართ - ახალი რუბრიკა
იქ, სადაც ჩვენ არ ვართ - ახალი რუბრიკა
16.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ საინტერესო ორი დღის შემდეგ, რომელსაც ბევრი ელოდა, ბუნებრივია ახალს ვერაფერს ვიტყვი, მითუმეტეს რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თამაშებს ყველამ ადევნა თვალი. ამიტომ, 2021-22 წლების გათამაშების ყოველი ტურის შემდეგ, უბრალოდ, მოვლენებს რომ არ ჩამოვრჩეთ, ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანიზაციის ვებ-გვერდის მიხედვით არის მომზადებული.


მაშ ასე, ქრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის განახლება, „მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგელობაში, მე-13 წუთზე გოლით გახსნა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თავის 178-ე მატჩი ჩაატარა და იკერ კასილასს გადაასწრო. ლიონელ მესიმ კი, 150-ე შეხვედრა გამართა და რონალდუსგან განსხვავებით, ამ ჯერზე, მხოლოდ ყვითელ ბარათს დასჯერდა „პსჟ"-ს მაისურით. ამ ორი ვარსკვლავის „დუელი" მიმდინარე სეზონში საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება, თუმცა, პირველი საასპარეზო ტურის შემდეგ, არც რონალდუ და არც მესი არ დასახელდნენ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელებად.



იმისთვის, რომ უეფა-მ ყველაზე პრესტიჟული ევროპული საკლუბო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინოს, ის ყველა შეხვედრის დამთავრებისთანავე მატჩის საუკეთესოს, სპეციალურ პრიზსს გადასცემს. ამ ჯილდოს ლაურეატებს უეფა-ს ტექნიკური დამკვირვებელი ავლენს და ფეხბურთელს, ჯილდოს, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე აძლევენ. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში, მსხვილი შრიფტით, ის გუნდებია გამოყოფილი, რომლის მოთამაშეებიც პირველი ტურის შემდეგ გამოარჩიეს.


14 სექტემბრის მატჩები:

„ბარსელონა- „ ბაიერნი" 0-3  / რობერტ ლევანდოვსკი

„დინამო კიევი" - „ბენფიკა" 0-0 / ნიკოლას ოტამენდი

„იანგ ბოიზი" - „მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 / კრისტიან ფასნახტი

„ვილიარეალი" - „ატალანტა" 2-2 / დანი პარეხო

„სევილია" - „ზალცბურგი" 1-1 / ქარიმ ადეიემი

„ლილი" - „ვოლფსბურგი" 0-0  / ჯონათან დევიდი

„ჩელსი" - „ზენიტი" 1-0 / რომელუ ლუკაკუ

„მალმე" - „იუვენტუსი" 0-3 /  პაულო დიბალა




15 სექტემბრის მატჩები:

„მაჩესტერ სითი" - „ლაიპციგი"  6-3 / კრისტოფერ ნკუნკუ

„ბრიუგე" - „პსჟ" 1-1 / ნოა ლანგი

„ატლეტიკო" - „პორტუ" 0-0 / ჟოფრი კონდოგბია

„ლივერპული"  - „მილანი" 3-2 / ჯორდან ჰენდერსონი

„ბეშიქთაში" - „ბორუსია" დორტმუნდი  1-2 / ჯუდ ბელინგემი

„სპორტინგი" - „აიაქსი" 1-5 / სებასტიან ალე

„შერიფი" - „შახტარი" 2-0 / კრისტიანო

„ინტერი" - „რეალი" 0-1 / მარცელო ბროზოვიჩი


მოკლედ, 2021-2022 წლების სეზონის ათვლა 14-15 სექტემბერს დაიწყო. თუმცა, მანამდე, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა დრო ტყუილად არ დაკარგა და გასული, 2020-21 წლების სეზონის ლიგის საუკეთესოებს თავად გადასცა პრიზები, „სტემფორდ ბრიჯზე" .


 


ახალი სეზონის სტარტზე, ერთადერთი შეხვედრა, სადაც ალბათ, ეს რომ წინა წელს ყოფილიყო „სისხლისმღვრელი" ბრძოლა გაიმართებოდა, „ბარსელონა"-„ბაიერნის" მატჩი ჩაითველბოდა. ბუნებრივია, გუნდების სახელწოდებებისგან განსხვავებით, ახლაც ასე იყო, თუმცა, კატალონიური კრიზისის, თუ მიუნჰენური მანქანის ამოქოქვის გამო, მოხდა სასწაული და „ბარსელონამ" მეტოქის კარის მიმართულებითიაც კი ვერ დაარტყა. შესაბამისად, ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მანუელ ნოიერი მშვიდად წიგნს კითხულობს და ბაკალ წითელ ღვინოსაც გეახლებათ, სრულიად შეეფერება რეალობას. უფრო მეტიც, ისეთი შთავეჭდილებაც კი შეიქმნა, რომ ნაგელსმანის „ბაიერნმა", ამ ჯერზე დაინდო „ბარსელონა", თანაც „კამპ ნოუზე" და უბრალოდ, არ გაანადგურა. თუმცა, გათამაშების სტარტზევე აჩვენა, რომ წელს ის, მრისხანე ძალა იქნება ყველა გუნდისთვის.




მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების პირველ ტურში, ყველაზე მეტი, 9 გოლი „მანჩესტერ სიტისა" და „ლაიპციგის" შეხვედრაში გავიდა, თავისი შედეგიანობით, მხოლოდ მე-8 არის, სადაც ერთ მატჩში 9 ან მეტი გოლი გავიდა. ახლა, ცოტას გუშინდელ დღეს გადავუხვევ და აქვე გეტყვით რეკორდული უხგვოლიანი მატჩების ამბავსაც, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უხვგოლიანი მატჩებიდან მხოლოდ მეექვსეა. ფლეი-ოფების ლიდერი, 2019-2020 წლების 1/4 ფინალური მატჩია, რომელშიც, „ბაიერნმა",  „ბარსელონა 8-2 დაამარცხა. თუმცა, არის კიდევ ორი შეხვედრა, რომლებში გატანილი გოლების რაოდენობა, ჯერ კიდევ არ მოხსნილა: „ბორუსია" - „ლეგია" 8-4 (22.11.2016) და „მონაკო" - „დეპორტივო" 8-3 (05.11.2003).


რადგან ბევრ გოლზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა ვთქვათ ისიც, რომ პირველ ტურში, პირველი პოკერიც შესრულდა. „აიაქსში" მოთამაშე 27 წლის სებასტიან ალემ 2', 9', 51', 63'-ე წუთზებზე, „სპორტინგის" კარში, 4 ბურთი გაიტანა. ამ მომენტისთვის, სწორედ ალეა, ვისაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე სწრაფი გოლი აქვს გატანილი. ასე, რომ ახლა, მომდევნო, ტურში, რომელიც 28 სექტემბერს, ამსტერდამში გაიმართება, სერგენ იალჩინს, რომლის „ბეშიქთაშმაც" სტამბულელთა მხურვალე მხარდაჭერის მიუხედავად, საკმაოდ უღიმღამოდ ითამაშა დორტმუნდის „ბორუსიას" წინააღმდეგ, ამ ტურში, მისი მოთამაშეების დაშვებული ბევრი ლაფსუსის გარდა, ალეს ნეიტრალიზებაზეც უფრო მეტად მოუწევს ფიქრი.




ტირასპოლის „შერიფმა", ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო ჯგუფური ეტაპის სასტარო მატჩი მოიგო. „ფანტასტიკური საღამოა. ჩემმა ბიჭები არფრით ჩამოუვარდნენ მეტოქეს არც სისწრაფეში, არც ტექნიკაში. ჩვენმა ტექნიკამ გაამართლა. ჩვენ, არ მივეცით „შახტარს" გოლის გატანის უფლება, ჩვენი შანსები კი, დაცვიდან გამოსვლისას ჩინებულად გამოვიყენეთ. დიდი მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის, ბედნიერი ვარ",  - ამბობს იური ვერნიდუბი მატჩის დასრულების შემდეგ.




პირადად ჩემზე, კი ამ ტურში, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება „ლივერპულისა" და „მილანის" დრამატულმა მატჩმა დაიმსახურა, სადაც ფინალური წერტილი ჯორდან ჰენდერსონის უძლიერესმა და ულამაზესმა გოლმა დასვა. შესაძლოა, ბევრი შემომედაოს, თუმცა, ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში, უფრო სამართლიანი ანგარიში, ფრე იქნებოდა.




„ის რაც ადრეული ეტაპზე, რონალდუს შოუზე წინასწარმეტყველებდა, საბოლოოდ, ევროპულ სარბიელზე, დამანგრეველი სტარტი აღმოჩდნა", - წერს ტელეგრაფი და აგრძელებს, „თუკი, „იუნაიტედი" ფიქრობს აღნიშნულ შეჯიბრში კვალის დატოვებას, მათ უფრო მეტი გონიერებისა და დისციპლინის დემონსტრირება მართებთ". „მანჩესტერ იუნაიტედს", არ „აკლებს" გარდიანიც, „დაბნეული და გამოფიტული „იუნაიტედისთვის" ეს იყო ნიშანი, რომ მიუხედავად მისი ახალი კაშკაშა ტალანტებისა, ძველი ნაკლები კიდევ არის დარჩენილი". ასეა თუ, ისე, ფაქტია, რონ „იუნაიტედმა", მართლა ცუდად დაიწყო და ბრიტანული პრესის ქარ-ცეცხლშიც გაიარა. თუმცა, „კაშკაშა ტალატმა", რონალდომ ლიგის სასტარტო მატჩში, გოლიც გაიტანა და სტუარტ გოგონას, რომელსაც თამაშამდე ბურთი გაარტყა დაგონება დააკარგვინა, ბოლოს საკუთარი 7-ნომრიანი მაისურიც უსახსოვრა.







მომდევნო ტურის კალენდარი


ფოტოები:

@Steve Bardens - UEFA/UEFA via Getty Images

@Alex Livesey - UEFA/UEFA via Getty Images

@Beşiktaş

@Sheriff

@FC Bayern München fan club Bavaria

@Futbol Gazetesi