როცა სკანდალი „ნიუსს“ ჰყიდის...
როცა სკანდალი „ნიუსს“ ჰყიდის...
17.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოში, სკანდალი უფრო, რომ ფასობს, ვიდრე ამავე სპორტსმენის მიღწევა, უდაოა. დღეს დილიდან, ყველა სახის მედიამ The New York Times-ში გამოქვეყნებული პატარა სტატია (აღნიშნული გამოცემის ციფრულ ვერსიაში, ნონას შესახებ სტატია, ბოლოს 1973 წლის 27 თებერვალს არის დათარიღებული) აიტაცა, სადაც ქართველი დიდოსტატი, ნონა გაფრინდაშვილი,  „ნეთფლიქსს" უჩივის. ნონას ადვოკატებმა სარჩელი ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში უკვე შეიტანეს.



ქართველი დიდოსტატი ქალი, სერიალ „ლაზიერის გამბიტში" (The Queen's Gambit) გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია, ამასთან ის, საერთოდაც რუსი ეროვნების იყო, როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა და ახლა კომპენსაციის სახით, ერთ-ერთი ყველაზე პოლუპარული ტელესერიალის შემქმნელებისაგ, ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით, ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს. სასამართლო დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ამერიკელი და ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.





ბუნებრივია თემა, თემად ყურადსაბია, თუმცა, ქართული მედია, ამავე მოჭადრაკის სახელობის ტურნირით, რომელიც 2021 წლის 13 სექტემბერს დაიყო და გუშინ, 18 სექტემბერს, საღამოს, თბილისში, ჭადრაკის სასახლეში, საზეიმოდ დაიხურა, დიდად არ დაინტერესებულა. „ნონას თასის" ფარგლებში, საქართველოში, მოჭადრაკეთა საკმაოდ სერიოზულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მაგალითად, მონაწილეთა შორის იყვნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორი ნანა ძაგნიძე, მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულები და საჭადრაკო ოლიმპიადის მრავალგზის პრიზიორები ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე, საფარნგეთისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები. არც ტურნირის საპრიზო ფონდი იყო ხელწამოსაკრავი - 32 650 ლარი.


საბოლოოდ, „ნონას თასის" გამარჯვებულები გახდნენ: ქალთა შორის ნანა ძაგნიძე, მეორე იყო მერი არაბიძე და მესამე ადგილი ბელა ხოტენაშვილმა დაიკავა. მამაკაცთა შორის გათამაშება ზურაბ სტურუამ მოიგო, გიგა ყუფარაძე მეორე იყო, ნიკოლოზ მანაგაძემ მესამე პოზიცია დაიკავა.




სხვათა შორის, ამ ტურნირამდე, რამდენიმე დღით ადრე, 8-11 სექტემბერს, კიდევ ერთი ქართველი ქალი ლეგენდის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის შეჯიბრიც გაიმართა, იდენტური საპრიზო ფონდით. „მაიას თასის" გამარჯვებულიც ქალთა შორის ნანა ძაგნიძე გახდა, მეორე იყო ბელა ხოტენაშვილი, მესამე ადგილზე კი, ნინო ხომერიკი გავიდა. ვაჟთა შორის ამ ტურნირში, დავით ჯოჯუამ გაიმაჯვა, მეორე იყო თორნიკე სანიკიძე, მესამე ადგილი, აქაც ნიკოლოზ მანაგაძეს ხვდა წილად.


აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირში ქალთა შორის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე გახდა. აი, მამაკაცთა შორის კი, სარეიტინგო ქულების დათვლა გახდა საჭირო, რამაც გამარჯვებულად გიგა ყუფარაძე დაასახელა.




ალბათ, საგულისხმოა, რომ 2021 წლის 3 მაისს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წელი, ხოლო 17 იანვარს მაია ჩიბურდანიძეს 60 წელი შეუსრულდათ. სპორტის სამინისტრო, რომლის ორგანიზებითაც „ნონას თასი" და „მაიას თასი" გაიმართა, ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად,  ჭადრაკის დედოფლების იუბილეების აღსანიშნავად სხვა საზეიმო ღინისძიებებსაც გეგმავდა,  ,თუმცა, პანდემიამ გეგმები შეცვალა. მედიის ნაწილმა კი, მაისში, ნონასთვის,  მხოლოდ ლეონელ მესის გამოგზავნილი საჩუქრის გამო ჩათვალა თავი „ვალდებულად", ჭადრაკის ქართველ დედოფალზე დაეწერა. თუმცა, ალბათ ისევ იმის გამო, რომ „ნიუსი" კარგად გაყიდულიყო.





სტატიაში გამოყენებულია სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ფოტოები

@Eurosport