ევროპა ლიგაზე ქართველების გუნდება წააგეს
ევროპა ლიგაზე ქართველების გუნდება წააგეს
17.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კიდევ ერთი წელი, ქართვული კლუბები ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ვერ ასპარეზობენ. კიდვე ერთი წელი, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ბოლოჯერ ხდევა და მომავალ გათამაშებამდე იმით ვკმაყოფილდებით, თუ როგორ იასპარეზებენ, ევროპულ კლუბებთან ერთად ქართველი ფეხბურთელები, ასეთი კი, 2021-2022 წლების სეზონზე ათია, აქედან 3 უეფა-ს ევროპა ლიგაზე ასპარეზობს. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმომდევრობას და თან, უეფა-ს ოფიციალურ ანგარიშსაც გადავავლოთ თვალი.


ევროპა ლიგაზე ასპარეზობს ოთარ კიტეიშვილი. ჩვენიანის „შტურმი", B ჯგუფი მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ფრანგული „მონაკო", ჰოლანდიური „ეინდჰოვენი" და ესპანური „სოსიედადი" იქნებიან. „კიტეს" გუნდს, პირველი ასპარეზობა ფრანგული კლუბის წინააღმდეგ მოუწიეა. სანაკრებო შესვენების დროს მიღებული ტრამვის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 71 წუთი დაჰყო და „შტურმის" ყველაზე რეალურ საგოლე მომენტშიც მიიღო მონაწილეობა (ბურთი საბოლოოდ ხარიხას მოხვდა). თუმცა, ავსტრიულმა გუნდმა, გასვლითი შეხვედრა საფრანგეთში დათმო, 0-1.


მარცხით დაიწყო ევროსარბიელის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვა ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროშმა". ქართველების უნგრული კლუბი, G ჯგუფში, გერმანულ „ლევერკუზენთან", შოტლანდიურ „სელტიკთან" და ესპანურ „ბეტისთან" ერთად ასპარეზობს. სასტარტო შეხვედრა კი, „ფერენცვაროშმა", გერმანიაში, „ლევერკუზენტან" 2-1 წააგო. აღნიშნული მატჩი, ტრავმების გამო ქართველებმა გამოტოვეს.  


ყველა მატჩის შედეგი:

A ჯგუფი:

„რეინჯერსი" (შოტლანდია) - „ლიონი" (საფრანგეთი) 0-2

„ბრონდბიუ" (დანია) -  „სპარტა" (ჩეხეთი) 0-0

B ჯგუფი:

„მონაკო" (საფრანგეთი) - „შტურმი" (ავსტრია) 1-0

„ეინდჰოვენი" (ნიდერლანდები) - „სოსიედადი" (ესპანეთი) 2-2

C ჯგუფი:

„ლესტერი" (ინგლისი) - „ნაპოლი" (იტალია) 2-2

„სპარტაკი" (რუსეთი) -  „ლეგია" (პოლონეთი) 0-1

D ჯგუფი:

„ოლიმპიაკოსი" (საბერძნეთი) - „ანტვერპენი" (ბელგია) 2-1

„აინტრახტი" (გერმანია) - „ფენერბაჰჩე" (თურქეთი) 1-1

E ჯგუფი:

„გალათასარაი" (თურქეთი) - „ლაციო" (იტალია) 1-0

„ლოკომიტივი" (რუსეთი)  „მარსელი" (საფრანგეთი) 1-1

F ჯგუფი:

 „ცრვენა ზვეზდა" (იუგოსლავია) - „ბრაგა" (პორტუგალია) 2-1

„მიდტიულანდი" (დანია) - „ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) 1-1

G ჯგუფი:

„ლევერკუზენი" (გერმანია) - „ფერენცვაროში" (უნგრეთი) 2-1

 „ბეტისი" (ესპანეთი) - „სელტიკი" (შოტლანდია) 4-3

H ჯგუფი:

„დინამო:"  (ხორვატია) - „ვესტ ჰემი" (ინგლისი) 0-2

„რაპიდი" (ავსტრია) - „გენკი" (ბელგია) 0-1


ვიდრე კვლავ ქართველებს და ევრიპის კონფერენს ლიგაზე სასაუბროდ გადავალთ, რამდენიმე საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდიდან. მაშ ასე:


ფაქტი 1: „ბეტისს", ევროპა ლიგის არც ერთი საშინაო თამაში არ აქვს წაგებული. თუმცა, სევილიელებმა, 16 სექტემბრის მაჩამდე გამართულ 6 შეხვედრაში, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. „სელტიკთან" მატჩში კი, ერთავად სამი.


ფაქტი 2: მოსკოვის „ლოკომოტივმა", რუსული კლუბების ჯგუფური ეტაპების ისტორიაში, პირველი გოლი გაიტანა და პირველი ქულის აღება მოახერხა.  


ფაქტი 3: ანტონიომ (22') „ვესტ ჰემის" სასარგებლოდ, 1999 წლის შემდეგ, როდესაც თავი მარკ-ვივიენ ფოემ გამოიჩინა, კლუბს ევროთასების მთავარ სტადიებზე პირველი გოლი გაიტანა.


ფაქტი 4: ბარნსმა, „ლესტერის" შემადგენლობაში, ევროთასებზე, მეოთხე გოლი გაიტანა და ამით, ჯეიმი ვარდისა და რიად მაჰრეზის დაეწია, რომლებიც ამ მომენტამდე, ევროთასებზე, კლუბის ბომბარდირებს ედგნენ სათავეში.


ფაქტი 5: პსვ ბოლო 7 თამაშია, საშინაო მატჩებში, ვერ ახერხებს ესპანური კლუბის დამარცხებას.


ფაქტი 6: „ლიონს", ევროპა ლიგაზე ჩატარებულ 19 მატჩს შორის, მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული.


ამ 6 ფაქტის გარდა, უეფა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ კიდევ რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:


- „მონაკოს" რუსმა ლეგიონერმა, ალექსანდრე გოლოვინმა, რომელიც „შტურმთან" შეხვედრაზე შეცვლაზე გამოვიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ფრანგებს გამარჯვება მოუტანა.


- „გალათასარაიმ" მოუგო „ლაციოს". მატჩის ანტიგმირი კი, სტუმართა გუნდის მეკარე ტომას სტრაკოშა გახდა, რომელმაც ბურთი, მას შემდეგ გადააგზავნა საკუთარ კარში, რაც დაზღვევაზე მანუელ ლაცარიმ ითამაშა.


- „ლევერკუზენის" 18 წლის ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა, რომელმაც წინა გათამაშების, ჯგუფურ ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, გერმანელებს, „ფერენცვაროშთან" შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა.


- „ოლიმპიაკოსის" მოლოდოველმა ლეგიონერმა ოლეგ რიაბჩუკმა, ევროტურნირებზე თავი პირველად გამოიჩინა, როდესაც თამაშის მიწურულს „ანტვერპენის" კარში, გამარჯვების გოლი გაიტანა.


უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე კალენდარული „ფანჯარა" 30 სექტემბერს არის ჩანიშნული. კიტეიშვილის „გრაცი", სახშლი „პსვ ეინდჰოვენს" მიიღებს. დვალისა და ხარაიშვილის „ფერენცვაროში" კი,"ბეტისს"უმასპინძლებს.



ფოტო: @SK Sturm Graz