„გენტმა“ და „კოპენჰაგენმა“ მოიგეს...
„გენტმა“ და „კოპენჰაგენმა“ მოიგეს...
17.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისევე, როგორ უეფა-ს ევროპა ლიგაზე, ევროპის კონფერენს ლიგაზეც პირველი გზავნილები, რაც აუცილებლად წლის ბოლო ანგარიშში აისახება, უკვე სახეზეა. მაგალითად, ლორენცო პელეგრინიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა, „რომას", სოფიის ცსკა-ს განადგურებაში დიდი როლი ითამაშა. ამასთან, პილიგრინის ერთ-ერთი გოლი, უეფა-მ უკვე, კვირის საუკეთესო გოლად დაასახელა. აქვე გეტყვით, რომ პირველივე ტურში, დუბლი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, იონას ვიინმა გაიფორმა „კოპენჰაგენიდან". „კოპენჰაგენისა" და „სლოვანის" შეხვედრას, ჩვენ კიდევ დავუბრუდებით. ამ მომენტისთვის კი , უეფა-ს ახალი ტურნირის ბომბარდირთა დავაში, სწორედ, ეს ორი ფეხბურთელი დაწინაურდა.



განსხვავებით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგისგან, ბუნებრივია, ახალი ტურნირი, ჯერ მოხლოდ ახლა იწყებს ისტორიის წერას, თუმცა, ერთი საგულისხმო ფაქტი, აქაც დაფიქსირდა - არტურ კაბრალმა „ბაზელიდან", ევროტურნირების მიმდინარე სეზონში ჯერ გოლი ვერ გაიტანა.


„ბუდე-გლიმტი", ევროტურნირების ამ სტადიაზე მოხვედრილ 8 დებიუტანტს შორის ერთადერთია, რომელმაც სასტარტო შეხვედრა მოიგო. გოლი, თავიდან, ნორვეგიული კლუბის კარში გავიდა. თუმცა, შესვენების შემდეგ, მათ „ზარიას" 3 გოლი გაუტანეს.


„რანერსი", კიდევ ერთი დებიუტანტია, რომელმაც „ალკმაართან" მატჩში, ორჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება.


„ფლორამ" თავის სადებიუტო მატჩში, ტალინში, „გენტთან" მინიმალური ანგარიშით წააგო.


და ბოლოს, სადებიუტო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი გოლი, 14 სექტემებრს გავიდა. ის, თელ-ავივის „მაკაბის" ფორვარდს, სტიპე პერიცას ანგარიშზეა.



ყველა მატჩის შედეგი:

A ჯგუფი:

„ჰიკი" (ფინეთი) -  „ლასკი" (ავსტრია) 0-2

თელ-ავივის „მაქაბი" (ისრაელი) -  „ალაშკერტი" (სომხეთი) 4-1

B ჯგუფი:

„ფლორა" (ესტონეთი) -  „გენტი" (ბელგია) 0-1

„ანორთოსისი" (კვიპროსი) - „პარტიზანი" (სერბეთი) 0-2

C ჯგუფი:

„რომა" (იტალია) - „ცსკა სოფია" (ბულგარეთი) 5-1

„ბუდიო-გლიმტი" (ნორვეგია) - „ზორია" (უკრაინა) 3-1

D ჯგუფი:

„რანერსი" (დანია) - „ალკმაარი" (ნიდერლანდები) 2-2

„იაბლონეცი" (ჩეხეთი) -  „ჩფრ" (რუმინეთი) 1-0

E ჯგუფი:

„მაკაბი" ჰაიფა (ისრაელი) -  „ფეიენოორდი" (ნიდერლანდები)  0-0

„სლავია" (ჩეხეთი) - „უნიონი" (გერმანია) 3-1

F ჯგუფი:

„სლოვანი" (სლოვაკეთი) - „კოპენჰაგენი" (დანია) 1-3

„ლინკოლნი" (გიბრალტარი) - „პაოკი" (საბერძნეთი) 0-2

G ჯგუფი:

„რენი" (საფრანგეთი) -  „ტოტენჰემი" (ინგლისი) 2-2

„მურა" (სლოვენია) - „ვიტესი" (ნიდერლანდები), 0-2

H ჯგუფი:

„ყაირათი" (ყაზახეთი) -  „ომონია" (კვიპროსი) 0-0

„ყარაბაღი" (ზერბაიჯანი) - „ბაზელი" (შვეიცარია) 0-0


ახლა, მოდით ევროტურნებზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს დავუბრუნდეთ. ჩვენი 10 თანამემამულიდან, უეფა-ს კონფერენს ლიგაზე 7 ასპარეზობს. აქედან, ოთხი, ერთ B ჯგუფშია მოხვედრილი. სამი, კვიპროსულ „ანართოსისში", სადაც გუნდის სათავეში ასევე ქართველი, თემურ ქეცბაია დგას და ერთიც „გენტში".


წარმატებული სტარტი აიღო, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა", რომელმაც ტალინში, „ფლორა" დაამარცხა 0-1. თუმცა, „ჩაკვეს", რომელიც სათადარიგო სიაში იყო, ამ შეხვედრაში არ უთამაშია.



სამაგიეროდ, 5-ჯერ იხსნა კარი გოლისგან და მინდორზე შეუცვლელად იყო, გიორგი ლორია, რომლის „ანართოსისმაც", ბელგრადის „პარტიზანთან" 0-2 წააგო. თადარიგში ჰყავდა თემურ ქეცბაიას ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა, რომელთაგან ერთს, 65-ე წუთზე მოედნაზე შესვლის ნებართვა მისცა. „კაჭომ", დიდი ხნის შესვენების (2020 წლის დეკემბერი) შემდეგ, პირველად ითამაშა. აი, მეორე ნიკა კი, როგორც ჩანს, ჯერ ახლა გუნდს ეგუება და „ქეცბამაც", მას ჯერ ნდობა ვერ გამოუცხადა.



მომდევნო ტურში, რომელიც 30 სექტემბერს გაიმართება, ქართველებით დახუნძლული ქეცბაიას „ანართოსისი", ბელგიაში, „გენტს" დაუპირისპირდება.


კიდევ, ერთი ჯგუფი, რომელშიც ქართველები თამაშობენ F ჯგუფია. სლოვაკეთში, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას „სლოვანი" (რომელსაც ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობს), დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენს" დაუპირისპირდა და 1-3 წააგო. ჩვენებმა, ორივე გუნდის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს.






და ბოლოს, ორი გუნდი, რომლებმაც ბოლო წლებში, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი" ევროტურნირენის მიღმა დატოვეს, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე ერთ ჯგუფში ასპარეზობენ და ახალი ტურნირის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. „მაკაბი ჰაიფამ", რომელსაც საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა აქვს, ფრედ 0-0 ითამაშა როტერდამის „ფეიენოორდთან".  ეს ბოლო ინფორმაციას, უბრალოდ, ქართული ფეხბურთის სტატისტიკის მოყვარულთათვის.





ფოტოები:@ŠK Slovan Bratislava @KAA Gent @Anorthosis Famagusta @F.C. København @Maccabi Haifa FC