„დინამოებს“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა
„დინამოებს“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა
16.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა" მორიგი ქულები დაკარგა და 24 ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის 2021 წლის გათამაშებაში, ბათუმის „დინამო" 5 ქულით დაწინაურდა.  


სწორედ, „დინამო არენაზე" გაიმართა ამ ტურის ბოლო შეხვედრა, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილსის" გორის „დილას დაუპირისპირდა. გუნდები, რომლელთაგან ერთი ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნებას ცდილობს, მეორე კი, ევროსარბიელზე მოსაპოვებელი საგზურისთვის იბრძვის, წინა ტურში დამარცხდნენ. შესაბამისად, დღევანდე შეხვედრაში რეაბილიტაცია, ორივე მათგანს სჭირდებოდა. ტრადიციულად, თბილისელებმა, ბევრი საგოლე მომენტი, გააფუჭეს, თავის მხრივ კი, „დილას" აქტიურობისგან, დინამოელთა კარი, ესპანელმა მეკარემ, მოახერხა დაეცვა. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. თბილისელები, 45 ქულით, მეორე საფეხურზე დარჩნენ, გორელებმა კი, 39 ქულა დააგროვეს და „საბურთალოს" ადგილი გადაუცვალეს.


მატჩის ფოტო-რეპორტაჟი


თავის მხრივ, თბილისში, მიხეილ მესხზე, „საბურთალომ", იმ „თელავის" დამარცხება, 2-1 მოახერხა, რომელმაც ერთი ტურით ადრე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა. როგორც ჩანს, თელაველებმა 3 დღეში ძალების აღდგენა, სათანადოდ ვერ მოახერხეს, თუმცა, გოლის გატანა, მეორე თბილისური გუნდის კარშიც შეძლეს. ანგარიში, შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე, 15 წუთით ადრე, სწორედ, სტუმრებმა გახსნეს. ფირუზ მარაქველიძის გადაცემით, გოლი, თემურ ჩოგაძემ გაიტანა. თუმცა, 2 წუთში გიორგი გოჩოლეიშვილმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. საბურთალოელებმა, მატჩის გადარჩენა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. ნიკა მალის მიერ, თელაველთა საჯარიმოში დაკიდებულ ბურთზე, პირველი სიმონ ზეფერინგსმა ითამაშა და თბილისელებს, საჭირო 3 ქულა მოუტანა.




„აჭარაბეთ არენაზე", ბათუმის „დინამოსა" და თბილისი „ლოკომოტივის" დაპირისპირებაში, ანგარიში, ჯაბა ჯიღაურმა 21-ე წუთზე გახსნა. თავსხმა წვიმის მიუხედავად, შეხვედრის ამ მონაკვეთში, მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, მასპინძელთათვის მოულოდნელად განვითარდა მოვლენები. მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში, 5 წუთიან მონაკვეთში, ჯერ ბექა დარცმელიამ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი, თორნიკე კირკიტაძემ „ლოკო" დააწინაურა. ბათუმელთა მთავარი მწვრთნელი, ორმაგ ცვლილებას აკეთებს და მოედანზე გიორგი ფანცულაიასა და გიორგი ნავალოვსკის უშვებს. უკვე მერამდენედ, გამოცდილი ნავალოვსკი, ახერხებს ბათუმელთა შორის მუხტის შეტანას და 64-ე წუთზე, ჯიოვინო ფლამარიონის გადაცემის შემდეგ, გოლის გატანასაც ახერხებს. როგორც ჩანს, ეს ამ შეხვედრის გარდამტეხი მომენტი იყო, ვინაიდან, ამ მომენტიდან 8 წუთში, ბათუმელები უკვე 2-ბურთიანი სხვაობით იყვნენ დაწინაურებულნი. 69-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა დუბლი გაიფორმა, 72-ზე კი, გიორგი ფანცულაიამ გახსნა გოლების ანგარიში. ამ უხვგოლიანი შეხვედრის მორიგ 8-წუთიან მონაკვეთში, კიდევ ოთხი გოლი გავიდა. თავიდან, აჭარლებმა გაიტანეს სამი გოლი, მე-80 წუთზე, გიორგი ფანცულაის გადაცემით, თორნიკე გაფრინდაშილმა გაზარდა ანგარიში, შემდეგ, 84-ე და 87-ე წუთებზე გიორგი ნიქაბაძის გადაცემებით, ჯერ გოირგი ფანცულაიამ გაიტანა მეორე გოლი, შემდეგ კი, ირაკლი აზაროვმა. გოლების წვიმა, 88-ე წუთზე, ლოკომოტიველი მამია გავაშელიშვილის გოლი დასრულდა, შეხვედრა კი 7-3, ბათუმელთა სასარგებლო. როგორც უკვე გითხრაით, ამ ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამომ" უშუალო მდევარს, „დინამო თბილისს", 5 გოლით გადაასწრო და თავს, ცოტა მოდუნების საშუალებაც მისცა.


„ლოკომოტივთან", 3 ქულამდე შეამცირა სხვაობა წყალტუბოს „სამგურალმა", რომელმაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე, მეორე იმერულ კლუბს, „სამტრედიას" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. სოსო ფრუიძის შეგირდები, რომლებიც მთელი შეხვედრის მანძილზე ჯობდნენ გია ცეცაძის გუნდს, პირველ ტაიმშივე, კომფორტული უპირატესობით, 3-0 გავიდნენ შესვენებაზე. გოლები, ალექსანდრე ვერულიძემ (7'), პაპუნა ფონიავამ (25') და სერგო კუხიანიძემ (37') წუთებზე გაიტანეს. 71-ე წუთზე, 11-მეტრიანით დუბლი, გაიფორმა კუხიანიძემ. „სამგურალი" კი, გათამაშების ლიდერ ხუთეულს ძალიან მიუახლოვდა, განსხვავებით „სამტრედიისგან", რომელიც კვლავ, სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.


სატურნირო ცხრილში, 25 ქულით, მე-7 ადგილზეა ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც უშუალო მეტოქე, ქობულეთის „შუქურა", ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ტორპედოელებმა, ანგარიში, მე-6 წუთზე, მეჰდი ბუკასის გოლით გახსნეს. თუმცა, ამის შემდეგ, შავიზღვისპირელებმა, თამაშის გათანაბრება მოახერხეს და ჯეფერსონ ჯერალოდმ 75-ე წუთზე, ანგარიშიც გაათანაბრა. ქუთაისელებს, 3 ქულა, საზაფხულო შესვენების დროს, „დინამო თბილისიდან", იმერულ კლუბში გადაბარგებულმა თორნიკე ახვლედიანმა მოუტანა. როგორც ჩანს, ახვლედიანს, ამ სტადიონზე, „გოლები კარგად გამოსდის".


ეროვნული ლიგის მომდევნო, 25-ე ტური 20 სექტემბერს გაიმართება.


სატურნირო ცხრილი



სტატიაში გამოყენებულია ბათუმის "დინამოს" ფოტო