ორი სპარინგი და მიწურულს გადარჩენილი 2 თამაში
ორი სპარინგი და მიწურულს გადარჩენილი 2 თამაში
18.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რუსთავსა და თბილისში, ბერძენ თანატოლებთან გამართული ორი ამხანაგური შეხვდრის გადარჩენა მოახერხა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ბანიკოვის ტურნირზე ასპარეზობის შემდეგ, როგორც ჩანს სწორი დასკვნები გააკეთა და მაშინაც კი, როცა გუნდი აგებს, ბრძოლა დაიწყო.


„ბანიკოვის ტურნირზე, 5 დღეში, 4 შევედრის გამართვა მოგვიწია. შესაბამისად, ბოლო შეხვედრაში გუნდი ძალიან დაღლილი იყო. ამასთან რამდენიმე მოთამაშეს ყვითელი ბარათი ჰქონდა და თანაც, თამაშის დასაწყისშივე შეგვიგდეს გოლო და ყველაფერმა ამან, ბულგარელებთან მატჩის შედეგზე, დიდი გავლენა იქონია", - ამბობს გიორგი ჩიტაური TSFF.Ge-სთან საუბარში და დასძენს, რომ კოვიდ პანდემიის გამო შეჩერებული ასაკობრივი ჩემპიონატები და სათამაშო პრაქტიკიც არ ქონამ დიდი გავლენა იქონია, ფეხბურთელა მზადყოვნაზე. „თუმცა, ფედერაციამ, ეს დანაკლისი, რომ შეევსო მაქსიმუმი გააკეთა. საბერძნეთის ნაკრებიც, სპარინგის სახით კარგად შეგვირჩია, რადგან საკმაოდ ძლიერი და გამართული ევროპული გუნდი აღმოჩნდა. ძლიერი ფიზიკურად, სწრაფები, მოკლედ კარგი სპარინგი იყო და ჩვენებმაც, რაც შეეძლოთ, ითამაშეს".




რუსთავში, სფფ-ს აკადემიაში გამართულ პირველ დაპირისპირებაში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 0-2-ს მარცხდებოდა. თუმცა, ბოლო ათ წუთში, ჩვენებმა ჯერ ანგარიშის შემცირება მოახერხეს. 81-ე წუთზე, სტანდარტული ზუსტად დაარტყა გივი ხაჩიძემ („საბურთალო"), მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90'+2) კი, გუნდის კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ („დინამო თბილისი") ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.




საქართველოსა და საბერძნეთის 17-წლამდე გუნდების მეორე სპარინგი, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის მთავარ სტადიონზე გაიმართა და კვლავ 2-2 დასრულდა.  ამჯერად გივი ხაჩიძემ 33-ე წუთზე, ანგარიში, 11-მეტრიანით გახსნა. მეორე ტაიმში, ბერძნებმა 53-ე წუთზე, ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, 76-ე წუთზე კი, დაწინაურდნენ. თუმცა, ჩიტაურის გუნდმა, კვლავ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მორიგი სტანდარტული შეასრულა ზუსტად. გიორგი ტაბატაძემ („საბურთალო"), ბერძენთა მეკარის თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, ბურთი მაინც ჩაახვია მეტოქის პარის ბადეში.




საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასასვლელად ემზადება. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მიიღებს. ჩვენები, უნგრეთის, ისლანდიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.


22.10.2021 / საქართველო -ისლანდია

25.10. 2021 / უნგრეთი - საქართველო

28.10. 2021 / ესტონეთი - საქართველო


საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჯგუფური თამაშები, უნგრეთში გაიმართება.



სფფ-ს ფოტო