პელე მზადაა 90 წუთი ითამაშოს
პელე მზადაა 90 წუთი ითამაშოს
18.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლეგენდარული პელეს შვილი კელი ნასიმენტო ირწმუნება, რომ პელე გამოჯანმრთელების გზაზეა. მას შემდეგ, რაც ლეგენდას, მიმდინარე თვის დასაწყისში მსხვილნაწლავი ამოკვეთეს და საავადმყოფოდან გამოწერეს, სამ დღეში, მისი კლინიკაში დაბრუნება გახდა აუცილებელი. სან პაულოს ალბერტ აინშტაინის სახელობის ჰოსპიტალი კი, ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდოს შესახებ, სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.


პარასკევს საღამოს, კელიმ, ინსტაგრამზე ერთი ფოტო და მესიჯი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მთელი იმ პრობლემების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოს თავსატეხია, მათი ამბით, აღარ უნდა დაამძიმოს ხალხი. 80 წლის ფეხბურთელის შვილი ირწმუნება, რომ ამ ასაკის ადამიანისთვის, მძიმე ოპერაციის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში, ორ წინ გადადგმულ ნაბიჯს, ერთი უკან მოსდევს. თავად, პელე კი, საკუთარ ფანებს ეუბნება, რომ ის მზადაა 90 წუთი თამაშისთვის.



„მეგობრებო, ყოველდღიურად, თავს უკეთესად ვგრძნობ. ველი, რომ კიდევ ვითამაშებ, მაგრამ გამოჯანმრთელებისთვის, კიდევ რამდენიმე დღე მჭირდება. ვიდრე აქ ვარ, მეტი დრო მრჩება ოჯახთან ერთად ყოფნისთვის, საუბრისთვის და დასვენებისთვის. კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა გულთბილი წერილებისთვის. მალე, კვლავ ერთად ვიქნებით", - ამბობს პელე.


ფეხბურთის მეფე, უკვე რამდენიმე წელია ჯანმრთელობით გამოწვეულ პრობლემებს ებძვის. კოვიდ პანდემიის დაწყებამდე, რომელიც ბრაზილიაში, საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობს, პელეს, სახლის მიდამოებიდან გასვლაც კი, შეუზღუდეს. ფეხბურთელს, 2015 წელს, პროსტატის ოპერაცი გაუკეთეს და მისი ჰოსპიტალიზება ორჯერ გახდა საჭირო. 2019 წელს, ფეხბურთელს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა. მაშინ, პელეს ვაჟმა, ედინიომ განაცხადა, რომ მამამისი იყო „მეფე" და ხალხის წინაშე უძლურად გამოჩენა არ უნდოდა.



1958, 1962 და 1970 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მოგების შემდეგ, პელე, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო გახდა გოლეადორებს შორის. 99 შეხვედრაში მან 77 გოლი გაიტანა. ლიონელ მესიმ, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გოლეადორმაც კი, რომელმაც წინა კვირაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, ბოლოვიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა, პელეს შედეგის გამეორება ორი გოლით გადასწრება, მხოლოდ 153-ე შეხვედრაში მოახერხა.



სტატია მომზადებულია Dailymail-ის მიხედვით