
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა და სულ 6 ქულით უსწრებს რუსეთის ნაკრებს. ქულები, 2019 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ტურნირებისა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ჩატარებული მატჩებისა და ამ ასპარეზობებზე დაკავებული ადგილების მიხედვით ითვლება. ამ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ნაკრებმა 34 ქულა დააგროვა და 2019 წლის რეიტინგთან შედარებით, სადაც, 24 ადგილს ვიკავებდით, მთელი 11 ადგილით წინ წაიწია.
ქვეყნის რეიტინგის დასათვლელად, FINA მხოლოდ მის მიერ აღიარებულ ტურნირებში მონაწილეობის შემთხვევაში ანიჭებს ქვეყნებს ქულებს. 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით კი, ჩვენმა წყალბურთელებმა, 6 სარეიტინგო ტურნირიდან, სამში მიიღეს მონაწილეობა - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში (მე-10 ადგილი), ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე (მე-7 ადგილი), მსოფლიო ლიგაზე (მე-8 ადგილი).
ამ რეიტინგის სათავეში კი 141 ქულით, საბერძნეთის ნაკრები ლიდერობს.






ჩვენ








