
ბათუმში, ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ანაგი" ასრულებს, ოფიციალურად, დღეს დაიწო და 2020 წელს დასრულდება. 2018 წლის 21 იანვარს, საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. აჭარის ხელმღძღვანელობასთან და საქართველოს სახელისუფლებო წარმომადგენლებთან ერთად, უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტების შესაბამის, 20000 მაყურებელზე გათვლილი, სტადიონის საძირკველში სიმბოლური კაფსულა სფფ-ე პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჩაუშვა.
„ყველას ოცნება იყო და ყველას ჰქონდა ერთი შეკითხვა, როდის აშენდება ბათუმში სტადიონი, მე ვარ ამაყი, რომ ამ შეკითხვას გაეცა პასუხი, ისტორიული დღეა, ამ სტადიონზე ხშირად ითამაშებს ეროვნული ნაკრები", - ამბობს ლევან კობიაშვილი.

საფეხბურთო კლუბი „დინამო" ბათუმი 1923 წელს შეიქმნა. ის, რომ ტრადიციული ქართული საფეხბურთო კლუბის ასაღორძინებლად, სოლიდური ინვესტიცია არის ჩასადები, აჭარაში იციან. იციან ისიც, რომ კლუბი, რამდენიმე ჩემპიონატია საფეხბურთო სტადიონის გარეშეა დარჩენილი. სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ბათუმის „დინამოს" ცენტრალური სტადიოზე, სადაც ბათუმის გუნდის საშინაო თამაშები იმართებოდა, თავდაპირველად 180000 მაყურებელს იტევდა. 2002 წელს. ჯერ ტრიბუნის 2/3 დაანგრიეს (ფან-ტრიბუნა ჯუნგლების ნაცვლად დაიდგა დიდი საკონცერტო სცენა). შემდეგ, კი სტადიონი იტევდა 4,400 მაყურებელს იტევდა, 2006 წელს გაიყიდა და დაინგრა.
ბათუმის „დინამოს" გულშემატკივართა დიდი ნაწილი, გუნდის „დაულაგებლობას", სწორედ, ამ მოვლენებს აბრალებს. ასეა თუ ისე, ზუსტად ერთი წლის წინ, ბათუმის „დინამოს" ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძვლი. ამ მომენტისთვის მთავარი, ხელოვნურსაფარიანი მოედნის გასწვრივ, გამართულია ტრიბუნაც, რომელიც 1600 მაყურებელს იტევს. ამას გარდა, ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიყწო.

როგორც ავღნიშნეთ, ახალი სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად არის დაპროექტებული და გათვლილია 20000 მაყურებელზე. შესაბამისად არის დაპროექტებულია სათამაშო მოედნის სადრენაჟო სისტემები და სანიაღვრე ქსელები. სტადიონის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ღია პარკინგი, სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. მაყურებელთა გადაადგილება მოხდება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით. სტადიონის რკინაბეტონის მზიდი სრულ კარკასიანი სისტემა შედგება მარტივი, ღეროვანი და ბრტყელი ფირფიტოვანი კონსტრუქციული ელემენტებისგან. სტადიონის მშენებლობა 99448408 ლარი ჯდება.
ახალი სტადიონი, ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება. სტადიონის პარალელურად გაშენდება, რამდენიმე ძვირადღირებული სპორტული კომპლექსიც. 2020 წლიდან, ბათუმის ახალ სტადიონზე, ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მატჩები გაიმართება. არაა გამორიცხული, სტადიონმა 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის რამდენიმე მატჩსაც უმასპინძლოს, რომელიც საქართველოში, სწორედ 2020 წელს არის დაგეგმილი.





ჩვენ








