
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები შვედეთს გაემგზავრა, სადაც 21 სექტემბერს, გიოტებორგში, თბილისის დროით 20:30 საათზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონს შვედეთის ნაკრებს, ქალთა შორის მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში დაუპირისპირდება. თუმცა, ჩვენი ნაკრებისთვის იქნება ეს შეხვერდა სადებიუტო, შვედეთის ნაკრებმა კი, 17 სექტემბერს, პირველი 3 ქულა, სლოვაკეთში, გასვლაზე მოგებული მატჩის შემდეგ ჩაიწერა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული წარმატების გარდა, მეორე ტურის მატჩში ეს უპირატესობაც ექნება.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენ გოგონებსაც პირველი შეხვერდა 17 სექტემბერს ჰქონდათ ჩანუშნული, თუმცა, კორონა ვირუსმა კალენდარი შეცვალა. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის საქართველო წითელ ზონად ითვლება, ირლანდიის ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლისგან თავი შეიკავა და ორი ფედერაციის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თამაში 2022 წლის ივნისისთვის გადაიდო. დიდი ალბათობით, ამ პერიოდისთვის, A ჯგუფში, ბევრი რამ უკვე გარკვეული იქნება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ ჯგუფში, საქართველოსა და შვედეთი ქალთა ეროვნული ნაკრებების გარდა ირლანდიისა, ფინეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები ასპარეზობენ.
რაც შეეხება, ჩვენს ნაკრებს - გიორგი ჩხაიძის გუნდმა თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შეკრება 8 სექტემბრიდან დაიწყო. თავდაპირველად გუნდში ერთი დებიუტანტი, ხობის კოლხეთის მეკარე ეკა თაბაგარი იყო. თუმცა, მოგვიანებით, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა, გუნდს ჯანმრთელობის მიზეზით, დროებით გამოაკლდა, გამოცდილი ნახევარმცველი „ნაჩხუთიდან" თეონა თოდაძე, მის ადგილას კი, მწვრთნელებმა ასევე „ლანჩხუთის" ფეხბურთელს სოფიკო ნარსიას დაუძახეს. ნარსიასთვის, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ეს, სადებიუტო გამოძახებაა.

შესაბამისად, შვედეთში, საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: თათია გაბუნია („ლანჩხუთი"), თეონა სუხაშვილი („კვარტალი"), ეკა თაბაგარი („კოლხეთი")
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ანა ძაძუა („კვარტალი"), ნინო სუთიძე („კვარტალი"), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), თამარ ტატუაშვილი („ამორა", პორტუგალია), მაია ბებია („ნიკე"), ანი აკობიძე („ნიკე"), გვანცა ქადაგიშვილი („კვარტალი")
ნახევარმცველები: ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო"), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი"), თეონა ბაქრაძე („ლანჩხუთი"), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი"), ლანა გორგაძე („მართვე"), ნათია დანელია („კვარტალი"), ტატა მატვეევა („კრივბასი", კრივოი-როგი, უკრაინა), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი")
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე („ნიკე"), ხატია ჭყონია („ლანჩხუთი"), ეთერ სულაშვილი („გორი-იუნაიტედი").
დღესვე, გიოტებორგში, ჩვენი ნაკრები მატჩისწინა ტრადიციულ ვარჯიშსაც გამართავს. ხვალ კი, როგორც უკვე გითხარით, ჯგუფის ფავორიტსა და ლიდერს, შვედეთს დაუპირისპირდება.





ჩვენ








