ცეცაძის სადებიუტო მატჩი ახალგაზრდულში, 23 იანვარს გაიმართება
ცეცაძის სადებიუტო მატჩი ახალგაზრდულში, 23 იანვარს გაიმართება
21.01.2018
ავტორი:

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქულ შეკრებაზე ანტალიაში იმყოფება. ხუთდღიანი შეკრების დროს, ქართველი ახალგაზრდები ერთ ამხანაგურ სპარინგსაც გამართავენ, აზერბაიჯანელ თანატოლებთან.

ზამთრის შეკრებაზე, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ, შემდეგ შემადგენლობას გამოუძახა: მეკარეები: ლევან შოვნაძე („დინამო ბთ"), გიორგი ჩოჩიშვილი („ზლატე მორავცე", სლოვაკეთი); მცველები: გურამ გიორბელიძე („სიონი"), ლუკა გადრანი („ცხინვალი"), დავით კობოური („დინამო თბ"), აკაკი შულაია („დინამო თბ"), გიორგი ახალაძე („სამტრედია"), რომან ჩაჩუა („სამტრედია"), გიორგი ქანთარია („ნემანი", ბელარუსი);  ნახევარმცველები: გიორგი კუცია („დინამო თბ"), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი"), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი"), ნიკა ბაშელეიშვილი („თელავი"), ირაკლი რუხაძე („თელავი"), გაბრიელ საღრიშვილი („სამგურალი"), პაატა ღუდუშაური („ვიტ ჯორჯია"), ლევან მაჭარაშვილი („სტუმბრასი", ლიტვა), გიორგი ხარებაშვილი („თელავი"), ლუკა ნადირაძე („ოლიმპიკი", უკრაინა), ირაკლი კამლაძე („ვიტ ჯორჯია"); თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე („რუსთავი"), ვატო არველაძე („ლოკომოტივი").

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის შესარჩევ ციკლში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა,  პირველივე, სასტარტო შეხვდრა წააგო გორში, პოლონელ თანატოლებთან 0-3. ამის შემდეგ კი, ჩვენებმა,  2 გასვლით მატჩში განიცადეს მარცხი - დანიაში,  6 ოქტომბერს,  5-2. შემდეგ კი, 10 ოქტომბერს, ფარერის კუნძულებზე 3-1 დამარცხდნენ. სულ ბოლოს, ქართველმა ახალგაზრდებმა თბილისში ჩაატარეს 2 თამაში. 10 ნოემბერს, ფრედ 2-2 ითამაშეს ფინელებთან და ბოლოს, 14 ნოემბერს, პირველი გამარჯვება მოიპოვეს კაცნაკლულ ლიტვასთან 1-0.

ამრიგად, ახალი შესარჩევი ციკლის დასაწყისიდან, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, 5 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხა. ახლა, საქართვეოს ახალგაზრდულ ნაკრებს, მომდევნო ეტაოზე გასვლის, მხოლოდ თეორიული შანსიღა აქვს. ისიც, თუ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლას მოახერხებს. მომდევნო, ოფიციალურ თამაშებს ქართველი ახალგაზრდები 2018 წლის 23 და 27 მარტს გამართავენ საქართველოში: ჯერ ფარერის კუნძულების გუნდს მიიღებენ, შემდეგ კი დანიელებს.

გია ცეცაძის სადებიუტო მატჩი, ანტალიაში 23  იანვარს, ადგილობრივი დროით 18:00 გამართება. ამ მატჩის შემდეგ, ნაკრები საქართველოში დაბრუნდება. 21-წლამდელთა ლეგიონერები საკუთარ კლუბებს დაუბრუნდებიან, ეროვნული ლიგის სამი მოთამაშა, აკაკი შულაია, დავით კობოური და გიორგი კუცია, კი ანტალიაშივე, „დინამო თბილისს" შეუერთდებიან, რომელიც ზამთრის თურქულ შეკრებაზე ხვალ დილით მიემგზავრება.