„ლევანგოლსკის“ ოქროს ბუცი ჩააბარეს
„ლევანგოლსკის“ ოქროს ბუცი ჩააბარეს
21.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რობერტ ლევანდოვსკის 2020 -2021 წლების სეზონში გატანილი ყველაზე მეტი გოლი დაუფასდა. ფეხბურთელს, ოქროს ბუცი გადასცეს. ცერემონია, მიუნჰენში, ბაიერნის მუზეუმში, კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, მოკრძალებულად გაიმართა, თუმცა, თითქმის ერთი საფეხბურთო ტაიმი გაგრძელდა.


„ლევანგოლსკიმ", როგორც მას „ოქროს ბუცის" გადაცემის ცერემონიის დროს, ხშირად იხსენიებდა წამყვანი (რობერტ ლევანდოვსკის ეს სახელი, თომას მიულერმა შეარქვა), 2020-2021 წლების სეზონზე, ბუნდესლიგაში 41 გოლი გაიტანა და გერმანიის ფეხბურთის ისტორიაში, მეორე ფეხბურთელი გახდა ლეგენდარული გერდ მიულერის (1970 და 1972 წწ) შემდეგ, ვინც ამის გაკეთება შეძლო.


„მოხარული ვარ დაფასებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად მიუნჰენის „ბაიერნს". ასეთ ტიტულებს მე მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიგებდი. სპორტში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია აფასებდეთ, მხარს უჭერდეთ ერთმანეთს, იყო სამართლიანი და მისაბაძი. აი, ამიტომ ვუძღვნი ამ ჯილდოს ყველა იმ ხალხს, ვინც გვერდით მყავს ყოველდღიურად. მე მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ. დიდი მალდობა", - ამბობს რობერტ ლევნდოვსკი.




„ოქროს ბუცი", ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟილი საფეხბურთო ჯილდო, რომელიც 1968 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად (გამონაკლისია 1992-1997 წლები, როდესაც აღნიშნული დაჯილდოება არ ჩატარებულა) გადაეცემა უეფა-ს წევრი ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, სხვადასხვა წლებში, ბუნებრივია, იცვლიდან მფლობელებს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ამ ტროფეის გამოვლენა, ევროპულმა სპორტულმა გამოცემებმა და კომპანია „ადიდასმა" დაიწყეს.


რობერტ ლევანდოვსკისა და გერდ მიულერის გარდა, ამ ჯილდოს მფლობელები იყვნენ ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ფრანჩესკო ტოტი, ტიერი ანრი, რონალდო, მარკო ვან ბასტენი, ჰრისტო სტოიჩკოვი, ეუსებიო და სხვანი... „ოქროს ბუცის" მფლობელები, მხოლოდ, არა მაშინ, როდესაც „ბაიერნში" თამაშობდნენ იყვნენ როი მაკაი („დეპორტივო ლა-კორუნია" ) და ლუკა ტონი („ფიორენტინა").


„რობერტ ლევანდოვსკისთვის, ეს დიდი აღიარებაა. არა მხოლოდ მის მიერ გატანილი, ბევრი, ბევრი გოლისთვის, არამედ იმ განსაკუთრებული პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველდღიურობაში ავლენს წარმატების მისაღწევად. მან დაიმსახურა, რომ „ბაიერნის" ლეგენდარული გერდ მიულერის შემდეგ, გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელსაც „ოქროს ბუცი" ერგო", - ამბობს ჰერბერტ ჰაინერი, „ბაიერნის" პრეზიდენტი.




ბუნდესლიგაში, მიმდინარე სეზონში, გამართული ხუთი ტურის შემდეგ, ლევანდოვსკი, კვლავ ბომბარდირთა სათავეშია. ბაიერნელს, „დორტმუნდის" ნორვეგიელ ლეგიონერ ერლინგ ჰალანდთან ერთად, ყველაზე მეტი, 7 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, „ოქროს ბუცის" გადაცემის ცერემონიაზე, ამ გარემოებასაც რამდენჯერმე გაიუსვევს ხაზი და აღნიშნეს ისიც, რომ მალე, „ოქროს ბურთიც" იქნება. გემახსოვრებათ, რომ კორონა ვირუსის პანდემიის გამო, 2020 წელის სეზონზე, „ოქროს ბურთის" მფლობელი არ გამოუვლენიათ, თუმცა, ბევრი თვლიდა, რომ იმ სეზონზე, ეს ჯილდო, სწორედ პოლონელს ეკუთვნოდა და ის, დაუმსახურებლად დაისაჯა.


„რობერტ ლევანდოვსკი, დამსახურებულად არის „გამეფებული" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. ამაზე ლაპარაკობენ მისი გოლები, თანმიმდევრულად გამოხატული, მძიმე ყოველდღიური შრომის შედეგად. ის აკეთებს „ბაიერნის" ისტორიას, გუნდისას და მისსავე პირადს. ლევანდოვსკი არის მაგალითი, როგორ შეიძლება ტოპ კლასის ლეგიონერმა იპოვოს სპორტული სახლი „ბაიერნში", კარიერის საუკეთესო წლები გაატაროს აქ, მოიგოს ბევრი ტიტული", - ამბობს ოლივერ კანი, „ბაიერნის" გენერალური დირექტორი.


„ყველა ჯილდო იმაზე მეტყველებს, რამდენად წარმატებული ფეხბურთელია მსოფლიოში რობერტ ლევანდოვსკი. ოთხი წლის მანძილზე, რაც კლუბში, „ბაიერნის" სპორტულ მხარეს ვხელმძღვანელობ, ის გავიცანი, როგორც პიროვნება, რომელიც მუდმივად ცდილობს გახდეს სრულყოფილი და ღიად ცდილობს თავისი იდეების რეალიზაციას. რობეტი, ყოველთვის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება, ორივე მიმართულებით, პერსონალურადაც და სხვებისთვისაც.  ეს, ჩვენ გვეხმარება და ამიტომაც ვარ ბედნიერი, რომ მან, დამსახურებულად მიიღო „ოქროს ბუცი". ამავდროულად, ამაყი ვარ „ბაიერნის" გამოც, რადგან, ის არის იმ მიუნჰენური კლუბის ნაწილი, რომელსაც წარმატებებისთვის ბევრი შეუძლია მისცეს - ხარისხი, მენტალიტეტი, ერთსულოვნება და თამაშით სიამოვნება",  - ამბობს, ჰასან სალიჰამიჯიჩი, „ბაიერნის" სპორტული დირექტორი.




სტატია მომზადებულია @FC BAYERN MUNICH- ის სტატიების მიხედვით