ახალი გამგეობა, ძველი და ახალი გამოწვევებით
ახალი გამგეობა, ძველი და ახალი გამოწვევებით
21.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რაგბის კავშირის პირველი სხოდმა, დღეს,  „თბილისი მარიოტში" გაიმართა.  აირჩა ახალი გამგეობა და ამ რგოლის თავმდჯდომარე,  რაც ქართული რაგბის ისტორიაში, პირველად მოხდა.


„მთლიანობაში საინტერესო დღე გამოვიდა, იყო კარგი მსჯელობები. გამგეობის წევრებს გავაცანი განვლილ 5 თვეში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ვულოცავ ქართულ რაგბს პირველ არჩევით გამგეობას, რაც ჩვენი დაპირება იყო. ვფიქრობ, ერთიანად ქართული რაგბის სწრაფ განვითარებას კიდევ უფრო დავაჩქარებთ", - ამბობს იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის თავმდჯომარე სხდომის დასრულების შემდეგ.


გამგეობას კი, რომელსაც - 121 სანაკრებო კეპის მფლობელი დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს, საკმაოდ ბევრი საქმე „დაუგროვდა". „რაგბის კავშირში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, პასუხისმგებლობა რამდენჯერმეა გაზრდილი და ვალდებულნი ვართ საქმე ძალიან კარგად და გამჭვირვალედ წარვმართოთ, " - ამბობს კაჭარავა.


გამომდინარე იქიდან, რომ რაგბის კავშირში, არ უარყოფენ კრიზის არსებობას, სამომავლოდ აღნიშნულ თემებზე „გამჭირვალედ" აპირებენ ლაპარაკსაც და როგორც ჩანს მოქმედებასაც. თუმცა, ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმა, ჯერ მხოლოდ თეზისებით სახით არის წარმოდგენილი.




- კრიზისის დაძლევის კუთხით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც რაგბის კავშირის ბიუჯეტის ზრდას შეეხებოდა, დავალიანების ნაწილის დაფარვა შესაძლებელი გახადა;

- შეიქმნა ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი", რაც სპორტული კუთხით უმნიშვნელოვანესია.

- ბიჭებს მრავლად უნდა ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები, რათა იქ მიღებული გამოცდილება ეროვნულ ნაკრებში გამოიყენონ;

- მნიშვნელოვანი ძვრებია ინფრასტრუქტურის კუთხით. დაანონსებული ახალი მოედნების მშენებლობა

- მეოთხე უნიშვნელოვანესი პუნქტი - ბავშვთა რაგბი და მასობრიობა. გადამზადებული მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებს რაგბის ფასეულობებზე გაზრდიან.


კაჭარავა ამბობს, რომ გამგეობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მხოლოდ რაგბისთვის სასიკეთოდ იქნება მიღებული, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია იდეა და ფასეულობა, რის გარშემოც გამგეობა შეიკრა. ეს ფასეულობაა კი, რაგბი და მისი განვითარებისთვის ხელშეწყობაა. „გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა პიროვნებების, ან რეგიონების მიხედვით, არამედ იმისათვის, რომ ის, უკეთესი იქნება რაგბისთვის. რაგბი, მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები" - ამბობს კაჭარავა.


დღესვე,  გამგეობამ დაამტკიცა სადისციპლინო სააპელაციო კომისიის წევრები, განიხილა ცვლილებები თამაშის წესებში, დაამტკიცა ანტიკორუფციული რეგულაციები და განიხილა კლუბებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი. იოსებ ტყემალაძის შეთავაზებით, ქართული რაგბის ერთ-ერთი ლეგენდა, მამუკა გორგოძე ნაკრებთან ურთიერთობას უხელმძღვანელებს და გამგეობაში, მის ინტერესებს დაიცავს.



რაგბის კავშირის ფოტოები