„დინამო თბილისმა“ სექტემბერში პირველად გაიტანა, ბათუმის „დინამომ“ სტატუს-კვო შეინარჩუნა
„დინამო თბილისმა“ სექტემბერში პირველად გაიტანა, ბათუმის „დინამომ“ სტატუს-კვო შეინარჩუნა
20.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისმა", ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, როგორც იქნა გაიტანა. ფოთში, "ფაზისის" განახლებულ სტადიონზე (ამ თემაზე ცალკე, მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ), თბილისელებმა "შუქურას" კარში, 4 ბურთი გაიტანეს და საკმაოდ საჭირო 3 ქულასთან ერთად, როგორც იქნა, საგოლე მომენტების რეალიზება მოახერხეს. სწორედ, ამ გარემოებებზე გაამახვილა, მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში კახა ცხადაძემაც ყურადღება. თუმცა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რადგან, გატანილი გოლების პარალელურად, თბილისელებმა, ბევრი სხვა მომენტი „გაანიავეს".  რამდენჯერმე, თამაშში ჩართვა, დინამოელთა ესპანელ მეკარეს, ანდრე პრიეტოსაც მოუხდა. ასე, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ქართული ფეხბურთის კარიბჭეში "გასეირნება" სულაც არ ჰქონია. ანგარიში კი, დინამოელთა სერბმა ფეხბურთელმა, ზორან მარუშიჩმა 27-ე წუთზე გახსნა. მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ მანვე დღეს, დუბლი გაიფორმა. 64-ე წუთზე, მილან რადინის გადაცემის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში, ზორანმა მე-11 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში, ახლა, მეორე პოზიციაზეა. „შუქურასთან" მატჩში კი, პირველი ტაიმის მიწურულს, ოსეიმ ანგარიში ორამდე გაზარდა და თბილისელები, შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ. თუკი, მარუშიჩმა, ამ მატჩი დუბლი გაიფორმა, „დინამო თბილისის" მეორე სერბმა, მილან რადინმა, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, ამ შეხვედრაში, მეორე საგოლე გადაცემაც გააკეთა, რომელიც 83- ე წუთზე, სრულიად აუღელვებლად დაასრულა, ლევან ხარაბაძემ და ამ მატჩის საბოლოო ანგარიში, 0-4 დააფიქსირა. სხვათა შორის, ეს ხარაბაძის სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატზე. ცხადაძის გუნდში, კი, დებიუტი „დინამოს აკადემიის" აღზრდილს, ალექსანდერ კალანდაძეს ჰქონდა.

მატჩის ფოტო-რეპორტაჟი


სექტემბერში, ქუთაისის „ტორპედოს" წარმატებული სვლა, სამტრედიაში შეჩერდა. „ეროსი მანჯგალაძის სახელობის" სტადიონზე, პირველი გოლი მეჰდი ბუკასმა, მე-15 წუთზე გაიტანა გია ცეცაძის გუნდის კარში. თუმცა, მასპინძლებმა, გონზე მოსვლა მალევე მოახერხეს და ნიკოლა პრელჩეცმა 22-ე და 35-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა. საერთო ჯამში, ხორვატმა, ამ დღეს, ჰეთ-თრიქიც შეასრულა. თუმცა, მანამდე, კახა ჩხეტიანის კარი, მათე კვირკვიამ აიღო. საბოლოოდ კი, „სამტრედიამ", იმერულ დერბიში,  4-1 გაიმარჯვა, მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და ქუთაისელებს, საქმე გაურთულა.




მე-15 წუთზე, ჯაბა ჯიღაურის გატანილი გოლის წყალობით მოიგო შეხვედრა, თელავში, „რაგბი არენაზე" ბათუმის „დინამომ". თამაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გეგუჩაძის „სუპერ-გუნდს", რიგ მომენტებში, „თელავთან", მეორე ნომრად მოუხდა თამაში. უფრო მეტიც, ანგარიში, დიდი ალბათობით შეიცვლებოდა, 55-ე შეხვედრის არბიტრს, ბათუმელთა კარში, ჟუნიორის წქაცევისთვის 11-მეტრიანი, რომ დაენიშნა. სხვათა შორის, მსაჯებს, ამ სადაო მომენტამდე, ჩოგაძეზე ჯარიმაც „გაეპარათ" . ასეა, თუ ისე, ბათუმის „დინამომ" პრინციპული შეხვედრა მოიგი, 0-1, „თელავთან" და უშუალო მეტოქესთან, „დინამო თბილისთან" 5-ქულიანი უპირატესობის სტატუ-კვო შეინარჩუნა.


მეორე ტურია, ზედიზედ „მშრალად" თამაშობს გორის „დილა". გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რამაზ სოლოღაშვილის ხელმძღვანელობით, „დილამ", ამჯერად „საბურთალოსთან" გაიყო ქულები. შეხვედრა კი, ფრედ, 0-0 დასრულდა.


25-ე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე. საგურამოში, თბილისის „ლოკომოტივმა", წყალტუბოს „სამგურალს" უმასპინძლა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის ტექნიკურ ოქმში, მხოლოდ მასპინძლთა ლეგიონერის, ადამა ვადისათვის ნაჩვენები ყვითელი ბარათი ფიქსირდებოდა. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან, ამ შეხვედრაში ვითარება დაიძაბა. 57-ე წუთზე, ლოკომოტიველთა სენეგალელ მცველს, შეხვედრის არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი, უჩვენა, რაც მომენტალურად გაწითლდა და სტუმრები, რიცხვობრივ უპირატესობაში დარჩნენ. თუმცა, ამ მომენტამდე და შემდეგ, დაახლოებით 7-8-წუთიან მონაკვეთში, სოსო ფრუიძის შეგირდებმა 2 გოლი გაიტანეს. 51-ე წუთზე პაპუნა ფონიავამ, შემდეგ კი, გიორგი თევაძემ. „სამგურალი" 0-2 დაწინაურდა. გია ჭიაბრიშვილის გუნდს კი, მთელი ძალისხმევა დასჭირდა მატჩის გადასარჩენად. 70-ე წუთზე, ბექა დარცმელიას გადაცემით, მამია გავაშელიშვილმა მორიგი გოლი ჩაიწერა აქტივში, 79-ე წუთზე კი, იმრანმა, „ლოკოს" ქულა გადაურჩინა, 2-2. თუმცა, ეს შეხვედრა ამით არ დასრულებულა და ავაზაშვილს, კიდევ ერთი ფეხბურთელის, ლუქმან გილმორის გაძევება მოუხდა, წყალტუბოლეთა რიგებიდან.


სატურნირო ცხრილი

მომდევნო ტურის კალენდარი



სტატიაში გამოყენებულია "სამტრედიის" ფოტო