
თებერვლის დასაწყისში ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირი და სუპერლიგის „ყველა ვასრკვლავთა" მატჩი გაიმართება. „ყველა ვარსკვლავის მატჩის" ძირითადი ხუთეულის მოთამაშეები, ტრადიციულად, გულშემატკივრის მიერ გამოკითხვის შედეგად შეირჩევა. კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (WWW.GBF.GE) ხმის მიცემის პროცედურა დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყო და 2 თებერვალს 12:00 საათზე დასრულდება. „ოლ სტარის" სათადარიგო მოთამაშეებს კი მწვრთნელები დაასახელებენ. ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებების დროს ტრადიციულად გაიმართება კონკურსი 3-ქულიან სროლებსა და ჩატენვებში. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ სუპერლიგის ორი წრის შემდეგ 3-ქულიანების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებლის მქონე მოთამაშეები, ჩატენვების კონკურსში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია. ეს მატჩი, ქუთაისის, საკალათბურთო სასახლეში 3 თებერვალს გაიმართება და 16:00 დაიწყება.
თუმცა მანამდე, 1-4 თებერვალის ჩათვლით ქუთაისი, ქართული კალათბურთის ლეგენდების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის უმასპინძლებს. საკანდელიძე-ქორქიას მემორიალზე, სუპერლიგის 7 და „ა" ლიგის 1 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: „ქუთაისი", „სოხუმი", „ოლიმპი", „რუსთავი", „კაკტუსი", „მგზავრები", „მარნეული" და „წყალტუბო" -„ა" ლიგიდან თავდაპირველად, ტურნირის პირველ დღეს, 1 თებერვალს, ერთმანეთს მეოთხედფინალებში დაუპირისპირდებიან, ხოლო 2-ში ნახევარფინალები გაიმართება. ფინალური მატჩი 4 თებერვალს, 16:00 საათზე არის დაგეგმილი.
ქუთაისში, საკალათბურთო ზეიმის დღეებში, საქართველოს საკალათბურთო თასის კენჭისყრაც გაიმართება.






ჩვენ








