
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. გიორგი ნემსაძის გუნდმა, დღეს, ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრები 3-2 დაამარცხა. სადებიუტო გოლი მატჩის დასაწყისშივე თბილისის „ლოკომოტივის" ახალწვეულმა ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ, ყაზახები სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და საქართველოს ნაკრების კარში 2 გოლის გატანაც მოახერხეს. პირველი ტაიმის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები 1-2 აგებდნენ.
შესვენებაზე, ნემსაძემ ორი ცვლილება გააკეთა. მეორე ტაიმში ლუკა შვარცისა და ცოტნე ჩოთალიშვილის ნაცვლად, გიორგი აბზიანიძე და გიორგი იაკობიძე გამოვიდნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში, ქართველი ფეხბურთელები დომინირებდნენ, თუმცა ყაზახელთა მეკარის წყალობით, ქართვემა 17-წამდელებმა, მხოლოდ 2-ჯერ მოახერხეს კარის აღება. 62-ე წუთზე, თბილისის „საბურთალოს" ფეხბურთელმა ცოტნე კაპანაძემ, გაათანაბრა ანგარიში. 69-ე წუთზე კი მისმა თანაგუნდელმა გიორგი გულიაშილმა ანგარიში 3-მდე გაზარდა.
საბოლოოდ, ქართველმა 17-წლამდელებმა ეს შეხვედრა 3-2 მოიგეს. მომდევნო თამაშსს, ჩვენი გუნდი, ხვალ, 23 იანვარს, თბილისის დროით 20:00 დაიწყებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე, მოლდოვა იქნება. გიორგი ნემსაძემ, „განვითარების თასი 2018"-ის პირველ მატჩში, შემდეგი შემადგენლობა დააყენა: ლუკა ხარშილაძე („დინამო თბილისი"), ივა გელაშვილი („სპარტა" ჩეხეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი"), შოთა ნონიკაშვილი („საბურთალო"), ცოტნე კაპანაძე („საბურთალო")(75' ლადო ჩიხრაძე „საბურთალო), გიორგი შალიკაშვილი („დინამო თბილისი"), ცოტნე ჩოთალიშვილი („საბურთალო"), ლუკა შვარცი (გერმანია), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო"), ზუკა დავითაშვილი („ლოკომოტივი"), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო თბილისი"). (80+3' აკაკი დეკანოსიძე „იმოლეზე" იტალია).
მინსკის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 21-28 იანვრის ჩათვლით ტარდება ბელორუსის დედაქალაქში, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, მესამე ჯგუფში, უკრაინასთან, ყაზახეთთან და მოლდოვასთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ნემსაძის გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას 25 იანვარს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ამის შემდეგ კი ფლეი-ოფები დაიწყება. უკრაინის ნაკრებმა, სასტარტო შეხვედრაში დღეს, 4-0 დაამარცხა მოლდოვას ნაკრები.
აღნიშნულ ტურნირს, ნემსაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადების ეტაპად იყენებს.
ფოტო: АБФФ





ჩვენ








