ბურჯანაძის ბეტისმა შინ მანრესასთან უიმედოდ წააგო
ბურჯანაძის ბეტისმა შინ მანრესასთან უიმედოდ წააგო
28.09.2021
ავტორი: ი.პ.

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს და მთლიანად მის გუნდ "ბეტისს". ქართველი ფორვარდის გუნდმა "მანრესას" უმასპინძლა და 42 ქულით - 64-106 განადგურდა.


ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 15:39 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ბურჯანაძის ანგარიშზე 2 ქულა და 3 მოხსნა დაგროვდა. ბეტისის ანგარიშზე 1 მოგება და 2 მარცხია, გუნდი მე-16 ადგილზე იმყოფება და მორიგ ტურში, 3 ოქტომბერს, სტუმრად "ბრეგანს" დაუპირისპირდება.