
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, პირველ დიდ ტურნირზე, რომელიც 2-10 ოქტომბრის ჩათვლით ოსლოში გაიმართება, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 10 ფალავნით იასპარეზებს. ნორვეგიაში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მოქმედი ჩემპიონების რანგში წარსდგებიან 61კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე და 125 კგ-ში გენო პეტრიაშვილი.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობის წაყვანა გადაწყვიტა.
57 კგ - გოგა ძიგუა
61 კგ - ბექა ლომთაძე
65 კგ - ედემი ბოლქვაძე
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - ნიკა კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
92 კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
საქართველოს ნაკრები ნორვეგიაში 30 სექტემბერს გაემგზავრება.





ჩვენ








