
ახალგაზრდა ქართველმა მთამსვლელმა ზურა კვესტაძე შესძლო და ჟანგბადისა და შერპების დაუხმარებლად, 8-ათასიანი მანასლუს დალაშქვრა დღეს, მოახერხა. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციაში, ამის შესახებ შეტყობინება დღეს, დაახლოებით 1 საათის წინ, თბილისის დროით, 11:00 საათზე შევიდა. მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 8163 მეტრია, ქართველ მთამსვლელთაგან სხვადასხვა წლებში ავთანდილ ცინცაძე და გია თორთლაძე არიან ასულები.
რაც შეეხება ზურა კვესტაძეს, მან მანასლუზე ასვლა, აბსოლუტურად მარტომ მოახერხა, მას შემდეგ რაც მთაზე ასასვლელი პერმიტი, ერთ-ერთ საერთაშორისო ექსპედიციასთან ერთად აიღო. კვესტაძემ სოლო ასვლის დროს, შერპების დაუხმარებლად, ყველა ბანაკში თავად აზიდა ტვირთი, მთელი მარშრუტი იარა დამოუკიდებლად, ჟანგბადის გარეშე, რაც საკმაოდ, მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა. ქართველი მთამსვლელის ასვლას თვალს, საერთაშორისო ექსოედიციის წევრები ადევნებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, კვესტაძე, ერთ-ერთი ბანაკიდან, დაშვების დროს, თავად გამოვიდა თბილისთან კონტაქტზე. ის თავს კარგად გრძნობს და დღის, ბოლოს შეეცდება საბაზო ბანაკში იყოს.
ნეპალში, მწვერვალის დასალაშქრად ქართველი მთამსვლელი, 10 სექტემბერს გაემგზავრა. 30 წლის ზურა კვესტაძემ, საკუთარ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ეს, მისი პირველი ასვლა იქნებოდა 8-ათასიან მწვერვალზე და ამასთან, პირველი ექსპედიცია, გუნდის გარეშე. ამასთან, როგორც უკვე გითხარით, ის მწვერვალზე ასვლას დამოუკიდებლად, შერპების დახმარებისა და ჟანგბადის გარეშე გეგმავდა. სოციალურ ქსელში მისივე დატოვებული შეტყობინებებიდან, მთამსვლელმა, სააკლიმატიზაციო ასვლას მაქსიმალურად ცოტა დრო მოანდომა:

„1 დღე - ღამისთევა პირველ ბანაკში 5700 მ.
2 დღე - ღამისთევა მე-2 ბანაკში 6400 მ. ჯერ ამ სიმაღლეზე არასოდეს გამითევია.
3 დღე - ღამისთევა მე-3 ბანაკში 6800 მ.
4 დღე - ღამისთევა ისევ მე-3 ბანაკში, მარტო ზევით წასვლა არ იქნებოდა კარგი , ჯერ არავინ ყოფილა C4 -ში, არც თოკებია და არც კვალი, ამიტომ ისევ 6800-ზე გავათიე და დავეშვი საბაზო ბანაკში 4700-ზე" , - წერს მთამსვლელი.
26 სექტემბერს კი, ზურა კვესტაძე, საბაზო ბანაკიდან მწვერვალისკენ შეუდგა გზას და 29 სექტემბერს 8163 მეტზე ავიდა. ახლა, ალპინისტი, მაქსიმალურად ცდილობს სიმაღლის დადგებას და ღამესაც, დიდი ალბათობით საბაზო ბანაკში გაათევს. TSFF.GE წარმატებულ დაშვებას უსურვებს ქართველ მთამსვლელს, რომელიც ამავდროილად, ჩვენი გვერდის ერთ-ერთი პროექტის „სპორტფოტოს" მემატიანეც არის, შესაბამისად, 2021 წლის შემაჯამებელ კატალოგში, კიდევ ერთი ალპინისტური ექსპედიციის კადრები შეინახება.





ჩვენ








