კახი ასანიძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულა
კახი ასანიძემ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულა
29.09.2021
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა როვანიემში (ფინეთი) 20 და 23- წლამდელებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე 4 მედალი მოიპოვა.


73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კახი ასანიძემ 23-წლამდელებში  სამი მედალი მიიღო. მან ატაცში 146 კილოგრამი დაძლია, რამაც ბრინჯაოს მედალი მოუტანა. ასანიძემ უკეთ იასპარეზა აკვრაში - 174 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი ერგო. ასევე მეორე იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 320 კილოგრამით.


ორი დღით ადრე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა არჩილ მალაყმაძემ.