დასკვნითი წრის დაწყებამდე ელიგაში სტატუს-კვო შენარჩუნებულია
დასკვნითი წრის დაწყებამდე ელიგაში სტატუს-კვო შენარჩუნებულია
29.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გასაგებია, რომ ეროვნულ ლიგაზე, მსაჯების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები, ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოში არ არის სასიამოვნო მოსასმენი. ისიც გასაგებია, რომ ეს სფერო ნელ-ნელა იხვეწება და ასეთ დროს შეცდომებიც მოსულა. გასაგებია ისიც, რომ ამ „შეცდომების" „გამოსასწორებლად" და „ცოდნის ასამაღლებლად" საერთაშორისო მატჩებზე მომსახურებისთვის, ყველაზე ხშირად, სწორედ, ის მსაჯები მიდიან, ვინც ამ „უენბლიე" შეცდომებს უშვებს და კიდევ, ისიც, რომ ქართულ ფეხბურთში, VAR-ის სისტემის დანერგვას აპირებენ, რამაც წესით ვითარებაც უნდა შეცვალოს, მაგრამ... აქ არის რამდენიმე მომენტი, რამდენად ნეიტრალური ხალხი დაჯდება იმ ვარის ოთახში და იმ ოთახს, რამდენად მაღალი ხარისხის ვიდეო-სიგნალი მიეწოდება...

სხვა შემთხვევაში, ისევე, როგორც ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ორიდან ერთ ცენტრალურ მატჩში, მსაჯი ერთი გუნდის საზიანოდ, თამაშგარედან გასულ გოლს ჩათვლის და ორ შემთვევაში 11-მეტრიანს არ დანიშნავს. სწორედ, ასე მოხდა, საგურამოში, „ლოკომოტივი" - „დინამო თბილისის" მატჩის დროს, როდესაც გოგა კიკაჩეიშვილმა, რამდენიმე ტურით ადრე, თელავში გამართული მატჩის შემდეგ, კიდევ ერთხელ დააზარალა „დინამო თბილისი" (თელავშიც, სწორედ ამ მსაჯმა მეორე ტაიმში, ოსეისთან დაკავშირებული  „მომენტი" გაატარა). ასეა, თუ ისე, თბილისურ დერბიში, შეხვედრას, რომელშიც უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ და ტრადიციულად ბევრ საგოლე მომენტს ანიავებდნენ, ანგარიში, კახა ცხადაძის შეგირდებმა გახსნეს. ზორან მარშუშიჩმა დავით სხირტლაძის გადაცემით, 65-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ახლა 13 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერია. მე-80 წუთზე, დავით სხირტლაძის მორიგი საგოლე გადაცემით, ამჯერად, ოსეი ბარნსმა გაიტანა. თუმცა, ამ მომენტამდე, 69-ე წუთზე, ლოკომოტიველმა ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინა თავი, და ეროვნულ ჩემპიონატში, საიუბილეო, მე-100 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, მასპინძლეი, ორ თამაშგარეში, დინამოელთა ესპანელი მეკარეს „მოერივნენ", აქედან, კიკაჩეიშვილმა პირველი გოლი არ ჩათვალა, აი მეორეზე კი, მასპიძლებს გული ვეღარ „გაუტეხა" და ცოტა ხნით, „ლოკო" დაწინაურდა. ამის შემდეგ, ორი ყურადსაღები ეპიზოდი მოხდა, ჯერ, მსაჯებმა, „ვერ დაინახეს" ბურთი როგორ  მოხვდა ბექა დარცმელიას, მას შემდეგ, კი რაც ანგარიში თანაბარი იყო, არაფრად ჩააგდეს ხვადაგიანის მიმართ, ლოკომოტიველთა საჯარიმოში, საბა ხვადაგიანის მიმართ უხეში თამაში. ასეა, თუ ისე, შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმაც, მიმდინარე გათამაშებაში, მსაჯების „დახმარებით" მორიგი ქულები დაკარგა.


იხილეთ ვიდეო


***

თბილისელთაგან განსხვავებით, მსაჯების დაუხმარებლად დაკარგა ქულები გორში, ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, ბათუმის „დინამომ". თამაშში, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიში 24-ე წუთზე უსმანე კამარას გოლით, „დილამ" გახსნა. თუმცა, მასპინძლებს ჯერ, აღნიშვნა არ ჰქონდათ დამთავრებული, როდესაც, ჯაბა ჯიღაურმა მორიგი ლამაზი გოლი  მიითვალა. 73-ე წუთზე, უკვე გორელებმა „გამოიჩინეს" თავი და ჯოვონო ფლამარიონის პროვოკაციას, რომლემაც აშკარად 100-იანი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან და ვითარების გამოსწორებას შეეცადა,  წამოეგნენ მასპინძლები. ვლადიმერ მამუჩაშვილს, კი, ლუკა გუგეშაშვილის კარში, 11-მეტრიანის გატანა არ გასჭირვებია. ისევე, როგორც შეხვედრის პირველ ტაიმში, ამჯერადაც წონასწორობა ამჯერადაც მალევე აღსდგა. 73-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურის გადაცემით, ნიკა გაგნიძემ, წონასწორობა აღადგინა, 2-2, „დილას" საჭირო ქულა მოუტანა, ბათუმურ გუნდს კი, 2 ქულა წაართვა. შესაბამისად, ამ ტურში, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში, გია გეგუჩაძის გუნდმა, კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა, მომდევნო ტურამდე, 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.


***


მშრალად დასრულდა შეხვედრა წყალტუბოში, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე, იმერულ დერბიში, „სამგურალი", ქუთაისის „ტორპედოს" დაუზავდა და გადასათამაშებელ ზონასთან ახლოს მყოფ ქუთაისელებს, ქულით დაეხმარა. მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა. სოსო ფრუიძის გუნდს,  საარჩევნოდ გამზადებულმა კახა ჩხეტიანის გუნდმა, მოხლოდ 2 ყვითელი ბარათით აჯობა.


***


ფრედ, 1-1 დასრულდა „განწირულ" ზონაში მყოფი ქობულეთის „შუქურასა" და „თელავის" დაპირისპირება. ფოთის ფაზისის სტადიონზე, ანგარიში სწრაფი გოლით, მე-5 წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თელაველებმა, ქულის გადარჩენა მხოლოდ, 76-ე წუთზე, ირაკლი რუხაძის მიერ გატანილი გოლის შემდეგ მოახერხეს. თუმცა, ეს სანუგეშო, ბოლო საჩემპიონის წრის სტარტზე, არც ერთი გუნდისთვის არაა.


***


საგოლე გადაცემა ჩაიწერა, სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ოთო გოშაძემ, რომლის ზუსტი გადაცემის შემდეგ, აკაკი შულაიამ მე-9 წუთზე ანგარიში გახსნა, მიმდინარე გათამაშებაში კი, მორიგი გოლი გაიტანა. 35-ე წუთზე, „სამტრედიელთა" კარში, გიორგი გულიაშვილის გადაცემით, გიორგი გოჩოლეიშვილმა გაზარდა ორამდე ანგარიში და ამ შეხვედრაში „სამტრედიას" მორიგი მარცხის „ვერდიქტი" გამოიტანა, 0-2. მატჩში, შესაძლოა, ანგარიში შეცვლილიყო, თუმცა, მსაჯებმა, აკაკი შულაიას მიერ კუთხურიდან „ჩახვეული" ბურთი არ ჩათვალეს, ამავე ფეხბურთელის მონაწილეობით, თბილისელთა მიერ გატანილი კიდევ ერთი გოლი გააუქმეს. ასეა, თუ ისე, „საბურთალომ" ამ ტურში, ერთადერთმა მოახერხა 3 ქულის აღება და სატურნირო ცხრლში, უშუალო კონკურენტებს საპრიზო ადგილისთვის, „დილას" ორი, ხოლო, „ლოკომოტივს", ექვსი ქულით გადაასწრო.


***


ეროვნულ ლიგაში მომდევნო ტური კვირას, 3 ოქტომბერს გაიმართება და ამის შემდეგ, სანაკრებო შესვენება გამოცხადდება.

სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი