
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, ლუქსემბურგში, ევროპის 2021-2022 წლების ჩემპიონატის სეზონზე, ასპარეზობა დაასრულა. სალომე ხუბულურის გუნდა სამი შეხვედრიდან სამივე წააგო, საკუთარ კარში 31 გოლი გაუშვა და ვერც ერთი ვერ გაიტანა.
24 სექტემბერი / კოსოვო - საქართველო 13-0
27 სექტემბერი / საქართველო -ლუქსემბურგი 0-10
30 სექტემბერი / საქართველო - ბელარუსი 0-8
შესბამისად, ჩვენმა გუნდმა ერთი ლიგით დაწინაურება და 2022-2023 წლებისთვის, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას სამომავლოდ გადაავადა.
საკმაოდ, რთული და გრძელი გზის გასავლელად, ჩვენი გოგონათა ნაკრები, მხოლოდ, 18 სექტემბრიდან შეიკრიბა. ბევრმა მოთამაშემაც, ერთ გუნდად, სწორედ ამ შეკრების დროს ივარჯიშა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა შეკრებაზე 18 ფეხბურთელი გამოიძახა. საასპარეზოდ კი, ჩვენები ლუქსემბურგში 22 სექტემბერს გაემგზავრნენ.
მეკარეები: ანანო ხუცურაული („ბახტრიონი" ახმეტა), თამარ ყიზილაშვილი ("ბახტრიონი" ახმეტა)
მცველები: ლიზი ჯგუშია ("ნორჩი დინამო" თბილისი), ანა პავლიაშვილი ("ნორჩი დინამო" თბილისი), ნინო აბულაძე ("ნიკე" თბილისი), მაია ხუციშვილი ("ნიკე" თბილისი), სალომე კევლიშვილი ("ბახტრიონი" ახმეტა), ელენე გაზდელიანი („დინამო" სოხუმი)
ნახევარმცველები: მარიამ მამნიაშვილი („ნიკე" თბილისი), ლიზი კანკია („კვარტალი"5 თბილისი), ელენე ენჯიბაძე ( "გორი იუნაიტედი" გორი), ლიზი დიასამიძე („დინამო" ბათუმი), რუსუდან მანაგაძე ("გორი იუნაიტედი" გორი)
თავდამსხმელები: ლიკა მანუჩარაშვილი ("ნორჩი დინამო" თბილისი), ელენე ჩიქოვანი ("კვარტალი" თბილისი), ნინო ბუხრიკიძე ("ნიკე" თბილისი), ლიზი გომელაური („დინამო" სოხუმი), ნინი ბერიძე („დინამო" ბათუმი)
უეფა-ს გადაწყვეტილებით, გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირში მონაწილეობის სურვილი, უეფას წევრი 55 ქვეყნიდან, გამოთქვა 49 ქვეყანა, გადაწყდა - ასპარეზობა რამდენიმე ფაზად ჩატარდეს. ქვეყანათა რეიტინგის მიხედვით, გუნდები A და B ლიგებად დაიყვნენ. A ლიგაში, 28 ქვეყანა მოხვდა და 7 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კი, B ლიგაშია, სადაც მისი მეტოქეები, ბელარუსი, კოსოვო და მასპინძელი ლუქსემბურგია. ასპარეზობები, ჯგუფებში ასპარეზობები, მინი-ტურნირების1 სახით ტარდება. B ლიგაში, სადაც 6 ჯგუფია, გამარჯვებულები და ერთი, საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი, ავტომატურად A ლიგაში 2021-2022 წლების სეზონის ბოლო, მეოთხე ადგილოსნებს გაუცვლის ადგილს და უკვე მომდევნო ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის დაიწყებს ბრძოლას.
რაც შეეხევა A ლიგას, 7 ჯგუფის გამარჯვებული გუნდი, ავტომატურად შეუერთდება ბოსნია და ჰერცოგოვინას 17-წლამდე ნაკრებს, რომელსაც, როგორც მასპინძელ ქვეყანას, ფინალურ ეტაპზე, 3-15 მაისს, ასპარეზობის უფლება, უკვე განაღდებული აქვს.





ჩვენ








