Matchday 2 - იქ, სადაც ჩვენ არ ვართ!
Matchday 2 - იქ, სადაც ჩვენ არ ვართ!
30.09.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მაშ ასე, მოდით გავაგრძელოთ ერთი რიგითი სტატისტიკა, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, საუკეთესოთა გამოვლენაში მოეხმარება. ამასთან, ლიგის მეორე სათამაშო ტურის საინტერესო მომენტებიც გავიხსენოთ. მაგალითად ის, რომ ქრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიასი, თავისი სახელი, კიდევ უფრო გამოკვეთა. თუმცა, მოდით მივყვეთ თანმიმდევრობას.


ლიგის მეორე სათამაშო ფანჯრის პირველი საასპარეზო დღე, ბევრი საინტერესო ამბით გამოირჩა. „პსჟ"-ს მაისურით, ლეონელ მესიმ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა და პარიზულ კლუბს, „მანჩესტერ სითის" დამარცხებაში მიეშველა. „პარკ დე პრენსიზე" გრანდების დუელში, იდრისა გუეიემ, ედერსონი მე-7 წუთზევე გაანაწყენა და ანგარიში გახსნა. სტუმრებმა, არ შეიმჩნიეს და ორჯერ, ზედიზედ ძელს გაარტყეს, თუმცა, გოლი კვლავ მათ კარში მეორე ტაიმში გავიდა და ეს მესიმ გააკეთა, მბაპეს გადაცემის შემდეგ. თავად თამაში, როგორც იტყვიან, ღია იყო, თუმცა, მეტი გოლი აღარ გასულა. ახლა, „პსჟ" ჯგუფის სათავეშია და ბრიუგეს, ბურთების სხვაობით ჯობნის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 10 შეხვედრაში, არ გაუშვეს გოლი!



მადრიდში, ექსპერტები, მოლდოვურ კლუბს „გრძელ ღამეს" უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, „შერიფი" ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ყველას გაოცებას აგრძელებს. იური ვერნიდუბის გუნდი ორი სათამაშო ფანჯრის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით ჯგუფსი ლიდერია! „რეალთანაც" ანგარიში სწორედ მათ გახსნეს. გოლი, სამეფო გუნდს, მოლდოველთა უზბეკმა ფეხბურთელმა, ჯასურბექ იახშიბოევმა გაუტანა. მადრიდელებმა, მხოლოდ 65-ე წუთზე, მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, ბენზემას ზუსტი 11-მეტრიანით, თუმცა, ქულის გადარჩენაც კი ვერ მოახერხეს. 90-ე წუთზე, „შერიფის" ლუქსემბურგელმა" სებასტიან ტილიმ, მოლდოველებს მორიგი 3 ქულა მოუტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც სტუმრათა გუნდის ბერძენი მეკარე დაასახელეს.


ამ ტურში ყველაზე მოსალოდნელი „ბაიერნის" გამარჯვება იყო. მასპინძლები, უკვე 27-ე წუთზე, „დინამო კიევის" წინააღმდეთ, ორბურთიანი სხვაობით ლიდერობდნენ. ორივე გოლი, რობერტ ლევანდოვსკიმ (12', 27') გაიტანა, თავიდან 11-მეტრიანით, შემდეგ კი, ტომას მიულერის გადაცემით. სხვათა შორის, უკრაინელებს, პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ მანუელ ნოიერმა საკმაოდ რთული დარტყმულის მოგერიება მოახერხა. მეორე ტაიმში, 68-ე წუთზე, უკვე სერჟ გრაბრიმ ანგარიშში სხვაობა უკვე სოლიდური გახადა, ლეროი სანემ (74') და ერიკ შუპო-მოტინგმა (87') კი, შეიძლება ითქვას, კიეველები გაანადრგურეს. „ბაიერნმა" ახლა სეზონში, ორიდან ორი შეხვედრა მოიგო და ის ფაქტი, რომ მას ჯგუფში ვინმე გადაასწრებს, უკვე ფანტაზიის სფეროდან არის. იულიან ნაგელსმანის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ორ მატჩში 9 გოლი გაიტანეს და ჯგუფს, მაქსიმალური 6 ქული, 8 გატანილი და 0 გაშვებული ბურთით ლიდერობენ. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება, „ბაიერნმა", ბოლო ცხრა ოფიციალურ მატჩი საშუალოდ 3 ბურთი მაინც გაიტანა. უკვე საინტერესო დეტალი - ლევანდოვსკის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, 4 გოლი აქვს გატანლი.



მიუხედავად ამისა, ამ ჯგუფში, საქმე ასე მარტივად არ დასრულდება. „ბენფიკასა" და „ბარსელონას" დაპირისპირებაში, დარვინ ნუნიესის გოლის მერე, პორტუგალიელები წინ, შეხვედრის მესამე წუთზე გავიდნენ. ამის შემდეგ, კატალონიელებს, ზუსტად 66 წუთი ჰქონდათ, რაიმეს გამოსასწორებლად, ბურთსაც უფრო მეტჯერ ფლობდა, კარისკენაც ბევრს ურყამდა, თუმცა, შესვენებადე, ამ დარტყმებიდან არც ერთი, კარის ჩარჩოში არ ყოფილა. აი, მეორე ტაიმში კი, „ბენფიკამ", რეალურად ორივე შანის გამოიყენა და ჯერ 69-ე წუთზე, რაფა სილვამ გაზარდა ანგარიში ორამდე, კიდევ 10 წუთში, ნუნიესმა ზუსტად დაარტყა 11-მეტრიანი და დუბლი გაიფორმა. „ბარსელონას" სერიოზულ გასაჭირს კი, ერიკ გარსიას გაძევებაც დაემატა, მას მერე, რაც ფებხურთელს მეორეჯერე უჩვენეს ყვითელი ბარათი. „ბანფიკამ" 3-0 გაიმარჯვა. ერთი საინტერესო დეტალი - ნუნიესის პირველი გოლი, ისე მოხდა, რომ „ბენფიკისთვის" პირველი გოლი აღმოჩდნა, მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა, ლისაბონში, ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებებში, 426 წუთის წინ გაიტანეს.


„ბენფიკა" კარგ ფორმაშია, თავდაჯერებულია. ჩვენ ვიცოდით, რომ უდიდესი მოწინააღმდეგე გვყავდა და ამრიგად, ჩვენც „ბარსელონას" ღირებულებებით უნდა გვეფიქრა. ტაქტუკურად, ჩვენ სწორი დაცვა ავაწყეთ. ჩვენ თამაშის მართვა მოვახერხეთ. „ბარსელონას", როგორც ჩვევია,  ჰქონდა მეტი უპირატესობა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბოლოს „პასი, არ გადიოდა". ამას გარდა, ჩვენ შევეძელით მათ გატეხვა და სამი გოლი გავუტანეთ. ვიცოდით, რომ „ბარსელონას" დასამარცხებლად, ერთ გოლზე მეტი უნდა გაგვეტანა. იმ შესაძლებლობასაც ვუშვებდი, რომ გოლს გაგვიტანდნენ, თუმცა გუნდმა, დაცვაში თამაშს კარგად გაართვა თავი", - ამბობს ჟორჟე ჟეზუში, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი.



და რითაც დავიწყეთ - ქრიშტიანუ რონალდუ. ამ ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა. „ვილიარელათან" საშინაო მატჩი, არც თუ სასურველი და საზეომო სცენარით წარიმართა. ევროპა ლიგის შარშანდელ ფინალში, „იუნატედის" გამწარებლებმა, ანგარიშში დაწინაურება 53-ე წუთზე მოახერხეს, პაკო ალკასერას გოლის შემდეგ. თუმცა, „მანჩესტერ იუნაიტედმა" მალევე მოახერხა წონასწორობის აღდგენა. გოლი ალექს ტელესმა გაიტანა - სტანდარტულის შემდეგ, ბურთი სწორედ მან გადაგზავნა კარში. აი, რონალდუმ კი, „იუნაიტედს" საჭირო გამარჯვება, პირად სათვალაშვი კი მორიგი რეკორდი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ, მე-5 წუთზე გაიტანა. ამ შეხვედრიდან ორი საინტერესო მომენტი - ქრიშტიანუმ, ჩემპიონთა ლიგაზე, 178-ე მატჩი გამართა და იკერ კასილასის რეკორდი წარსულს ჩააბარა. აი, ალკასერმა კი, ლიგაზე ჩატარებული 413 წუთის შემდეგ შეძლო, მხოლოდ პირველი გოლის გატანა.

 



28 სექტმებრის მატჩები:


„პსჟ" - „მანჩესტერ სითი" 2-0 /

„ლაიპიციგი" - „ბრიუგე"  1-2 / ჰანს ვანაკენი

„მილანი" - „ატლეტიკო"  1-2 / ანტუან გრიზმანი

„პორტო" - „ლივერპული" 1-5 / მოჰამედ სალაჰი

„აიაქსი" - „ბეშიქთაში" 2-0  / დუშან ტადიჩი

„ბორუსია" დორტმუნდი - „სპორტინგი" 1-0 / დონიელ მალენი

„შახტარი" - „ინტერი" 0-0 / მილან შკრინიარი

„რეალი" - „შერიფი" 1-2  / გიორგოს ათანასიადისი



29 სექტემბრის თამაშები:


„ბაიერნი" - „დინამო კიევი"  5-0 / ლეროი სანე

„ბენფიკა" - „ბარსელონა" 3-0 / დარვინ ნუნიესი

„ატალანტა" - „იანგ ბოიზი"  1-0 / დუვან ზაპატა

„მანჩესტერ იუნაიტედი" - „ვილიარეალი" 2-1 / არნო დანჯუმა

„ზალცბურგი" - „ლილი"  2-1 / კარიმ ადეიემი

„ვოლფსბურგი" - „სევილია" 1-1 / რენატო შტეფენ

„ზენიტი" - „მალმო" 4-0 / მალკომი

„იუვენტისი" - „ჩელსი"  1-0 / ფედერიკო კიეზა



საინტერესო ფქტები:


„ატალანტამ" შეხვედრის სტარტზევე, ტრავმის გამო, მნიშვნელოვანი მოთამაშე, რობინ გოზენსი დაკარგა. მიუხედავად ამისა, „იანგ ბოიზთან" მატჩში, მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ ბურთის ფლობის მხრივა, თუმცა, დიდი ხნის მანძილზე ამით ვერ ხეირობდნენ. რაფაელ ტოლოიმ გოლი კი გაიტანა, მაგრამ თამაშგარეთ ჩათვალეს და გააუქმეს. ანგარიში, 69-ე წუთზე, ევრო 2020-ის გამარჯვებულმა მატეო პესინამ გახსნა. „ატალანტამ" 1-0 მოიგო და ჯგუფში ლიდერი გახდა. ერთი საინტერესო დეტალი - ჯგუფური ეტაპის სადებიუტო 3 შეხვედრა აქვს წაგებული „ატალანტას" 2019-2020 წლების სეზონზე. ამის შემდეგ, გუნდის აქტივში, 6 მოგებული თამაში, 4 ფრე და მხოლოდ 1 წაგებული მატჩია.



შეხვედრის 87-ე წუთზე, ივან რაკიტიჩმა ჯგუფურ ეტაპზე უკვე მეორე პენალტი გაიტანა და „სევილია" წაგებას გადაარჩინა. პაპუ გომესის დარტყმილი კი ძელს მოხვდა და მასპინძლებს, „ვოლფსბურგს" ქულა შეუნარჩუნა, რომლებიც, მეორე ტაიმის სტარტზე, რენატო შტეფენის გოლის შემდეგ, თამაშს იგებდნენ. საინტერესო ფაქტი - რენატო შტეფენმა, ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ მეორე გოლი გაიტანა და ესეც, პირველი გატანილი გოლიდან, მხოლოდ 5 წლის შემდეგ, რომელიც 2016 წელს „ბაზელის" შემადგენლობაში, „ლუდოგორეცის" წინააღმდეგ აქვს გატანილი, თავის სადებიუტო მატჩში.



„ზალცბურგისა" და „ლილის" შეხვერაში, კარიმ ადეიემიმ პენალტების დარტყმის მასტერ-კლასი ჩაატარა. ჯერ 35-ე, შემდეგ კი, 53-ე წუთზე, მან, მეტოქეს ორი 11-მეტრიანი ზუსტად დაურტყა.  62-ე წუთზე ბურაქ ილმაზმა, ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში, ავსტრილმა კლუბმა, სამი 11-მეტრიანი დაარტყა და აქედან, ორი გააცუდა.  საინტერესო ფაქტია, რომ 36 წლის წლისა და 76 დღის ბურაქ ილმაზი გახდა პირველი თურქი ფეხბურტელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გოლი გაიტანა.



„მალმემ" მეორე შეხვედრა წააგო. „ზენიტმა" კი, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია, ჩემპიონტა ლიგის გათამაშებაზე, როგორც იქნა დაასრულა. ამასთან, რუსულმა კლუბმა, ძირითად ბადეში, პირველად მოახერხა, დიდი ანგარიშით მოგება.


„ჩელსისთან" მატჩში, ტურინის „იუვენტუსმა" მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - მეორე ტაიმის მე-10 წამზე ფედერიკო კიეზამ, გახსნა ანგარიში. თუმცა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული 13 მატჩიდან, მე-12-ში მოახერხა გამარჯვება. რაც შეეხება თამაშს, უპირატესობას, ლიგის მოქმედი ჩემპიონი ფლობდა, თუმცა, მომენტებს ვერ ქმნიდა.



„ლაიპციგმა" ანგარიში მე-5 წუთზევე გახსნა. კრისტოფერ ნკუნკუმ ლიგაზე, მეოთხეჯერ გაიტანა. თუმცა, „ბრუგემ" შესვენებამდე ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც. მეორე ტაიმშიც ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა, ანგარიში, აღარ შეცვლილა. საინტერესო ფაქტი - ბრიუგელთაგან, ერთ ერთი გოლის ავტორს, ჰანს ვანაკენს, ლიგაზე ჩატარებულ ყოველ მეოთხე მატჩში გააქვს გოლი.


„ლივერპული" დამაჯერებლად ლიდერობს ჯგუფს. „ესტადიუ დუ დრაგაუზე" იურგენ კლოპის გუნდმა, „პორტუ" გაანადგურა. საინტერესო ფაქტია, რომ „ლივერპულმა" ბოლო სამ გასვლაზე, „პორტუს" 14 გოლი გაუტანა. ამ შეხვედრაში კი, გოლების ათვლა სალაჰმა დაიწყო და მოგვიანებით დუბლიც გაიფორმა. ორი გოლი გაიტანა, რობერტო ფირმინიომაც. ერთი გოლი კი, მანეს ანგარიშზეა.



ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის (სექტემბერი) გათამაშების შემდეგ, სუარესმა, პირველად მოახერხა გასვლით შეხვედრაში გოლის გატანა. შეხვედრაში, რომელშიც „მილანი" დაწინაურდა, მოულოდნელად, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ფრანკ კესიმ, 29-ე წუთზე მეორედ მიიღო ყვითელი და შესაბამისად, მინდვრის დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, იტალიურმა კლუბმა, „ატლეტიკოსთან" ფარ-ხმალი მატჩის მუწურულს დაყარა, როცა, ჯერ, შეცვლაზე შემოსულმა  ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შემდგე, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე, სუარესმა გაიტანა პენალტი.




საინტერესო ფაქტი, ამ ტურიდან  - დორტმუნდის „ბორუსიამ", რომელმაც ტრამვირებული ერლინგ ჰოლანის გარეშე ითამაშა და საწყის წუთებზევე, მაჰმუდ დაუდმა შეცვლა ითხოვა, გერმანელებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და „სპორტინგი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. გოლი მალენმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ამასთან, საინტერესო ფაქტია, რომ ლიგის ბოლო 17 თამაშში, მხოლოდ ერთ მატჩში ვერ მოახერხა „ბორუსიამ" გოლის გატანა.


თურქეთის ჩემპიონი, მეორე შეხვედრაა უიმედოდ აგებს. ამჯერად „ბეშიქთაში" ამსტერდამში დამარცხდა. მართალია, „აიაქსმა" მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, ალბათ ეს ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა „შავი არწივების" მეკარის, ერსინ დეთანოლუს კარგი თამაში, უკვე მეორე შეხვედრაში. აი, აიაქსელი სებასტიან ალე კი, რომელმაც, სტამბოლელთა კარი, 43-ე წუთზე მეორედ აიღო, 5 გატანილი გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერი გახდა. საინტერესოა, რომ ალე, ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორ სადებიუტო მატჩში, 5 გოლი გაუტანა.


და ბოლოს, ლიგაზე, ზედიზედ მესამედ, „შახტარისა" და „ინტერის" შეხვედრა, „მშრალი" ანგარიშით 0-0 დასრულდა.


ტურის კალენდარი

 ფოტოები: @UEFA.Com via

@Liverpool FC

@FC Sheriff