
დიდი ალბათობით ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ვერც ოქტომბრის სანაკრებო თამაშებში დაეხმარება. რამდენიმე წუთის წინ, ქართველმა ფეხბურთელმა, უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე სათამაშო ტურში, „პსვ ეინდჰოვენის" წინააღმდეგ მატჩში, ტრავმა მიიღო და „გრაცის" სამწვრთნელო შტაბი, იძულებული იყო ის, 82-ე წუთზე შეეცვალათ. არადა, საკმაოდ უხვგოლიან მატჩში, „კიტეს" რამდენჯერმე თავადაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობაც და საერთო ჯამშიც, თამაში სტაბილურად კარგად ჩაატარა. მისმა გუნდმა კი, ევროპა ლიგის მეორე ჯგუფური შეხვედრაც წააგო, თანაც საკუთარ მოედანზე , 1-4 და ჯგუფში, ბოლო ადგილზეა.


ჯგუფის მეორე შეხვედრა წააგო ლაშა დვალისა და გიორგი ხარაიშვილის „ფერენცვაროშმაც", ანგარიშით 1-3, რომელიც ამჯერად, „ბეტისს" შეხვდა. ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში, ქართველებს მონაწილეობა, არც ამ ჯერზე მიუღიათ და არც განაცხადში ყოფილან. მიუხედავად ამისა, ორიდან ერთს, ლაშა დვალს, ვილი სანიოლიმ სანაკრებო შეკრებაზე მაინც დაიძახა.
ჯგუფი A:
„სპარტა" პრაღა - „რეინჯერსი" 1-0
„ლიონი" - „ბრონდბიუ" 3-0
ჯგუფი B:
„შტურმი" - „პსვ ეინდჰოვენი" 1-4
„რეალ სოსიედედი" - „მონაკო" 1-1
ჯგუფი C:
„ლეგია"- „ლესტერი" 1-0
„ნაპოლი" - „სპარტაკი" მოსკოვი 2-3
ჯგუფი D:
„ფენერბახჩე"- „ოლიმპიაკოსი" 0-3
„ანტვერპენი" - „აინტრახტი" 0-1
ჯგუფი E:
„ოლიმპიკი" - „გალათასარაი" 0-0
„ლაციო" -„ლოკომოტივი" მოსკოვი 2-0
ჯგუფი F:
„ბრაგა" - „მიდტიულანდი" 3-1
„ლუდოგორეცი" - „ცრვენა ზვეზდა" 0-1
ჯგუფი G:
„ფერენცვაროში" - „ბეტისი" 1-3
„სელტიკი" - „ბაიერი" 0-4
ჯგუფი H:
„ვესტ ჰემი" - „რაპიდი" ვენა 2-0
„გენკი" - „დინამო ზაგრები" 0-3
რა მოხდა საინტერესო ამ ტურში?
ფაქტი: „ნაპოლისა" და მოსკოვის სპარტაკის დაპირისპირებაში, მე-11 წამზე, ელმასას გატანილი გოლი გახდა მეორე, ევროპა ლიგის ისტორიაში, ყველაზე სწრაფ გოლებს შორის. რეკორდი, კვლავ იან სიკორას ეკუთვნის, რომლემაც ევროპა ლიგის 2016-17 წლების სეზონზე, „სლოვანში" თამაშობდა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, „ყარაბახს" 10, 69 წამში გაუტანა.
ფაქტი: „ლესტერმა" კვლავ ვერ მოახერხა მარცხისთვის თავის აცილება. ამჯერად „ლეგიასთან" და შესაბამისად, მის აქტივშიც, ბოლო 7 შეხვედრაში (წინა სეზონების გათვალისწინებით) ევროპა ლიგაზე მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული (სამი ფრე და სამი მარცხი).
ფაქტი: „რეალ სოსიედადი" უკვე შვიდი თამაშია, ევროპა ლიგაზე ვერ ახერხებს მოგებას. ამჯერადაც გუნდმა სახლში, „მონაკოსთან" ფრედ ითამაშა.
ფაქტი: 7 თამაშია, რუსული კლუბები ვერ ახერხებენ „ლაციოს" დამარცხებას. „ლაციოს" 3 მოგება და 4 ფრე ერიცხება აქტივში.
ფაქტი: „ოლიმპიკს" ევროპა ლიგაზე მეათე თამაშია არ მოუგია. ამჯერად, გუნდმა „გალათასარაისთან" ფრედ 0-0 ითამაშა. ამასთან, შეხვედრა საკმაოდ გაგრძელდა. თავდაპირველად, თურქი გულშემატკივრების მიერ დანთებული პიროტექნიკის გამო, მსაჯებმა თამაში შეწყვიტეს და მხოლოდ, 8 წუთის შემდეგ გაგრძელდა მატჩი. და ბოლოს, გუნდება მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის რეკორდული რაოდენობის წუთები გაატარეს მინდორზე.

ფაქტი: ბოლო 12 თამაშში, „ვესტ ჰემი" მხოლოდ ერთხელ გავიდა მოედნიდან ისე, რომ გოლი არ გაუტანია. ამჯერად კი, „რაპიდი" დაამარცხა.
ამ ფაქტების გარდა, აღნიშვნის ღირსია:
„ბაიერმა" მოიგო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 მატჩი ზედიზედ. ამასთან, გაიტანა 4 უპასუხო გოლი „სელტიკის" კარში და ამ გამარჯვების ჩათვლით, ლევერკუზენელებმა 21 გოლი გაიტანეს.
„რეინჯერსმა", ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, სტივენ ჟერარდის გუნდმა, პრაღაში, „სპარტასთან" 0-1 წააგო. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, დავიდ განცკომ გაიტანა.
„ლიონი" ჯგუფის ლიდერი გახდა, მას შემდეგ, რაც „ბრონდბიუ" 0-3 გაანადგურა. ამის გაკეთება კი, კამერუნელი კარლ ტოკო-ეკამბის დუბლის დახმარებით მოახერხა. ამასთან ფრანგებს, ჯერ არც ერთი გოლი არ გაუშვიათ.
ქულების მაქსიმუმი მოაგროვა ორი ტურის შემდეგ „ოლიმპიაკოსმაც" ბერძნულმა გუნდმა სტამბოლში, „ფენერბახჩეს" მოიგო, 3-0. დუბლი კი, გეორგიუს მასურასმა გაიტანა, რომელიც დიდი ალბათობით, საქართველოსა და საბერძნეთის სანაკრებო დაპირისპირებაში (პირველ შეხვედრაში ის შეცვლაზე შემოიყვანეს) მიიღებს მონაწილეობას.





ჩვენ








