
საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებაში, რომელიც 25 იანვარს გაიმართება, გაირკვევა თუ ვინ გავა მინსკის „განვითარების თასი 2018"-ის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფში პირველ ადგილზე და შესაბამისად, ასპარეზობას ½ ფინალში გააგრძელებს. ტურნირის პირველ ეტაპზე, 3 ქვეჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი, სხვადასხვა ჯგუფში საუკეთესოს გამოავლენენ. ამის შემდეგ, უკვე ჯგუფებში გამარჯვებულ 3 საუკეთესოსგან შედგება შედგება ახალი ჯგუფი, რომელიც ურთიერთშეხვედრებში, ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენს.
ამ დროისთვის, 4-გუნდიან ჯგუფში, რომელშიც საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებები მონაწილეობენ, სწორედ, საქრათველოსა და უკრაინის ნაკრებებს აქვთ 2-2 მოგება. თუმცა, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ბოლო, გადამწყვეტ მატჩამდე, პირველ ადგილზე უკრაინელები არიან. დღეს მათ, 3-1 დაამარცხეს ყაზახეთი. საქართველოს ნაკრებმა კი 3-0 სძლია მოლდოვას გუნდს.
მატჩის მე-15 წუთზე, სტანდარტული სიტუაციიდან, ანგარიში ზუკა დავითაშვილმა გახსნა. კიდევ 9 წუთში, ხვიჩა კვარაცხელიამ, 2-მდე გაზარდა ანგარიში. მინსკის საფეხბურთო მანეჟში, ტურნირის მეორე დღეს, გიორგი ნემსაძის შეგირდები, უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, ფლობდნენ და აკონტროლებდნენ ბურთს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ერთ-ერთი ასეთი მომენტი, 59-ე წუთზე გოლით დასრულდა. ზუკა დავითაშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, მოლდოველთა საჯარიმოს მისადგომებთან, ხვიჩა კვარაცხელიას არ გასჭირვებია შორეული დარტმით ანგარიშის სამამდე გაზრდა და ამ მატჩში, დუბლის შესრულება.
გიორგი ნემსაძემ წინა დღისგან განსხვავებით, ტურნირის მეორე მატჩში განსხვავებული შემადგენლობა დააყენა. ცოტნე ჩოთალიშვილისა და ცოტნე კაპანაძის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში, თამაშის დაწყების შანსი, ამჯერად გიორგი აბზიანიძესა და გიორგი იაკობიძეს მისცა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მოლდოვასთან მატჩში, შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, ნონიკაშვილი, აბზიანიძე (კალანდაძე, 50'), გელაშვილი (ბაქრაძე 72'), ჩვარცი (დეკანოსიძე 60'), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (ჩოთალიშვილი 50') კვარაცხელია (ჭავჭანიძე 72), იაკობიძე (გაგუა 60), გულიაშვილი (ჩიხრაძე 72).





ჩვენ








