
ქართველები, მხოლოდ ერთ შეხვედრაში გადაეყარნენ. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი" გასვლაზე „გენტს" დაუპირისპირდა. ქართველმა მწვრთნელმა, კვიპროსულ გუნდში, ამ დღეს, მხოლოდ ნიკა კაჭარავს მისცა შესვლაზე შევლის და თამაშის შესაძლებლობა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა განაცხადში იყვნენ. განსხვავებით „გენტის" განაცხადიდან, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე ამ შეხვედრისთვის ვერც კი მოხვდა. მიუხედავად ამისა, ლორია და ჩაკვეტაძე, თბილისში გამოეგზავრებიან, სადაც სანაკრებო შეკრებას შეუერთდებიან. კონფერენს ლიგის მეორე ტურის ეს დაპირისპირება კი, „გენტმა" 2-0 მოიგო.

80 წუთი გაატარა მოედანზე დავით ხოჭოლავა, რომლის გუნდმაც 3-1 „ლინკოლნი" დაამარცხა და ახლა, ქულების მაქსიმუმით, F ჯგუფის ლიდერია. ათენში, 1-1 ითამაშა ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა", „პაოკთან". საქართცველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ამ შეხვედრაში, სრულად დატვირთა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. ქართველების გუნდმა, კონფერენს ლიგაზე პირველი ქულა აიღო. ბუნებრივია, რომ ასე თუ ისე, წარმატებული თამაშის შემდეგ, ხოჭოლავა, კაშია და კანკავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგი განწყობით შეუერთდებიან.

რა მოხდა საინტერესო ამ ტურში?
ფაქტი - კონფერენს ლიგის 8 შეხვედრიდან, „ყარაბახმა" 5 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და საკუთარ კარში, მხოლოდ 3 ბურთი გაუშვა.
ფაქტი - კეინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და უკვე კონფერეს ლიგაზეც ჰეთ-თრიქი გააკეთა. ამჯერად ეს, „ტოტენჰემისა" და „მურას" შეხვედრაში მოხდა.
„რომამ", ზაპოროჟიეში, დამაჯერებლად გაიმარჯვა „ზორიასთან". ჟოზე მოურინიომ თამაშის მერე განაცხადა, რომ ამ დღეს, მას ყველაზე მეტად შედეგი მოეწონა, თუმცა, ფეხბურთში, ხომ ყველაზე მთავარი, სწორედ ეს არისო. „ჩვენ გავიმარჯვეთ, გვაქვს 6 ქულა და კარგი შანსები გავიდეთ ჯგუფიდან. შევძელით რამდენიმე ფეხბურთელისთვის დასვენების შანსი მიგვეცა და არ მიეღოთ ტრავმები. მოკლედ, ყველაფერი კარგადაა. გამარჯვება, ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა სერია A-ში, გავაგრძელოთ ეს, უკეთესი იქნება", - ამბობს მოურინიო.
კიდევ, რა იყო აღნიშვნის ღირსი?
ძმებმა, რიკუ და რუპე რიკსებმა „ალაშკერტთან" მატჩში, გოლები გაიტანეს და „ჰიკის", ანგარიშით 4-2 მოგებაში დახმარნენ.
„ბუდიო-გლიმტი" არის ის დებიუტანტი გუნდი, რომელმაც სასტარტო შეხვედრა მოიგო და მეორე ტურის შემდეგაც, ნორვეგიელები დაუმარცხებლად აგრძელებენ ასპარეზობას. მათ ამჯერად მშრალი ფრე ითამაშეს, სოფიის „ცსკა"-თან. მესამე ტურში კი, მოურინიოს „რომას" ეთამაშებიან.
იონას ვინი, ბომბარდირთა დავაში კეინისთან ერთად ლიდერობს. „კოპენჰაგენის" თავდამსხმელმა, ტურნირის მესამე გოლი, „ლოკომოტივთან" მატჩში გაიტანა.
„ფეიენოორდი" ჯგუფში პირველ ადგილზეა. მან, პრაღის „სლავია" 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ როტერდამელებმა, ევროტურნირის ყველა საშინაო სასტარტო შეხვედრა (4) მოიგეს და 13 გოლი გაიტანეს.
ჯგუფი A:
„ალაშკერტი" - „ჰიკი" 2-4
„ლასკი" - „მაქაბი" თელ-ავივი 1-1
ჯგუფი B:
„პარტიზანი" - „ფლორა" 2-0
„გენტი" - „ანორთოსისი" 2-0
ჯგუფი C:
„ცსკა" სოფია -„ბუდიო-გლიმტი" 0-0,
„ზორია" - „რომა" 0-3
ჯგუფი D:
„ჩფრ" - „რანერსი"1-1
„ალკმაარი" - „იაბლონეცი" 1-0
ჯგუფი E:
„უნიონი" - „მაქაბი" ჰაიფა 3-0,
„ფეიენოორდი" - „სლავია" პრაღა 2-1
ჯგუფი F:
„პაოკი" - „სლოვანი" ბრატისლავა 1-1
„კოპენჰაგენი" - „ლინკოლნი" 3-1
ჯგუფი G:
„ვიტესი" - „რენი" 1-2
„ტოტენჰემი" - „მურა" 5-1
ჯგუფი H:
„ომონია" - „ყარაბახი" 1-4
„ბაზელი" - „ყაირათი" 4-2





ჩვენ








