
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ხვალ მორიგი ტიტულის მოსაგებად, ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ირანელ ზარეს დაუპირისპრდება.
ოსლოში მიმდინარე ტურნირზე დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეემა დაიწყეს ასპარეზობა. გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) დილის პროგრამა წარმატებით გაიარა. პეტრიაშვილმა, თავდაპირველად მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური (11-1) და ავსტრიელი იოჰანეს ლუდეშერი (5-0) ჩამოიშორა და ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაეჭიდა და დაამარცხა. მისმა ირანელმა მეტოქემ კი, 1/2 ფინალში, თურქ აკგულს სძლია.
წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ავთანდილ კენჭაძემაც (74 კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამაში შემავალი შეხვედრები წაუგებლად ჩაამთავრა და ნახევარფინალში გავიდა. კენჭაძემ გერმანელი ოსმან კუბილაი ცაკიცი (11-0), იაპონელი მასაკი სატო (13-2) და ირანელი იონეს ალიკბარ ემამიჩოგაი (10-1) დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის სლოვაკეთის ნაკრების წევრ ტაიმურაზ სალკაზანოვს დაუპირისპირდა და საწმუხაროდ, დამარცხდა. ახლა კენჭაძე, რეპეშაჟიდან ბულგარელი უმარფაშაევისა და რუსეთის წარმომადგენელ ბიჟოევს შორის გამარჯვებულს ბრინჯაოს მედლისთვის შეხვდება..
დღესვე, ოსლოში კიდევ ორმა ქართველმა ფალავანმა სცადა ძალები. ბექა ლომთაძე (61 კგ) ასპარეზობას 1/8 ფინალიდან, სანდრო ამინაშვილი (86 კგ) კი, 1/4 ფინალიდან გამოეთიშნენ.
ხვალ, ასპარეზობა გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათიდან დაიწყება. 18:30-ზე კი ნახევარფინალები უნდა დაიწყოს. ამ ოთხ წონაში მედლები 3 ოქტომბერს გათამაშდება. ოთხივე საჭიდაო ხალიჩის შეხვედრებს პირდაპირ ინტერნეტ-რეპორტაჟს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების ვებგვერდი https://uww.org შემოგვთავაზებს.
აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე ყველაზე ბოლოს, 4 ოქტომბერს ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ჩაერთვებიან.





ჩვენ








