
მხოლოდ ვერცხლის მედალი გენო პეტრიაშვილს. ქართველი ფალავანი, თუთქოს მოჯადოვებულ წრეშია და გადამწყვეტ მომეტში, რაღაც აკლდება. ამჯერადაც მსოფლიოს სამგზის ჩემპოინმა, ოსლოში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ფინალურ დაპირისპირებაში, ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან (გენო ირანელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში შეხვდა და 6-3 მოუგო) ვერაფერს გახდა და 2-9 დამარცხდა. შესაბამისად, გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედალი გადაეცა, რომელიც ამ მომენტისთვის ერთად-ერთი ჩვენი ნაკრებისთვის.
გენოს გზა ფინალამდე იხილეთ სტატიაში.

ნორვეგიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ყველა წონაშია წარმოდგენილი. ასპარეზობის პირველი მედალები კი, დღეს გათამაშდა 61, 74, 86 და 125 წონით კტეგორიებში.
ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლდა ავთანდილ კენჭაძე, რომელიც რეპეშაჟიდან ბულგარელი უმარფაშაევისა და რუსეთის წარმომადგენელ ბიჟოევს შორის გამარჯვებულს შეხვდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოჭიდავე, რეპეშაჟის ფინალში რუს ბიჟოევთან დამარცხდა.
დღეს, 3 ოქტომბერს, ასპარეზობა გოგა ძიგუა (57კგ), ედემი ბოლქვაძე (65კგ), ნიკა კენჭაძე (79კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ჩაერთვნენ.
კენჭაძე ჩემპიონატს მერვედფინალიდან შეუდგა, სადაც მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური 11-1 დაამარცხა, 5-0 მოუგო ავსტრიელ იოჰან ლუდეშერს. ნახევარფინალში ასევე იოლად გაუმკლავდა ყაზახ ოლეგ ბოლტინს, 10-0, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით, დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ირანელ მეტოქესთან ნიკოლოზ კენჭაძე და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ხვალ კი, 4 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ორ წონაში კი, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხბვედრები გაიმართება.
ნიკა კენჭაძე (79 კგ) რეპეშაჟის ფინალშია, ოღონდ ჯერ უცნობია, ვინ იქნება მისი მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში - იტალიელი კანევა, სომეხი ავაგიანი თუ ფრანგი ალეკმა.
ირაკლი მწითური (92 კგ) რეპეშაჟის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრების წევრ ვლასოვს დაეჭიდება. ამ წყვილში გამარჯვებულს, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელი კოქსი ელის.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილი გავა ხალიჩაზე. 97-ში კი ელიზბარ ოდიკაძე იჭიდავებს. იაკობიშვილის პირველი მეტოქე ინდოელი სუშილი იქნება. ოდიკაძის - ირანელი გოლიჯი





ჩვენ








