მთავარი მიზანი მარტია - გიორგი ნემსაძე
მთავარი მიზანი მარტია - გიორგი ნემსაძე
24.01.2018
ავტორი:

მოახერხებს თუ არა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, ბელორუსში, მინსკის საერთაშორისო ტურნირის „განვითარების თასი 2018"-ის მომდევნო ეტაპზე გასვლას, 25 იანვარს გაირკვევა. ამ დღეს, ერთმანეთის პირისპირ საქართველოსა და უკრაინის 17-წლამდე ნაკრებები წარსდგებიან.  ორივე გუნდი, ერთ С ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც ყაზახეთისა და მოლდოვას გუნდებიც ასპარეზობენ.  საქართველოს ნაკრებმა, მინსკის ტურნირის პირველი ორი შეხვდრა მოიგო. თავდაპირველად, ქართველმა ფეხბურთელებმა ყაზახეთი დაამარცხეს 3-2, დღეს კი მოდლოვას სძლიეს 3-0. ახლა, ჯგუფიდან გასასვლელად, ჩვენებს გადამწყვეტი თამაში, 25 იანვარს აქვთ, უკრაინის 17-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ.

„უკრაინის ნაკრები, ძალიან კარგი გუნდია. დარბიან, ბურთი და თამაშიც იციან. რთული მატჩი გველის, რადგან მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, უკრაინას ფრეც აძლევს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ჩემი გუნდის თამაშით არ ვარ კმაყოფილი. ბიჭები ცდილობენ, მაგრამ ფორმაში ჯერ არ არიან. შეიძლება, თბილისში სპარინგი, რომ გვყოლოდა და 1, ან 2 თამაში გაგვემართა, ასე არ იქნებოდა. ნელ-ნელა შევლენ ფორმაში. ჩვენთვის, მარტის თვეა ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ ტურნირზეც, სწორედ, მისთვის მიდის მომზადება. ჩვენს მსგავსად, მინსკის ტურნირზე, ელიტ-რაუნდში გასული ბევრი გუნდია. ისინიც, არა ამ ტურნირზე, არამედ, სწორედ, ელიტ-რაუნდზე არიან კონცეტრირებულები. „განვითარების თასი" კი, კაგრად მომზადების საშუალებას გვაძლევს ყველას", - ამბობს გიორგი ნემსაძე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მინსკის ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 3 საუკეთეს პირველადგილოსანი გუნდისგან შედგება ახალი ჯგუფი, რომელიც ურთიერთშეხვედრებში, ტურნირის გამარჯვებულს გამოავლენს.