
ეროვნული ლიგის 28-3 ტურის პარალელურად, თბილისში, „შერატონში" საქრათველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრეს-კონფერენცია გაიმართა. შესაბამისად, პრესკონფერენციის მოსმენა, „სტრიმის" საშუალებით მოგვეცა და აქედან გამომდინარე, ვერც კითხვის დასმა მოვახერხეთ. თუმცა, იმედია, რომ ეს სანიოლოს ბოლო პრეს-კონფერენცია არ იყო თბილისში და ფეხბურთშიც, „ლაივში" მომუშავე ჟურნალისტებს, მასთან შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემათ. მანამდე კი, ქართველთა ნაკრები მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ სექტემბერში, ბევრი რამ სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა.
„რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ყვითელი ბარათი გვჭირდება იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, როგორ ვითამაშეთ ბოლო შეხვედრები. პირველ რიგში მინდა ავხსნა, რომ რამდენიმე ფეხბურთელები ტრავმების გამო გვაკლდა, ბევრი ფეხბურთელი გამოვიყენეთ საქართველოს ჩემპიონატიდან, ძალიან რთულია, რომ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები იყვნენ იმ გუნდების ფეხბურთელების დონეზე, რომლებიც ჯგუფში გვყავს. ყურადღება ეთმობა ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვითარდებიან და ექნებათ შესაძლობელობა უფრო ძლიერ ლიგებში ითამაშონ და მერე საქართველოს ნაკრებიც უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. არის ოპტიმიზმის მოლოდინი და ველით, რომ ყველა ერთად შევცვლით ყველაფერს და უფრო სხვანაირ დამოკიდებულებას გამოვავლენთ და შედეგიც იქნება უკეთესი. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და გვინდა სამივე თამაში მოვიგოთ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, მამარდაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია და სხვები, რომელთაც მთლიანად ყველას მხარდაჭერა სჭირდება.
იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდებიან და დარწმუნებული ვარ, ადამიანი 20 წლის ასაკში ვერ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც უფრო მაღალ ასაკში, ამას გამოცდილება სჭირდება. ჩვენი მხარდაჭერით გაძლიერდებიან ეს ბიჭები და მჯერა, რომ წლების შემდეგ ბევრად უკეთ წარმოაჩენენ საქართველოს ნაკრებს. ამიტომ, გეტყვით, რომ ერთად დავდგეთ. ერთიანობა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო კარგად განვავითაროთ.
მე ძალიან მიყვარს ესპანეთის ნაკრების მაგალითის მოყვანა. მათ 2002-2006 წლებში არ ჰქონდათ საერთაშორისო დონეზე საუკეთესო შედეგები, მაგრამ მათ გეგმა ჰქონდათ. ეს ძალიან რთული ფაზებია, რომელთაც ნაკრებები გადიან და შეგვიძლია გავიხსენით, როგორი სირთულეები ჰქონდა ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ერთიანობით, საერთო ძალისხმევით მოახერხეს მერე საოცარი შედეგისთვის მიეღწიათ. საქართველოს ნაკრებიც ახლა რთულ ფაზებს გადის, მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები საერთაშორისო დონეზე ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ და თქვენი მხარდაჭერა ამაში ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს სანიიოლი.
ბუნებრივია, ნაკრებს მხარდაჭერა სჭირდება და ვერც სანიოლი და ვერც სხვა მწვრთნელი, ძველი თუ ახალი, ვერ დასწამებს ქართულ მედიას და გულშემატკივარს, რომ ის რომელიმე მოცემულობაში, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით ვერ იდგა. საქათველოს ნაკრების რთული ფაზებიც გვახსოვს, განსაკუთრებით სტაჟიან მედიას და გულშემატკივარს. დანარჩენი, კარგად გახსენებული ძველი საუბრებია, კიდევ დროის საქმეა, ჩვეულებრივი „ბლა-ბლა" (საწყენად არ ვწერ ამ კონკრეტულ ტერმინს) და კიდევ, თუ ამ სიტყვების მიღმა, რა დასკვნები გაკეთდება ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც საკმაოდ დაძაბული მატჩი მოელის ბათუმში და შემდეგ კოსოვოში, სადაც პოლიტიკური თვალსაზირისით, ახლა, ცოტათი დაძაბულობაა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა 30 სექტემბერს დაასახელა. იმავე დღეს, ევროტურნირების მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო ოთარ კიტეიშვილმა და მეორე დილით, სანიოლი იძულებული იყო კიტეიშვილი, გიორგი ქვილითაიათი ჩაენაცვლებინა. დღეს კი, გაირკვა რომ ფრანგმა სპეციალისტმა კიდევ ერთ ფეხბურთელს, „დინამო თბილისის" მცველს, საბა ხვადაგიანს, კიდევ ერთხელ მისცა შანსი ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის.

ბათუმში, 9 ოქტომბერს დაგეგმილ მატჩამდე, საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს.





ჩვენ








