პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე
04.10.2021
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა. შეჯიბრის მესამე დღეს, ჩვენს ნაკრებს მეორე მედალი მოუტანა 79 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ.


„ყველა მედალი დასაფასებელია. პირველი მედალი არის ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე. შემდეგში, აუცილებლად, ოქროსთვის ვიბრძოლებ. ახლა, მქონდა რაღაც შეცდომები, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია", - ამბობს ნიკა.


კენჭაძე, ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაება და თავდაპირველად, რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლო 5-2 დაამარცხა. ¼ ფინალში,  ბერძენ გეორგიოს კუგიოუმციდსთან 9-5 გაიმარჯვა. თუმცა, 1/2 ფინალში დასანანი მარცხი იწვნია ირანელ მოჰამად აშგარ ნოხოდილარიმისთან, 5-6. მიუხედავად ამისა, ქართველ სპორტსმენს, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი მიეცა და მანაც, თავს მაქსიმალურად მობილიზება მოუხერხა და მეზობელი სომხეთის წარმომადგენელ არმან ავაგიანი, მშრალზე,  10-0.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ დღემდე, მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოგებული. ბევრისთვის მოულოდნელად, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).